მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ

დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობები 05.03.2019
№ დოკუმენტი 2-206
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და

სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება № 2-206

2019 წლის 5 მარტი

ქ.თბილისი

მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 336 მუხლის 12 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული „მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს და გავრცელდეს მეღვინეობის პროდუქციის მიმართ ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებულ ოპერაციებზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

ლევან დავითაშვილი

მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნილოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები ადგენს მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში შენახვისა და ტექნოლოგიური პროცესების ჩატარებისას მეღვინეობის პროდუქციის, აგრეთვე, შუშისა და კერამიკის ბოთლების, საცობის, ჩაჩის, ეტიკეტის, ყუთისა და ცვილის დანაკარგების მაქსიმალურ ზღვრულ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მათი ფაქტობრივი დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მეღვინეობის პროდუქცია – მეღვინეობის პრაქტიკაში ყურძნისგან წარმოებული პროდუქტები – ღვინო, ღვინისა და ჭაჭის დისტილატები, ყურძნისეული წარმოშობის სპირტი, ბრენდი, ჭაჭის არაყი, მაგარი სასმელი და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი;

ბ) მეღვინეობის პროდუქციის მოცულობა – მეღვინეობის პროდუქციის მოცულობა დეკალიტრებში, 200 C ტემპერატურაზე გადაანგარიშებით;

გ) მეღვინეობის პროდუქციის ბუნებრივი დანაკარგების ნორმა – მეღვინეობის პროდუქციის დანაკარგის დასაშვები, ზღვრული ოდენობა, რომელიც გამოწვეულია განხორციელებული ტექნოლოგიური პროცესებითა და ბუნებრივი აშრობა-დანაკარგებით და რომელიც განისაზღვრება პროცენტული მაჩვენებლით მეღვინეობის პროდუქციის საწყის მოცულობასთან მიმართებაში.

მუხლი 3. მეღვინეობის პროდუქციის დანაკარგის ჩამოწერა

1. ღვინის ფაქტობრივი გამოსავალი ერთი ტონა ყურძნიდან განისაზღვრება „მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 24 იანვრის №2-78 ბრძანებით დამტკიცებული „მევენახეობა მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის“ დანართ №17-ში მითითებული მონაცემებით.

2. ღვინის შენახვისა და ტექნოლოგიური დამუშავების დროს ბუნებრივი დანაკარგების ნორმების გამოყენება დასაშვებია მისი (ღვინის) ლექიდან მოხსნის შემდეგ.

3. მეღვინეობის პროდუქციის ფაქტობრივი დანაკარგების გამოვლენა ხორციელდება მხოლოდ დანაკლისის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ხოლო მათი ჩამოწერა – იმ დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც ადასტურებენ ტექნოლოგიური პროცესების ჩატარებასა და ამ პროცესებში მონაწილე პროდუქციის მოცულობას.

4. ღვინის შენახვისა და დაძველების მთელი პერიოდის განმავლობაში დანაკარგის გაანგარიშებას აწარმოებენ ყოველთვიურად, ღვინის საშუალო თვიური რაოდენობის გათვალისწინებით. ღვინის საშუალო თვიური რაოდენობის გაანგარიშება ხდება მისი ყოველდღიური ნაშთების ჯამის გაყოფით მოცემული თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე.

5. ღვინის ტექნოლოგიური კომპლექსური დამუშავების დროს საერთო დანაკარგი გამოითვლება ფაქტობრივად განხორციელებულ თითოეულ ოპერაციაზე დანაკარგთა დაჯამებით.

6. ღვინის ფილტრაციისა და თბური დამუშავების დროს ოპერაციათა დანაკარგს ემატება გადატუმბვის დანაკარგებიც 0,09%-ის ოდენობით.

7. მეღვინეობის პროდუქციის მათ შორის სპირტებისა და დისტილატების დანაკარგების გაანგარიშება შენახვისა და დაძველებისას ხორციელდება ამ მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 4. მეღვინეობის პროდუქციის აღწერა

მეღვინეობის პროდუქციის აღწერა ხდება:

ა) ღვინის – დეკალიტრებში, 200C ტემპერატურაზე გადაანგარიშებით;

ბ) ღვინისა და ჭაჭის დისტილატების, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ბრენდის, ჭაჭის არყის და მაგარი სასმელის – დეკალიტრებში, 200C ტემპერატურაზე გადაანგარიშებით და აგრეთვე, დეკალიტრებში, აბსოლუტურ ალკოჰოლზე (შემდგომში – ა.ა.) გადაანგარიშებით;

გ) კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის – დეკალიტრებში, 200C ტემპერატურაზე გადაანგარიშებით და კილოგრამებში;

დ) ბოთლების, ჩაჩის, ეტიკეტის, ყუთის – ცალებში;

ე) ცვილის – კილოგრამებში

 

მუხლი 5. მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობები

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1685906376402 {null margin: 0 auto !important; }

 

ოპერაცია

მოცემულ ოპერაციაზე გადაცემული მოცულობის (რაოდენობის) მიმართ დანაკარგის დასაშვები მაქსიმალური ოდენობა,(%-ში)

 

ღვინო

 

ა)

შენახვა რეზერვუარში ( ყოველთვიურად)

0,05

 

ბ)

შენახვა ქვევრში (ყოველთვიურად)

0,075

 

გ)

დაძველება, შენახვა კასრებში (ყოველთვიურად)

0,2

 

დ)

კუპაჟის, ეგალიზაციის, ასამბლაჟის დროს ღვინის გადატუმბვა საკუპაჟე ჭურჭელში, გადარევა და გადატუმბვა საკუპაჟე ჭურჭლიდან (0,09+0,06+0,09)

 

0,24

 

ე)

კუპაჟის დროს ღვინის გადატუმბვა საკუპაჟე ჭურჭელში, გადარევა, გაწებვა და გადატუმბვა დასაწდომ ჭურჭელში (0,09+0,06+0,07+0,09)

 

0,31

 

ვ)

ფილტრაცია ფილტრკარტონის გამოყენებით (0,09+0,15)

0,24

 

ზ)

ფილტრაცია დიატომიტის გამოყენებით (0,09+0,03)

0,12

 

თ)

სიცივით დამუშავება დაყოვნებით (0,09+0,17)

0,26

 

ი)

სითბოთი დამუშავება დაყოვნების გარეშე (0,09+0,11)

0,20

 

კ)

ჩამოსხმა

0,37

 

2.

სპირტები, დისტილატები

 

ა)

ღვინის გამოხდა პირველ ნახადად ან ღვინის დისტილატად პერიოდული ქმედების აპარატზე, სადისტილაციო ღვინოში უწყლო სპირტის შემცველობის მიმართ

1,3

 

ბ)

პირველ ნახადის გამოხდა ღვინის დისტილატად ან ჭაჭის დისტილატად პერიოდული ქმედების აპარატზე, გამოსახდელ პირველ ნახადში უწყლო სპირტის შემცველობის მიმართ

1,35

 

გ)

ღვინის გამოხდა ღვინის დისტილატად უწყვეტი ქმედების აპარატზე, ღვინოში უწყლო სპირტის შემცველობის მიმართ

1,35

 

დ)

შენახვა რეზერვუარში (ყოველთვიურად ა.ა.), სპირტებსა და დისტილატებში უწყლო სპირტის შემცველობის მიმართ

0,05

 

ე)

დაძველება ცისტერნაში ტკეჩზე (ყოველთვიურად ა.ა.), დისტილატებში უწყლო სპირტის შემცველობის მიმართ

0,08

 

ვ)

დაძველება კასრში (ყოველთვიურად, ა.ა.), დისტილატებში უწყლო სპირტის შემცველობის მიმართ

0,33

 

ზ)

ცისტერნაში ჟანგბადის დოზირებული მიწოდება, დისტილატებში უწყლო სპირტის შემცველობის მიმართ

0,1

 

3.

სპირტებისა და დისტილატების დანაკარგები სპირტიანი სასმელების დამზადებისას

 

ა)

გადატუმბვა ერთი ჭურჭლიდან მეორეში

0,16

 

ბ)

დარევა (ეგალიზაციის, კუპაჟის, გაწებვის დროს)

0,07

 

გ)

ფილტრაცია (შეწოვა საფილტრავი მასალის ფენის მიერ და უშუალოდ ფილტრზე)

0,09

 

დ)

გაწებვა

0,08

 

ე)

სიცივით დამუშავება დაყოვნებით

0,3

 

4.

სპირტიანი სასმელები

 

ა)

შენახვა რეზერვუარში (ყოველთვიურად)

0,04

 

ბ)

შენახვა კასრში (ყოველთვიურად)

0,23

 

გ)

ჩამოსხმა

0,54

 

5.

 

კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი

 

ა)

შენახვა კონტეინერში, კასრში, ცისტერნაში (ყოველთვიურად)

0,06

 

6.

შესაფუთი მასალები

 

ა)

შუშის ბოთლი (ჩამოსხმისას)

0,5

 

ბ)

კერამიკის ბოთლი (ჩამოსხმისას)

0,5

 

გ)

საცობი (ჩამოსხმისას)

0,5

 

დ)

ჩაჩი (ჩამოსხმისას)

0,5

 

ე)

ეტიკეტი (გაფორმებისას)

0,5

 

ვ)

ყუთი (შეფუთვისას)

0,5

 

ზ)

ცვილი (გაფორმებისას)

0,5

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 17 თებერვლის ბრძანება №2-110 - ვებგვერდი, 17.02.2022წ.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე