ბრძანება N 501

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.01.2026
№ დოკუმენტი 501
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 501

16 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: -----------------)

2025 წლის 17 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 14 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს -----“-ის (ს/ნ -----) 2025 წლის 17 დეკემბრის №99437/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 დეკემბრის №081-321 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი აღიარებს შემოწმების შედეგებს და ითხოვს ჯარიმის სრულად შემცირებას. განმარტავს, რომ საწარმოს ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 800 ლარს დაბეგვრის გარეშე და აღნიშნულით იხდის გადასახადებს. განმარტავს, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საწარმოს დამფუძნებელი აიღებს ვალდებულებას განახორციელოს კაპიტალში დროებითი შენატანი და 2026 წლის იანვრის ბოლომდე სრულყოფილად დაფარავს დაკისრებულ თანხას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22498 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის პირველ დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 დეკემბრის №26977 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 9 479 ლარი, მათ შორის, გადასახადი 5 989 ლარი, ჯარიმა 2 727 ლარი, საურავი 763 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „----“ (ს/ნ ----) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 1995 წლის 27 დეკემბერს. ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საკუთარი უძრავი ქონების გაქირავება და გაყიდვა, თანხების მიღებასა და გაცემას ახდენს უნაღდო ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში, 2022 წლის 1 იანვრისათვის, ფლობდა შემდეგ უძრავ ქონებას: 1) საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ---- - 93,85 მ 2 , საკ/კოდი -----, რომელიც 2024 წლის 28 დეკემბერს გაიყიდა 70 000 ლარად (1კვ.მ 750 ლარად). 2) საცხოვრებელი ბინა, მდებარე ------ - 65,20 მ 2 , საკ/კოდი ------, რომელიც 2022 წლის 23 თებერვალს გაიყიდა 62 600 ლარად (1კვ.მ 960 ლარად). 3) კომერციული ფართი, დ. აღმაშენებლის №----- - 132,7 მ 2 , საკ/კოდი -------, რომელიც 2024 წლის 6 აგვისტოს გაიყიდა 130 000 ლარად (1კვ.მ 980 ლარად). 4) საცხოვრებელი ბინა, მდებარე ------+ - 93,85 მ2, საკ/კოდი -----, რომელიც დღეის მდგომარეობით შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საკუთრებაშია. აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები დივიდენდის სახით იქნა გაცემული.

შემოწმების შედეგად დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლინდა სხვაობები. ამასთან, საწარმოს გაწეული ჰქონდა ხარჯები (817 ლარი გაზეთების შეძენაზე), რომელთა მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი წარმომადგენლის მიერ ვერ იქნა განმარტებული. ასევე, საწარმოს არასწორად აქვს დაბეგრილი განაწილებული მოგება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის ნაწილში და განაწილებული დივიდენდის ნაწილში გამოვლენილი სხვაობები დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმებით საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში, ხელფასის სახით, თანამშრომლებზე გაცემული იქნა 64 175 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ხოლო საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებულია 43 879 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). აღნიშნული სხვაობა დაექვემდებარა შემოწმებით კორექტირებას;

საწარმოს არასწორად აქვს დაბეგრილი (აგროსვა არ არის სწორად განხორციელებული) განაწილებული დივიდენდი გადახდის წყაროსთან. აღნიშნული სხვაობა დაექვემდებარა შემოწმებით კორექტირებას;

გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ 2018 წლიდან 2022 წლამდე, პერიოდულად, თანამშრომელზე გაცემულ იქნა თანხები 15 790 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა სესხის ხელშეკრულება, სადაც 5 წლის ვადით გაცემულ იქნა სესხი თანხა 12 000 ლარის ოდენობით, ხოლო სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 11%-ს. სასესხო თანხების გადახდის ვადა ხელშეკრულების თანახმად ამოიწურა 2022 წლის 31 დეკემბერს. ამასთან, საბანკო ამონაწერებით ირკვევა, რომ თანამშრომლების მიერ დაბრუნებულმა თანხამ შეადგინა 16 532 ლარი, აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა (742 ლარი) კი ჩაითვალა გადახდილ პროცენტად. შესამოწმებელ პერიოდში არსებულ სესხის თანხასთან მიმართებაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს (20%) და სახელშეკრულებო სესხის პროცენტს (11%) შორის სხვაობა (9%) ჩაითვალა თანამშრომლის სარგებლად და დაექვემდებარა ხელფასად დაბეგვრას. ასევე, ხელშეკრულების გაცემის დღიდან 11% საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული მისაღები საპროცენტო შემოსავლის ნაწილი, რომლის გადახდაც არ მომხდარა მსესხებლის (თანამშრომლის) მიერ და აღნიშნულზე ასევე არ ფიქსირდება მოთხოვნა მის მიმართ, ჩაითვალა თანამშრომლის სარგებლად სესხის დაფარვის მომენტში.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი აღიარებს შემოწმების შედეგებს და ითხოვს ჯარიმის სრულად შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საკუთარი უძრავი ქონების გაქირავება და გაყიდვა, თანხების მიღებასა და გაცემას ახდენს უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმების შედეგად დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლინდა სხვაობები. ამასთან, საწარმოს გაწეული ჰქონდა ხარჯები რომელთა მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი წარმომადგენლის მიერ ვერ იქნა განმარტებული. ასევე, საწარმოს არასწორად აქვს დაბეგრილი განაწილებული მოგება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის ნაწილში და განაწილებული დივიდენდის ნაწილში გამოვლენილი სხვაობები დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:275