N 15615 - 03/07/2023 - „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში (ნაწილი I) ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 03.07.2023
№ დოკუმენტი 15615
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება N 15615

03 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური

მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში

(ნაწილი I) ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:

 

1. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ლევან კაკავა

სამსახურის უფროსი

 

დანართი N9

 

მეთოდური მითითება

„სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“

 

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ წინამდებარე მეთოდური მითითება (შემდგომში - მეთოდური მითითება) არეგულირებს საგადასახადო შემოწმებისას, სსკ-ის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული ნაშთის გაანგარიშებას და არაგონივრული ნაშთის დაბეგვრას.

2. წინამდებარე მეთოდური მითითება არ არეგულირებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესით“ გათვალისწინებულ, სალაროში ნაღდი ფულის დათვლის პროცედურებს.

 

მუხლი 2. მიზანი

წინამდებარე მეთოდური მითითების მიზანია საგადასახადო შემოწმებისას სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის მიმართ შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ერთიანი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა.

 

მუხლი 3. ტერმინები

წინამდებარე მეთოდური მითითების მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 

მუხლი 4. გამოყენების პრინციპები

1. წინამდებარე მეთოდური მითითება გამოსაყენებლად სავალდებულოა იმ პირის მიმართ, რომელსაც უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი და ამავე მეთოდური მითითების შესაბამისად გამოთვლილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შესაბამისი გადასახადის გადამხდელის სიდიდის კატეგორიის მიხედვით, შეადგენს არანაკლებ:

ა) 1 000 ლარს - მცირე კატეგორიის გადამხდელთან;

ბ) 10 000 ლარს - საშუალო კატეგორიის გადამხდელთან;

გ) 100 000 ლარს - მსხვილი კატეგორიის გადამხდელთან.

2. წინამდებარე მეთოდური მითითება არ გამოიყენება: ა) კომერციული ან/და მიკრო ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის (ლომბარდი) და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შესაბამის საქმიანობაზე, აგრეთვე, სადაზღვევო საქმიანობაზე;

ბ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შესაბამის საქმიანობებზე;

გ) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შესაბამის საქმიანობებზე.

3. ნაღდი ფულის ნაშთის ცვლილებაზე (ზრდა/შემცირება) გავლენის მოხდენის მიზნებისთვის, მხედველობაში მიიღება სალაროდან სესხის გაცემის, კაპიტალის შემცირების, დივიდენდის განაწილების, ხარჯის გაწევის ან/და სხვა ოპერაცი(ებ)ის ამსახველი დოკუმენტები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ოპერაციები განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით მოცული (შესამოწმებელ) პერიოდში და ამავე დროს, შესაბამის ოპერაციაზე სათანადო ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია (სესხის ხელშეკრულება, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ, რომელსაც სარწმუნოდ მიიჩნევს საგადასახადო ორგანო) პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე (იხ. მაგალითი N1 და N2).

 

მაგალითი N1

ფაქტობრივი გარემოება

საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა და საქმიანობის ფარგლებში შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

პირის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შესამოწმებელი პერიოდია 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2022 წლის მაისამდე პირს არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, ხოლო მაისის თვიდან 2022 წლის ბოლომდე ფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 15 000 ლარი.

ამასთან, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილია ნოტარიულად დამოწმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს 2022 წლის მაისის თვეში კომპანიაზე სესხის სახით გაცემული აქვს ნაღდი ფული 5 000 ლარი, თუმცა აღნიშნული ოპერაცია არ იყო ასახული ბუღალტერიაში.

 

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, ნაღდი ფულის ნაშთი არის ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვში, „სააღრიცხვო დოკუმენტაციის“ მიხედვით, გადასახადის გადამხდელის „სალაროში“ არსებული, ან/და ასეთად მიჩნეული (მ.შ. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული) ნაღდი ფულის ოდენობა. ამასთან, ნაღდი ფულის ნაშთის კორექტირებაზე სალაროდან სესხის გაცემის, კაპიტალის შემცირების, დივიდენდის განაწილების, ხარჯის გაწევის ან/და სხვა ოპერაცი(ებ)ის გავლენა მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სამეურნეო ოპერაცია განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში და ამავე დროს, ოპერაციაზე შესაბამისი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია (სესხის ხელშეკრულება, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ, რომელიც სარწმუნოდ მიიჩნევა საგადასახადო ორგანოს მიერ) პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე. ამდენად, მოცემულ პირობებში, ჩაითვლება, რომ 2022 წლის მაისის საანგარიშო პერიოდიდან 2022 წლის ბოლომდე ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 10 000 ლარს (15 000 - 5 000).

 

მაგალითი N2

ფაქტობრივი გარემოება

საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა და საქმიანობის ფარგლებში შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. პირის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შესამოწმებელი პერიოდია 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმება დაიწყო 2023 წლის 1 მარტს და დამთავრდა 2023 წლის 1 ივნისს. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2022 წლის მაისამდე პირს არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, ხოლო მაისის თვიდან 2022 წლის ბოლომდე ფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 15 000 ლარი. ამასთან, საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე (2023 წლის 15 მაისს) გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს 2023 წლის იანვრის თვეში კომპანიაზე სესხის სახით გაცემული აქვს ნაღდი ფული 5 000 ლარი.

 

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, ნაღდი ფულის ნაშთი არის ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვში, „სააღრიცხვო დოკუმენტაციის“ მიხედვით, გადასახადის გადამხდელის „სალაროში“ არსებული, ან/და ასეთად მიჩნეული (მ.შ. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული) ნაღდი ფულის ოდენობა. ამასთან, ნაღდი ფულის ნაშთის კორექტირებაზე სალაროდან სესხის გაცემის, კაპიტალის შემცირების, დივიდენდის განაწილების, არჯის გაწევის ან/და სხვა ოპერაცი(ებ)ის გავლენა მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სამეურნეო ოპერაცია განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში და ამავე დროს, ოპერაციაზე შესაბამისი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია (სესხის ხელშეკრულება, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ, რომელიც სარწმუნოდ მიიჩნევა საგადასახადო ორგანოს მიერ) პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე.

ამდენად, მოცემულ პირობებში, მხედველობაში ვერ მიიღება გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე წარმოდგენილი დოკუმენტის 2023 წლის იანვრის თვეში (არ არის შესამოწმებელი პერიოდი) სესხის გაცემის თაობაზე. შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთი 2022 წლის მაისის საანგარიშო პერიოდიდან 2022 წლის ბოლომდე შეადგენს 15 000 ლარს.

 

თავი II. გონივრული ნაშთის გაანგარიშება

 

მუხლი 5. გონივრული ნაშთის გაანგარიშება საკასო შემოსავლის და ხარჯის პირობებში

თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

 

მაგალითი N3

ფაქტობრივი გარემოება

საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა და საქმიანობის ფარგლებში შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. პირის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შესამოწმებელი პერიოდია 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები.

მოცემულ პირობებში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2022 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთი დაფიქსირდა 15 000 ლარი, საკასო შემოსავალი 50 000 ლარი, ხოლო საკასო ხარჯი - 20 000 ლარი.

 

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

ამდენად, მოცემულ პირობებში, 2022 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთიდან (15 000 ლარიდან) გონივრულ ნაშთად ჩაითვლება (50 000) *10% + 20 000* 10%) 7 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა (15 000 – 7 000) 8 000 ლარი, დაკვალიფიცირდება, როგორც არაგონივრული ნაშთი.

 

მუხლი 6. გონივრული ნაშთის გაანგარიშება საკასო შემოსავლის პირობებში

თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფიქსირდება საკასო შემოსავალი და არ აქვს საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

 

მაგალითი N4

ფაქტობრივი გარემოება

საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა და საქმიანობის ფარგლებში შემოსავლების მიღებას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო საკასო ხარჯი არ ფიქსირდება.

პირის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შესამოწმებელი პერიოდია 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები.

მოცემულ პირობებში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2022 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთი დაფიქსირდა 15 000 ლარი, ხოლო ამავე საანგარიშო თვის საკასო შემოსავალი - 50 000 ლარი. ამასთან, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შედეგად, ამავე თვეში მიღებული შემოსავალი დადგინდა 10 000 ლარის ოდენობით.

 

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფიქსირდება საკასო შემოსავალი და არ აქვს საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად. ამასთან, ნაღდი ფულის ნაშთი არის ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვში, „სააღრიცხვო დოკუმენტაციის“ მიხედვით, გადასახადის გადამხდელის „სალაროში“ არსებული, ან/და ასეთად მიჩნეული (მ.შ. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული) ნაღდი ფულის ოდენობა.

ამდენად, მოცემულ პირობებში, 2022 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთიდან - 25 000 ლარიდან (15 000 + 10 000) გონივრულ ნაშთად ჩაითვლება ((50 000 + 10 000) * 10%) 6 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა (25 000 - 6 000) 19 000 ლარი, დაკვალიფიცირდება, როგორც არაგონივრული ნაშთი.

 

მაგალითი N5

ფაქტობრივი გარემოება

საწარმოს საქმიანობის საგანია ავტომობილების გაქირავება. საქმიანობის პროცესში, საწარმო დამქირავებლებთან დებს ხელშეკრულებას, სადაც ავტომობილის დაქირავების ღირებულების გარდა განსაზღვრულია საგარანტიო ან/და სადეპოზიტო თანხა, რომელსაც დამქირავებელი ტოვებს ნაღდი ფულის სახით ან რიცხავს კომპანიის საბანკო ანგარიშზე.

ამასთან, მიღებული სადეპოზიტო თანხა, შემოსავლად აღიარდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს, მისი დაბრუნების შემდეგ, რაიმე დაზიანება აღმოაჩნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა უბრუნდება დამქირავებელს. აღნიშნული პირის მიერ შემოსავლების მიღება ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო სალაროდან საკასო ხარჯი არ გაიწევა.

პირის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შესამოწმებელი პერიოდია 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები.

მოცემულ პირობებში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2022 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთი დაფიქსირდა 15 000 ლარი, ხოლო ამავე საანგარიშო თვის საკასო შემოსავალი - 50 000 ლარი, საიდანაც 40 000 ლარს შეადგენს ავტომობილების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 10 000 ლარს საგარანტიო/სადეპოზიტო თანხები.

 

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, საკასო შემოსავლად განიხილება სალაროში შემოსული ან/და შემოსულად ჩათვლილი თანხა, რომელიც მიღებულია, როგორც ავანსი, საგარანტიო თანხა, სადეპოზიტო თანხა.

ამდენად, მოცემულ პირობებში, 2022 წლის მაისის თვის საკასო შემოსავლად ჩაითვლება 50 000 ლარი (40 000 + 10 000), ხოლო ნაღდი ფულის ნაშთიდან (15 000 ლარი) გონივრულ ნაშთად ჩაითვლება (50 000* 10%) 5 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა (15 000 - 5 000) 10 000 ლარი, დაკვალიფიცირდება, როგორც არაგონივრული ნაშთი.

 

მუხლი 7. გონივრული ნაშთის გაანგარიშება საკასო ხარჯის პირობებში

თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფიქსირდება საკასო ხარჯი და არ აქვს საკასო შემოსავალი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

 

მაგალითი N6

ფაქტობრივი გარემოება

საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირის მიერ ხარჯის გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო საკასო შემოსავალი არ ფიქსირდება.

პირის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შესამოწმებელი პერიოდია 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები.

მოცემულ პირობებში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2022 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთი დაფიქსირდა 5 000 ლარი, ხოლო ამავე საანგარიშო თვის საკასო ხარჯი - 70 000 ლარი. ამასთან, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შედეგად გაწეული ხარჯი დადგინდა 2 000 ლარის ოდენობით.

 

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს, ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფიქსირდება საკასო ხარჯი და არ აქვს საკასო შემოსავალი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.

ამდენად, მოცემულ პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს შეადგენს ((70 000 + 2 000) * 10%) 7 200 ლარი, რაც 2 200 ლარით აღემატება ნაღდი ფულის ნაშთს, 2022 წლის მაისის თვის გონივრულ ნაშთად ჩაითვლება ნაღდი ფულის ნაშთი სრულად - 5 000 ლარი.

 

მუხლი 8. გონივრული ნაშთის გაანგარიშება ტერიტორიულად განცალკევებულ სალაროებში

თუ საკასო ხარჯი გაიწევა ერთზე მეტი, ტერიტორიულად განცალკევებული ობიექტის (ოფისი, მაღაზია, საწყობი და ა.შ.) სალაროდან, გონივრული ნაშთი განისაზღვრება თითოეულ სალაროზე ცალ-ცალკე.

 

მაგალითი N7

ფაქტობრივი გარემოება

საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით საცალო ვაჭრობა ტერიტორიულად განცალკევებული A და B ობიექტებიდან. ამასთან, აღნიშნული პირის მიერ საკასო ხარჯის გაწევა და საკასო შემოსავლის მიღება ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

პირის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შესამოწმებელი პერიოდია 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები.

მოცემულ პირობებში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2022 წლის მაისის თვის ნაღდი ფულის ნაშთმა A ობიექტში შეადგინა 10 000 ლარი, ხოლო B ობიექტში - 20 000 ლარი. ამასთან, დადგინდა, რომ ამავე საანგარიშო თვის A ობიექტის საკასო ხარჯი არის 30 000 ლარი, ხოლო B ობიექტის საკასო შემოსავალი - 50 000 ლარი.

 

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, თუ საკასო ხარჯი გაიწევა ან/და საკასო შემოსავალი მიიღება ერთზე მეტი, ტერიტორიულად განცალკევებული ობიექტის (ოფისი, მაღაზია, საწყობი და ა.შ.) სალაროდან, გონივრული ნაშთი განისაზღვრება თითოეულ სალაროზე ცალ-ცალკე.

ამდენად, მოცემულ პირობებში, 2022 წლის მაისის თვის გონივრული ნაშთი თითოეული ობიექტისთვის გაანგარიშდება ცალ-ცალკე და შედეგად, A ობიექტის გონივრული ნაშთი იქნება 3 000 (30 000* 10%), ხოლო B ობიექტის - 5 000 ლარი (50 000* 10%) .

 

მუხლი 9. გონივრული ნაშთის გაანგარიშება ნაღდი ფულის დათვლის პირობებში

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, თუ შესამოწმებელი პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთი აღემატება შესამოწმებელი პერიოდის რომელიმე თვ(ეებ)ის გონივრული ნაშთის ოდენობას, ამ თვ(ეებ)ის გონივრულ ნაშთად ჩაითვლება ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის ოდენობა.

 

მაგალითი N8

ფაქტობრივი გარემოება

საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. პირის მიმართ დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შესამოწმებელი პერიოდია 2022 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

ამასთან, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბრის თვის ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 200 000 ლარი, ხოლო გონივრულმა ნაშთმა 45 000 ლარი. გარდა ამისა, 2022 წლის ნოემბერს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილმა ნაშთმა შეადგინა 50 000 ლარი.

 

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, თუ შესამოწმებელი პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთი აღემატება შესამოწმებელი პერიოდის რომელიმე თვ(ეებ)ის გონივრული ნაშთის ოდენობას, ამ თვ(ეებ)ის გონივრულ ნაშთად ჩაითვლება ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის ოდენობა. ამდენად, მოცემულ პირობებში, 2022 წლის დეკემბრის თვის გონივრულ ნაშთად ჩაითვლება 50 000 ლარი.

 

თავი III. ფულის ნაშთების შემდგომი კვალიფიკაცია და დაბეგვრა

 

მუხლი 10. არაგონივრული ნაშთის შემდგომი კვალიფიკაცია და დაბეგვრა

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი.

 

მაგალითი N9

ფაქტობრივი გარემოება

საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირი განეკუთვნება „საშუალო“ სიდიდის გადასახადის გადამხდელის კატეგორიას, რომლის მიერ შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა, მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (მოწმდება 2022 წელი სრულად) ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

მოცემულ პირობებში, შემოწმების მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბრამდე პირს არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, ხოლო შემდგომ პერიოდებში არსებული ნაღდი ფულის ნაშთებიდან, ოქტომბრის თვის არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 15 000 ლარი, ნოემბრის - 30 000 ლარი, დეკემბრის - 20 000 ლარი.

 

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი, თუ ამ მეთოდური მითითების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, „საშუალო“ კატეგორიის გადასახადის გადამხდელთან შეადგენს არანაკლებ 10 000 ლარს.

ამდენად, მოცემულ პირობებში, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება 2022 წლის დეკემბრის თვის არაგონივრული ნაშთის (20 000 ლარი) მიმართ, რაც შეადგენს (20 000 / 0,8 * 0,2) 5 000 ლარს.

 

მუხლი 11. უძრავი ნაშთის შემდგომი კვალიფიკაცია და დაბეგვრა

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, უძრავი ნაშთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესამოწმებელი პერიოდის პირველივე საანგარიშო პერიოდში (პირველივე კალენდარულ თვეში) კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი. ამასთან, გაორებული დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით, უძრავი ნაშთის ოდენობით მცირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული არაგონივრული ნაშთი.

 

მაგალითი N10

ფაქტობრივი გარემოება

საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირი განეკუთვნება „საშუალო“ სიდიდის გადასახადის გადამხდელის კატეგორიას, რომლის მიერ შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა, მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (მოწმდება 2022 წელი სრულად) ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

მოცემულ პირობებში, შემოწმების მონაცემებით, 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში საწარმოს არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 100 000 ლარი. ამასთან, აღნიშნული თანხის ნაწილი - 70 000 ლარი, უძრავი ნაშთის სახით ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან.

 

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, უძრავი ნაშთი არის შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული არაგონივრული ნაშთის ის ნაწილი, რომელიც უძრავად (შეუმცირებლად) ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ არაგონივრულ ნაშთში. ამასთან, უძრავი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის პირველივე საანგარიშო პერიოდში (პირველივე კალენდარულ თვეში) კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი. თავის მხრივ, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, თუ ამ მეთოდური მითითების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, „საშუალო“ კატეგორიის გადასახადის გადამხდელთან შეადგენს არანაკლებ 10 000 ლარს. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ გაორებული დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით, უძრავი ნაშთის ოდენობით მცირდება არაგონივრული ნაშთი.

ამდენად, მოცემულ პირობებში, მათ შორის, გაორებული დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით, 70 000 ლარი ჩაითვლება, როგორც 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში (პირველივე კალენდარულ თვეში) გაცემული ხელფასი. ხოლო 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გაცემული ხელფასად ჩაითვლება სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ არაგონივრულ ნაშთსა და უძრავ ნაშთს შორის (100 000 – 70 000) 30 000 ლარი. შედეგად პირის საგადასახადო ვალდებულებები შეადგენს 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში (70 000 / 0,8 * 0,2) 17 500 ლარს და 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში (30 000 / 0,8 * 0,2) 7 500 ლარს.

 

მუხლი 12. ფიქტიური ნაშთის შემდგომი კვალიფიკაცია და დაბეგვრა

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, ფიქტიური ნაშთის ის ნაწილი, რომელიც აღემატება უძრავ ნაშთს, ფულის ინვენტარიზაციის ჩატარების საანგარიშო პერიოდში კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი. ამასთან, გაორებული დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით, ფიქტიური ნაშთის ოდენობით მცირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული არაგონივრული ნაშთი.

 

მაგალითი N11

ფაქტობრივი გარემოება

საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირი განეკუთვნება „საშუალო“ სიდიდის გადასახადის გადამხდელის კატეგორიას, რომლის მიერ შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა, მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (მოწმდება 2022 წელი სრულად) ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

მოცემულ პირობებში, დგინდება, რომ 2022 წლის 14 სექტემბერს, საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში არსებული ნაღდი ფულის დათვლა, რა დროსაც, ინვენტარიზაციით დადგენილმა ნაშთმა შეადგინა 0 ლარი.

შემოწმების მონაცემებით, 2022 წლის აგვისტომდე, პირს არ უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, ხოლო შემდგომ პერიოდებში არსებული ნაღდი ფულის ნაშთებიდან: აგვისტოს თვის არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 15 000 ლარი; სექტემბრის - 20 000 ლარის; ოქტომბრის - 30 000 ლარი; ნოემბრის - 25 000 ლარი; დეკემბრის - 20 000 ლარი.

 

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, ფიქტიური ნაშთი არის ინვენტარიზაციის ჩატარების კალენდარული თვის „არაგონივრული ნაშთის“ ის ნაწილი, რომელიც უძრავად (შეუმცირებლად) ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ „არაგონივრულ ნაშთში“. ფიქტიური ნაშთის ის ნაწილი, რომელიც აღემატება უძრავ ნაშთს, ფულის ინვენტარიზაციის ჩატარების საანგარიშო პერიოდში კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი, თუ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, საშუალო კატეგორიის გადასახადის გადამხდელთან შეადგენს არანაკლებ 10 000 ლარს.

