ბრძანება N 31095
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31095
12 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ---------- )
2023 წლის 22 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №85269/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ნოემბრის №188654, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის № CB1529832 და 9 ნოემბრის № CB1549880 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შედგენილ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების მართებულობას და განმარტავს, რომ ვინაიდან არ ჰქონდა წვდომა კომპანიის დამფუძნებელთან, ვერ მოხერხდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის დროულად მიწოდება. პირი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურისათვის მითითებული იქნა საქონლის ნაშთის ადგილმდებარეობის შესახებ, თუმცა აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის №23459 ბრძანებით დაინიშნა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისაგან გაეგზავნა 2023 წლის 25 სექტემბერს №---------- და 7 ნოემბერს №---------- წერილები, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნილ იქნა 5 სამუშაო დღის ვადაში შემდეგი სახის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა: საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია; ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (ელექტრონული დანართის შესაბამისად); ცნობა საბანკო დაწესებულება(ებ)ში გახსნილი ანგარიშების შესახებ და აღნიშნული ანგარიშებიდან ამონაწერები ბანკის/ბანკების მიერ დამოწმებული სახით, ასევე ამონაწერის ელექტრონული ვერსია; აგრეთვე, ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული წარმოების შემთხვევაში, პროგრამის ასლი (ელექტრონული სახით). ასევე, პირს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისაგან გაეგზავნა 2023 წლის 26 სექტემბერს №---------- და 9 ოქტომბერს №---------- წერილები, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნილ იქნა 2 სამუშაო დღის ვადაში შემდეგი სახის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა: ინფორმაცია ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განთავსების და ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებელი ობიექტების ან/და სასაწყობო მეურნეობის შესახებ.
მომჩივანი აღნიშნულ წერილებს, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის №---------- წერილს ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდის მეშვეობით ელექტრონულად გაეცნო 2 ოქტომბერს, 2023 წლის 7 ნოემბრის №---------- წერილს გაეცნო 8 ნოემბერს, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 26 სექტემბრის №---------- და 9 ოქტომბრის №---------- წერილებს შესაბამისად 2 ოქტომბერს და 4 ნოემბერს. წერილებში მითითებულ ვადაში შემოსავლების სამსახურისათვის არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რის შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, შპს „----------“(ს/ნ ----------) მიმართ შედგენილ იქნა 2023 წლის 6 ნოემბერს №188654, 2023 წლის 9 ოქტომბერს №CB1529832 და 2023 წლის 9 ნოემბერს №CB1549880 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად:
1. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებისათვის არ იქნა წარდგენილი 2023 წლის 25 სექტემბრის №----------, 7 ნოემბრის №----------, 26 სექტემბრის №---------- და 9 ოქტომბრის №---------- წერილებით მოთხოვნილი ინფორმაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შედგენილ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების მართებულობას და განმარტავს, რომ ვინაიდან არ ჰქონდა წვდომა კომპანიის დამფუძნებელთან, ვერ მოხერხდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის დროულად მიწოდება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის ბრძანებით დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისაგან გაეგზავნა 2023 წლის 25 სექტემბერს და 7 ნოემბერს წერილები, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნილ იქნა 5 სამუშაო დღის ვადაში შემდეგი სახის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა: საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია; ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (ელექტრონული დანართის შესაბამისად); ცნობა საბანკო დაწესებულება(ებ)ში გახსნილი ანგარიშების შესახებ და აღნიშნული ანგარიშებიდან ამონაწერები ბანკის/ბანკების მიერ დამოწმებული სახით, ასევე ამონაწერის ელექტრონული ვერსია; აგრეთვე, ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული წარმოების შემთხვევაში, პროგრამის ასლი (ელექტრონული სახით). ასევე, პირს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისაგან გაეგზავნა 2023 წლის 26 სექტემბერს და 9 ოქტომბერს წერილები, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნილ იქნა 2 სამუშაო დღის ვადაში შემდეგი სახის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა: ინფორმაცია ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განთავსების და ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებელი ობიექტების ან/და სასაწყობო მეურნეობის შესახებ. მომჩივანი აღნიშნულ წერილებს, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის წერილს ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდის მეშვეობით ელექტრონულად გაეცნო 2 ოქტომბერს, 2023 წლის 7 ნოემბრის წერილს გაეცნო 8 ნოემბერს, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 26 სექტემბრისდა 9 ოქტომბრის წერილებს შესაბამისად 2 ოქტომბერს და 4 ნოემბერს. წერილებში მითითებულ ვადაში შემოსავლების სამსახურისათვის არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რის შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, მომჩივანის მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279(1,2).