გადაწყვეტილება №22906/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22906/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 19.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22906/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32950 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2024 წლის №227-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6537 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 746 195 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 427 835
დღგ - 217 997
ქონების გადასახადი (სასოფლო მიწა) - 51
საშემოსავლო გადასახადი - 209 657
ქონების გადასახადი - 130
ჯარიმა - 186 515
საურავი - 131 845
სადავო საკითხები:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ და მეწარმის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების ანალიზის/შესწავლის შედეგად დგინდება, რომ პირს 2023 წლის 1 აპრილის მდგომარეობით დეკლარირებული აქვს 303 592 ლარის ღირებულების სმფების ნაშთი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით ფიქსირდება 6 470 ლარის სმფ-ების ნაშთი. შემოწმებით განისაზღვრა წარმოებაში გამოყენებული ნედლეულის თვითღირებულება - 870 197 ლარი, რაზეც გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 110%, ხოლო წარმოების გარეშე რეალიზებული ნედლეულის თვითღირებულებამ შეადგინა 176 759 ლარი, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი 3%. საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე, 159-ე, 160-ე და 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული სმფ-ების ნაშთების კორექტირება. გამომდინარე იქიდან, რომ დეკლარირებული მონაცემები მკვეთრად განსხვავდებოდა ფაქტიური ნაშთის მონაცემებისაგან, შემოწმებით ჩაითვალა, რომ პირს ყოველი წლის ბოლოს ნაშთად ერიცხებოდა იმდენივე სმფ-ები, რაც აღმოჩნდა ფაქტიური აღწერის დროს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა სმფ-ების ნაშთები და გაეზარდა გამოსაქვითი ხარჯი.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 26.10.2023 წლის №26412 ბრძანება და №227-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32950 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების და ერთობლივი შემოსავლების კორექტირება) დაკავშირებით, ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კალკულაციები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32950 ბრძანების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 5.02.2024 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც გამოიცა 6.02.2024 წლის №2173 ბრძანება და №227-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6537 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის რეალიზაცია არ უნდა გადანაწილებულიყო შემოწმების პერიოდის ყველა წელზე პროპორციულად, არამედ უნდა აღიარებულიყო დანაკლისად გამოვლენის მომენტისთვის და ეჩვენებინა რეალიზაციად შესაბამის თვეში. ამავე მიზეზით შეცვალა საშემოსავლოს წლიურ დეკლარაციაში სასაქონლომატერიალური ფასეულობის ნაშთი, რომლის უფლებაც არ ჰქონდა, რადგან დეკლარირებული ნაშთი იყო და აუდიტორი მას უნდა დაყრდნობოდა. ასევე არ ეთანხმება სხვა მსგავსი ორგანიზაციის რეალიზაციის ფასნამატის გავრცელებას, რადგან აუდიტორისათვის მიწოდებული ჰქონდა ფასნამატის გაანგარიშება, რომლის ფასნამატიც ნაკლებია გავრცელებულ ფასნამატზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32950 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების და ერთობლივი შემოსავლების კორექტირება) დაკავშირებით, ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კალკულაციები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32950 ბრძანების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 5.02.2024 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №32950 ბრძანება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად 2024 წლის 15 იანვარს. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის დამატებითი მტკიცებულებები არ წარუდგენია, შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურში არ წარუდგენია და არც დავის განხილვის ამ ეტაპზე წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32950 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ და არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს და წარმოადგენს იმავე არგუმენტებს, რაც თავის დროზე 27.11.2023 წელს შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენისას ჰქონდა და რაზეც მიღებულია შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32950 ბრძანება, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32950 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32950 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32950 ბრძანების აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32950 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების და ერთობლივი შემოსავლების კორექტირება) დაკავშირებით, ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კალკულაციები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32950 ბრძანების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 5.02.2024 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №32950 ბრძანება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად 2024 წლის 15 იანვარს. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის დამატებითი მტკიცებულებები არ წარუდგენია, შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურში არ წარუდგენია და არც დავის განხილვის ამ ეტაპზე წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32950 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ და არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს და წარმოადგენს იმავე არგუმენტებს, რაც თავის დროზე 27.11.2023 წელს შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენისას ჰქონდა და რაზეც მიღებულია შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32950 ბრძანება, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32950 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32950 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 304(21).