გადაწყვეტილება №25571/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.09.2025
№ დოკუმენტი 25571/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№25571/2/2025

17 სექტემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 3.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25571/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.02.2025 წლის №24610/2/2025 (რეგ. 14.02.2025 წელი; №03/9848) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის №070-4 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 26 699.58 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 16 530

დღგ - 2 835

საშემოსავლო გადასახადი - 13 695

ჯარიმა - 8 094

საურავი - 2 075.58

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა მინერალური სასუქებით, აგროქიმიური პროდუქტებით, სამურნეო მასალებითა და საღებავებით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №8584 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 11 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს არ აქვს საბუღალტრო პროგრამა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ასევე, საგადასახადო ორგანოს მიერ სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა გაანგარიშდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად. საკასო შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 101 353 ლარის ოდენობით, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვის სალაროს გონივრული ნაშთი და ახსნა-განმარტების საფუძველზე წარდგენილი ინფორმაცია კრედიტორ-დებიტორების შესახებ, ხოლო დარჩენილი თანხა, რომლის სალაროში არსებობაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №14064 ბრძანება და №070-4 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 36 280.89 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 15 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 5 აგვისტოს №18051 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აგვისტოს №18051 ბრძანება 23.08.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 10.10.2024 წლის №23785/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს 10.10.2024 წლის №23785/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2024 წლის დასკვნა, 17.12.2024 წლის №26486 ბრძანება და №070-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 15.01.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 7.02.2025 წლის №24610/2/2025 (რეგ. 14.02.2025 წელი; №03/9848) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და თუ დადასტურდა, რომ ბანკიდან აღებული სესხის თანხა გახარჯულია მიზნობრივად (ფერმის მშენებლობისთვის), განახორციელოს აღნიშნული ხარჯების გათვალისწინება ფულის ნაშთის გაანგარიშებისას და შესაბამისად, მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 7.02.2025 წლის №24610/2/2025 (რეგ. 14.02.2025 წელი; №03/9848) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნა, 7.07.2025 წლის №15304 ბრძანება და №070-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 6 668 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 26.699.58 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება სადავო საგადასახადო მოთხოვნას, რადგან ითხოვდნენ ბანკიდან მიზნობრივად გატანილი სესხის - 120 000 ლარის სესხად აღიარებას, რომელიც მხოლოდ ფერმის მშენებლობას მოხმარდა და რომელიც აუდიტორებმა ჩაუთვალეს შემოსავლებში, ხოლო ფერმის მშენებლობისთვის ნაყიდი სამშენებლო მასალები ჩაუთვალეს ხარჯებში. შესამოწმებელი პერიოდი 2024 წლის 31 ოქტომბრამდეა, თუმცა 2.11.2024 წელს კვლავ შეძენილი აქვთ 11 002.60 ლარის მასალები ელ ---- ზედნადებით (ამჯერად უკვე ბოლო შეძენით). აგრეთვე, წარმოდგენილი აქვთ შპს „---ს“ მიერ შედგენილი დამოუკიდებელი მარწმუნებელი ანგარიში №02/01-155, 20.12.2024 წელი, რითაც დასტურდება, რომ ბანკიდან აღებული სესხი სრულად მოხმარდა ფერმის მშენებლობას. დავების განხილვის საბჭომ საჩივრის განხილვის პროცესში აღნიშნა, რომ ბანკის სესხი არის ვალდებულება და არა შემოსავალი. ვალდებულება, რომელიც უკან უნდა დაუბრუნდეს ბანკს. სესხის თანხა არ ყოფილა გამოყენებული აგრო სფეროს საქონლის შეძენისთვის. სესხის თანხით ააშენეს ფერმა, შექმნეს კაპიტალი, რომელიც აღირიცხა საწარმოს ბალანსზე და იხდიან ქონების გადასახადს. ინვენტარიზაციის პერიოდში საგადასახადო ინსპექტორებს არ მოუთხოვიათ სესხთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია (გამოტანა-ხარჯვა, დარჩენილი ნაშთი). ამაში მომჩივანი ნამდვილად არ იყო ინფორმირებული, თანხის ნაწილი დირექტორს ჰქონდა ჯიბეში, ნაწილი - სახლში, რადგან მაღაზიაში არ ჰქონდათ რკინის სეიფი ან ადგილი, სადაც დაცული იქნებოდა საკმაოდ დიდი თანხა გაქურდვისაგან. თითქმის ყოველდღე იძენდა სამშენებლო მასალებს და აშენებდა ფერმას. დამნაშავეები ნამდვილად არ არიან, დაეთვალათ და ჩაეტარებინათ სრულად ფულის ინვენტარიზაცია. იქნებ არც ჰქონდათ იმ პერიოდისთვის დანაკლისი, რასაც აუდიტორი აფიქსირებს და თვლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. დაბალპროცენტიან სესხში უნდა გადაიხადონ 20% საშემოსავლო გადასახადი, რაც არასწორია. სესხით შემოსავალი ხომ არ შექმნეს, ქონება (კაპიტალი) შექმნეს და შესაბამის გადასახადებსაც იხდიან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭოს 7.02.2025 წლის №24610/2/2025 (რეგ. 14.02.2025 წელი; №03/9848) გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და თუ დადასტურდა, რომ ბანკიდან აღებული სესხის თანხა გახარჯულია მიზნობრივად (ფერმის მშენებლობისთვის), განახორციელოს აღნიშნული ხარჯების გათვალისწინება ფულის ნაშთის გაანგარიშებისას და შესაბამისად, მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფერმის მშენებლობისთვის გაწეული ხარჯები (1.4.2024-1.11.2024). შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში (1.04.2024-1.11.2024) მომჩივნის მიერ ფერმის მშენებლობისთვის გაწეულია ხარჯი, რომლის ოდენობაც შეადგენს 82 706 ლარს. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ აღნიშნული თანხა გაითვალისწინა ფულის მოძრაობაში ხარჯების ნაწილში. გადაანგარიშების შედეგად, საწარმოს შეუმცირდა დარიცხული თანხა 6 668 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 4 445 ლარი და ჯარიმა - 2 223 ლარი.

კომპანიის წარმომადგენელმა 2025 წლის 4 სექტემბერს საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბანკიდან აღებული სესხის თანხა გახარჯულია მიზნობრივად და გადაანგარიშების პროცესში სრულად არ არის გათვალისწინებული მომჩივნის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.

საბჭოს სხდომაზე მხარეებს მიეცა წინადადება, ერთად განეხილათ სადავო საკითხი და შეეჯერებინათ პოზიციები. 2025 წლის 12 სექტემბერს, საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები და დარიცხული თანხები ექვემდებარება დამატებით კორექტირებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს 7.02.2025 წლის №24610/2/2025 (რეგ. 14.02.2025 წელი; №03/9848) გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გაითვალისწინოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გაითვალისწინოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის №070-4 საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფერმის მშენებლობისთვის გაწეული ხარჯები (1.4.2024-1.11.2024). შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში (1.04.2024-1.11.2024) მომჩივნის მიერ ფერმის მშენებლობისთვის გაწეულია ხარჯი, რომლის ოდენობაც შეადგენს 82 706 ლარს. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ აღნიშნული თანხა გაითვალისწინა ფულის მოძრაობაში ხარჯების ნაწილში. გადაანგარიშების შედეგად, საწარმოს შეუმცირდა დარიცხული თანხა 6 668 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 4 445 ლარი და ჯარიმა - 2 223 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გაითვალისწინოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, ბ).