გადაწყვეტილება №20891/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 30.10.2023
№ დოკუმენტი 20891/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№20891/2/2023

30 .10. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- ----------ძე (პ/ნ --------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- ----------ის 22.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20891/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელები (დღგ).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 17.03.2023 წლის №5174 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

დღგ - 858,73 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

10.--.2022 წელს, მომჩივნის მიერ საფოსტო გზავნილის შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 12.01.2023 წლის №----/2023 დასკვნის მიხედვით (1 800 აშშ დოლარი). აღნიშნული დასკვნის საფუძველზე დარეგისტრირდა №----/----- საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4, რომლითაც ---- -----ს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ - 858.73 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.03.2023 წლის №5174 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №------21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 17.03.2023 წლის №5174 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 20.03.2023 წელს. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო (მე-20 დღე იყო არასამუშაო) 10.04.2023 წელი, საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 22.09.2023 წელს (საფოსტო დაწესებულებაში წარდგენილია 21.09.2023 წელს). შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და ამასთან არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელები (დღგ).

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიერ საფოსტო გზავნილის შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით (1 800 აშშ დოლარი). აღნიშნული დასკვნის საფუძველზე დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №5174 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და ამასთან არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44(9); 299(10); 301( „ე“); 305(1);