ბრძანება N 14638
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14638
26 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 24 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 24 მაისის №81247/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №094-32 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეამცირა კომპანიის მიერ ზედმეტად დეკლარირებული თანხები და საგადასახადო შემოწმების შედეგები დატოვა უცვლელი იმ არგუმენტით, რომ კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი შემოწმებისას მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისგან განსხვავებული დამატებითი დოკუმენტაცია. მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია ზედმეტად დეკლარირებულ გადასახადებთან მიმართებით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან კომპანიას შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს ბუღალტრული გატარებები, ბილინგის დეტალური რეპორტები, დეკლარირებული მონაცემების გაანგარიშებები, მისი სისწორის დამადასტურებელი ინვოისები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 აპრილის №12249 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2021 წლის 26 იანვრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) 2021 წლის 26 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 23 აპრილის №12249 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 31 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირდა სულ 121 838 ლარით ქონების გადასახადის ნაწილში. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 26 აპრილის №094-32 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
●შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნულის შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა ქონების გადასახადი 121 838 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
●საგადასახადო შემოწმების დროს გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა შემოწმების ჩატარებისთვის აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, ბუღალტრული ჩანაწერები, დეკლარირებული მონაცემების გაანგარიშებები, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და სხვ. შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დეკლარაციების გათვალისწინებით შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებისას მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისგან განსხვავებული დამატებითი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული მონაცემები დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის მიხედვით, გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი 366 101 ლარით. ამასთან, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დამატებით შემცირდა 121 838 ლარით, ქონების გადასახადის ნაწილში. ხოლო სადავო საკითხთან (დეკლარირებული თანხის შემცირება) მიმართებით, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეამცირა კომპანიის მიერ ზედმეტად დეკლარირებული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირდა ქონების გადასახადის ნაწილში. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან (დეკლარირებული თანხის შემცირება) მიმართებით, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 206(დ); 302(6); 304(21);