ბრძანება N 21289
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21289
30 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ ------)
(მის.: ---------)
2023 წლის 27 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა ი/მ ------ს (ს/ნ ------) №19790/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №125-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ ჯარიმებს. განმარტავს, რომ ფიზიკურ პირებზე გასცემდა სესხს, რომელთა უზრუნველსაყოფად იპოთეკით ტვირთავდა მსესხებლის ქონებას. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენდა ამ ქონების დაუფლება პირადი მიზნებისთვის. გაცემული თანხების დაბრუნების შემთხვევაში, მსესხებლებს უბრუნდებოდათ ქონება, რა დროსაც არ იყო გათვალისწინებული სხვა სარგებელი. შემოწმებით აღნიშნული დაკვალიფიცირდა სესხის გაცემად და დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი. აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია შემოსავლების დაანგარიშების დეტალები და პრინციპები. ამასთან, გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების დათვლისას გათვალისწინებული იქნა თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-7 ნაწილი. გაუგებარია, ასევე, საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების პრინციპები.
მომჩივანი განმარტავს, რომ აღარ ეწევა ზემოაღნიშნულ საქმიანობას, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის თანხა გადახდილი აქვს ბიუჯეტში, ჯარიმა წარმოქმნილია კვალიფიკაციის შეცვლით, რასაც არ ეთანხმება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 იანვრის №784 ბრძანებით ი/მ -------ს (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. ი/მ -------ს (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლებისა და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, გაცემულ სესხზე მიღებული პროცენტის თაობაზე ნოტარიულად დადასტურებული მტკიცებულებები და ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული მიმდინარე გადასახდელების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 იანვრის №784 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 29 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 6 882 მათ შორის, გადასახადის თანხა - 4 588 ლარი და ჯარიმა - 2 294 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 აპრილის №125-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 იანვრის №784 ბრძანების საფუძველზე, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარმოუდგინა სხვადასხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ: ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები, რომლებზეც გაცემულია სესხები, საჯარო რეესტრის და სანოტარო ხელშეკრულებები, შპს „------ს“ ამონაწერი, სადაც ფიქსირდება, თუ რა რაოდენობით სესხები აქვს აღებული -------ს და აღნიშნულ სესხებზე გადახდილი პროცენტი. დამატებით შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და განხორციელდა შემოწმების პროცესში საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან შესაბამისობის დადგენა. გადაანგარიშების პროცესში მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების დროს დამატებით შემოსავლად ჩათვლილი თანხები, რომლებზეც გადამხდელმა წარმოადგინდა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შედარების აქტები, სადაც აღნიშნავენ, რომ სესხის პროცენტები -------თვის გადახდილი არ არის. ხოლო, შპს „-------დან“ აღებულ სესხებზე გადახდილი პროცენტები ჩაითვალა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად. შედეგად შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. ასევე, გადასახადის შემცირების საფუძველზე გადაანგარიშებას დაექვემდებარა მიმდინარე გადასახდელები შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ ჯარიმებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 იანვრის №784 ბრძანების საფუძველზე, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარმოუდგინა სხვადასხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ: ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები, რომლებზეც გაცემულია სესხები, საჯარო რეესტრის და სანოტარო ხელშეკრულებები, შპს-ს ამონაწერი, სადაც ფიქსირდება, თუ რა რაოდენობით სესხები აქვს აღებული მომჩივანს და აღნიშნულ სესხებზე გადახდილი პროცენტი. დამატებით შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და განხორციელდა შემოწმების პროცესში საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან შესაბამისობის დადგენა. გადაანგარიშების პროცესში მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების დროს დამატებით შემოსავლად ჩათვლილი თანხები, რომლებზეც გადამხდელმა წარმოადგინდა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შედარების აქტები, სადაც აღნიშნავენ, რომ სესხის პროცენტები მომჩივნისთვის გადახდილი არ არის. ხოლო, შპს-დან აღებულ სესხებზე გადახდილი პროცენტები ჩაითვალა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად. შედეგად შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. ასევე, გადასახადის შემცირების საფუძველზე გადაანგარიშებას დაექვემდებარა მიმდინარე გადასახდელები შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).