ამდენად, მოცემულ პირობებში 20 000 ლარი ჩაითვლება, როგორც 2022 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის ბოლოს (ფიქტიურ ნაშთად გამოვლენის თვეში) გაცემული ხელფასი. შედეგად პირის საგადასახადო ვალდებულებები შეადგენს (20 000 / 0,8 * 0,2) 5 000 ლარს.

 

მაგალითი N12

ფაქტობრივი გარემოება

საწარმოს საქმიანობის საგანია საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. ამასთან, აღნიშნული პირი განეკუთვნება „საშუალო“ სიდიდის გადასახადის გადამხდელის კატეგორიას, რომლის მიერ შემოსავლების მიღება და ხარჯების გაწევა, მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (მოწმდება 2022 წელი სრულად) ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

მოცემულ პირობებში, დგინდება, რომ 2022 წლის 14 სექტემბერს, საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში არსებული ნაღდი ფულის დათვლა, რა დროსაც, ინვენტარიზაციით დადგენილმა ნაშთმა შეადგინა 0 ლარი.

შემოწმების მონაცემებით, 2022 წელს სალაროს არაგონივრულმა ნაშთმა თვეების მიხედვით შეადგინა:

 

შეფასება და შედეგი

ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, უძრავი ნაშთი არის შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული არაგონივრული ნაშთის ის ნაწილი, რომელიც უძრავად (შეუმცირებლად) ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ არაგონივრულ ნაშთში. ამასთან, უძრავი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის პირველივე საანგარიშო პერიოდში (პირველივე კალენდარულ თვეში) კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი. ფიქტიური ნაშთი არის ინვენტარიზაციის ჩატარების კალენდარული თვის „არაგონივრული ნაშთის“ ის ნაწილი, რომელიც უძრავად (შეუმცირებლად) ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ „არაგონივრულ ნაშთში“. ფიქტიური ნაშთის ის ნაწილი, რომელიც აღემატება უძრავ ნაშთს, ფულის ინვენტარიზაციის ჩატარების საანგარიშო პერიოდში კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი. თავის მხრივ, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, თუ ამ მეთოდური მითითების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, „საშუალო“ კატეგორიის გადასახადის გადამხდელთან შეადგენს არანაკლებ 10 000 ლარს. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ გაორებული დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით, უძრავი ნაშთის და ფიქტიური ნაშთის (იმ ნაწილით, რომელიც აღემატება უძრავ ნაშთს) ოდენობით მცირდება არაგონივრული ნაშთი.

ამდენად, მოცემულ პირობებში, მათ შორის, გაორებული დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით, უძრავი ნაშთის ოდენობა 30 000 ლარი ჩაითვლება, როგორც 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში (პირველივე კალენდარულ თვეში) გაცემული ხელფასი. ფიქტიური ნაშთის ოდენობიდან, 70 000 ლარიდან (როგორც ინვენტარიზაციის ჩატარების კალენდარული თვის (სექტემბრის თვის) „არაგონივრული ნაშთის“ ის ნაწილი, რომელიც უძრავად (შეუმცირებლად) ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებულ „არაგონივრულ ნაშთში“) 30 000 ლარი წარმოადგენს უძრავ ნაშთს, შესაბამისად 40 000 ლარი ჩაითვლება, როგორც 2022 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში (ფიქტიურად გამოვლენის პერიოდში) გაცემული ხელფასი. ამასთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დეკემბრის საანგარიშო პერიოდში არსებული არაგონივრული ნაშთიდან 120 000 ლარიდან 50 000 ლარი (უძრავი ნაშთით და დასაბეგრი ფიქტიური ნაშთით შემცირებული ოდენობა) ჩაითვლება, როგორც 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გაცემული ხელფასი.

შედეგად პირის საგადასახადო ვალდებულებები შეადგენს 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში (30 000 / 0,8 * 0,2) 7 500 ლარს, 2022 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში (40 000 /0,8 * 0,2) 10 000 ლარს და 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში (50 000 / 0,8 * 0,2) 12 500 ლარს.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე