დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
📄 სრული ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2017 წლის 7 დეკემბერი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
1. შემოღებულ იქნეს დუშეთის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) სამორინეს თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 25000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტი;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3000 ლარი;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5000 ლარი.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 ივნისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 01.07.2024წ.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის №40 დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ (matsne.gov.ge, 30/12/2011, 200230000.35.152.016067).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
გიორგი ინაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე