ბრძანება N 10894
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10894
16.05.2023
ი/მ ------------ (ს/ნ --------)
(მის.: -------------)
2022 წლის პირველი ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 აპრილის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა ი/მ ----------ს (ს/ნ --------) №75881/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის №125-17 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს. აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული და წარმოდგენილი აქვს თავდაპირველ საჩივარში მითითებული სადავო საკითხი, კერძოდ:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ მას ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. აცხადებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის ფასნამატი არ აღემატება 10-15%-ს. მიუთითებს, რომ საქონლის ძირითადი ნაწილი რეალიზებული აქვს საცალოდ, ხოლო საცალოდ რეალიზაციისას ფასები მნიშვნელოვნად მერყეობს (დაბალია). გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანომ არასწორი პრინციპით შექმნა საქონლის ჯგუფები - შინაარსობრივად არაერთგვაროვანი საქონლისაგან და ფასნამატი გაანგარიშდა ამ საქონლის ჯგუფების მიხედვით. ერთ ჯგუფში გაერთიანებულია ისეთი საქონელი, რომლის თვითღირებულება რადიკალურად განსხვავებულია და შესაბამისად, არასწორადაა განსაზღვრული საშუალო ფასნამატი. ამასთან, ერთი და იმავე დასახელების საქონელი შესყიდულია ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა დროს და მას შესაძლებელია ჰქონდეს სრულიად განსხვავებული თვითღირებულება. აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფასნამატი გაანგარიშებულია ხისტად, ფასდაკლებების გათვალისწინების გარეშე. პროდუქტი შეიძლება გაიყიდოს მინიმალური ფასნამატით, თვითღირებულებით ან თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. საქონელი მასზე მოთხოვნიდან გამომდინარე, იყიდება იმ ფასად რა ფასადაც შეიძლება მისი რეალიზაცია. ასევე, გადამხდელი მიიჩნევს, რომ სამი წლის განმავლობაში ერთი და იმავე ფასნამატის გამოყენება არამართლზომიერია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ივლისის №22268 ბრძანების საფუძველზე ი/მ ----------- (ს/ნ ------) 2 და 14 ივნისის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოსსაგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 ივლისის №22268 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 14 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 96 753 ლარი, მათ შორის გადასახადი 64 058 ლარი, ხოლო ჯარიმა 32 695 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის №125-17 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა ელექტრონული ცხრილი, სადაც ასახული იყო 2018, 2019 და 2020 წლებში საქონლის შესაბამისი ჯგუფების/დოკუმენტური ფასნამატების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, გადამხდელის მიერ განხორციელდა სასაქონლო ზედნადებით შეძენილი/რეალიზებული საქონლის დაწყვილება (ძირითადი ჯგუფების იდენტიფიცირება) და ჯგუფში შემავალ უმრავლეს, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის შეძენის დოკუმენტთან დაკავშირება. შესაბამისად, დაზუსტდა შემოწმების მიერ დაჯგუფებული საქონლის დოკუმენტური ფასნამატები ჯგუფების/წლების ჭრილში. ფასნამატი გაანგარიშდა აღნიშნული ძირითადი ჯგუფების კონკრეტული ფასნამატების და შეძენებში მათი წილის პროპორციების შესაბამისად. დაზუსტდა 2018 წელს დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 2018 წელს 21%, 2019 წელს 23% და 2020 წელს 18%. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, შემმოწმებელმა დამატებით შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული ცხრილი და მიიჩნია, რომ აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატი მოიცავდა უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას და ასახავდა უფრო ნათელ სურათს მეწარმის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ფასნამატთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები იძლეოდა გადაანგარიშების საფუძველს, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა. კერძოდ, შემმოწმებელმა დამატებით შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული ცხრილი და მიიჩნია, რომ აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატი შეიცავდა უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას და ასახავდა უფრო ნათელ სურათს მეწარმის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ფასნამატთან დაკავშირებით. შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების საფუძველზე საგასადახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---------- (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს. აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული და წარმოდგენილი აქვს თავდაპირველ საჩივარში მითითებული სადავო საკითხი, კერძოდ:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა ელექტრონული ცხრილი, სადაც ასახული იყო 2018, 2019 და 2020 წლებში საქონლის შესაბამისი ჯგუფების/დოკუმენტური ფასნამატების შესახებ ინფორმაცია. ფასნამატი გაანგარიშდა აღნიშნული ძირითადი ჯგუფების კონკრეტული ფასნამატების და შეძენებში მათი წილის პროპორციების შესაბამისად. დაზუსტდა 2018 წელს დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 2018 წელს 21%, 2019 წელს 23% და 2020 წელს 18%. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, შემმოწმებელმა დამატებით შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული ცხრილი და მიიჩნია, რომ აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატი მოიცავდა უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას და ასახავდა უფრო ნათელ სურათს მეწარმის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ფასნამატთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები იძლეოდა გადაანგარიშების საფუძველს, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).