გადაწყვეტილება №18343/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 17.02.2023
№ დოკუმენტი 18343/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18343/2/2022

17.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------------------ (ს/ნ ----------------- )

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ--------------ის 1.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18343/2/2022).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის დაკისრებული ჯარიმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №CB1404924 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 14.11.2022 წლის №28447 ბრძანება

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №CB1404924 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი ---------), გადამოწმების დროს (19.10.2022 წ. 10:34 სთ) გამოვლინდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 500 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის (შერეული სურსათი, გაყინული ღორის ხორცი და ქათამი, ქათმის ღვიძლი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.11.2022 წლის №28447 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.

მომჩივანმა 2022 წლის 5 დეკემბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.08.2022 წლის №CB1384549 და 19.10.2022 წლის №CB1404924 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების და შემოსავლების სამსახურის 14.11.2022 წლის №28447 ბრძანების გაუქმება.

ების და შემოსავლების სამსახურის 14.11.2022 წლის №28447 ბრძანების გაუქმება. საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 27.12.2022 წლის განჩინება (საქმე №080310122006544374) მომჩივნის სარჩელის წარმოებაში მიღების და გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.