ბრძანება N 24007

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.10.2025
№ დოკუმენტი 24007
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24007

31 ოქტომბერი 2025

ბრძანება

ი/მ "--------" (ს/ნ "--------" )

(ფაქტ. მის.: "--------" )

2025 წლის 15 და 18 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №88) განიხილა ი/მ "--------"-ს (ს/ნ "--------") 2025 წლის 15 აგვისტოს №97575/1/2025 და 18 აგვისტოს №97578/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივლისის №249-21 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2020 წელს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 2 463 477 ლარს, ხოლო 2021 წელს - 3 302 588 ლარს, რომელზეც დასკვნის ეტაპზე ამავე საანგარიშო პერიოდებში დადგენილი ფასნამატის (2020 წელს 33,07%, 2021 წელს 48.12%) გავრცელების შემთხვევაში ერთობლივი შემოსავალი და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2020 წელს 3 278 148.84 ლარს, 2021 წელს - 4 891 793.34 ლარს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებული ციფრი - 5 244 749 ლარი მნიშვნელოვნად განსხვავდება რპთ-ზე ფასნამატის გავრცელებლით მიღებული ციფრისაგან, რაც უპირობოდ საჭიროებს დაზუსტებას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებულ გადაანგარიშებაში ერთობლივი შემოსავალი დარჩა უცვლელი, მაგრამ შემცირდა საბოლოო ნაშთი, რომლითაც მოხდა „რპთ“-ს დაკომპენსირება, რათა გაზრდილ „რპთ“- ზე ფასნამატის გავრცელების შედეგად ერთობლივი შემოსავალი გატოლებოდა 2024 წლის 30 ოქტომბრის დასკვნით დადგენილს. ზემოაღნიშნული ოპერაცია რადიკალურად განსხვავდება გადამხდელის პოზიციაში დაფიქსირებული პოზიციისგან და წარმოადგენს ოპერაციის შინაარსის სრულ ცვლილებას, საწარმო ითხოვდა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობა ფაქტიურსა და საბუღალტრო ნაშთს შორის განხილულიყო მიწოდებად ინვენტარიზაციის ჩატარების საანგარიშო პერიოდში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებას, კერძოდ, საწყისი და საბოლოო ნაშთების უცვლელად დატოვებას, ახალი ფასნამატით ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრასა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ფაქტიურსა და საბუღალტრო ნაშთს შორის სხვაობის მიწოდებად ჩათვლას ინვენტარიზაციის ჩატარების საანგარიშო პერიოდში.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6286 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ "--------"-ს (ს/ნ "--------") საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ "--------"-ს (ს/ნ "--------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6286 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 9 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 124 830 ლარი, მათ შორის, გადასახადი 83 220 ლარი, ჯარიმა 41 610 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 17 ივლისის №249-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და საკითხის ხელახალი შესწავლის შედეგად, დაკორექტირდა 2020 და 2021 წლებში დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები, რაც გავლენას ახდენს დასაბეგრ მოგებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა 2020 და 2021 წლებში დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები, რის საფუძველზეც შემოწმებით დარიცხული თანხები წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "--------"-ს (ს/ნ "--------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებას, კერძოდ, საწყისი და საბოლოო ნაშთების უცვლელად დატოვებას, ახალი ფასნამატით ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრასა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ ფაქტიურსა და საბუღალტრო ნაშთს შორის სხვაობის მიწოდებად ჩათვლას ინვენტარიზაციის ჩატარების საანგარიშო პერიოდში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და საკითხის ხელახალი შესწავლის შედეგად, დაკორექტირდა 2020 და 2021 წლებში დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები, რაც გავლენას ახდენს დასაბეგრ მოგებაზე. საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).