ბრძანება N 15262

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.06.2023
№ დოკუმენტი 15262
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 15262

29.06.2023

შპს „--------ის“ (ს/ნ -------------)

(მის.:ქ------------------------------)

2022 წლის 2 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი და 8 ივნისის სხდომებზე (ოქმი №59; №62) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „--------ის“ (ს/ნ -------------) №77659/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №006-1061 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აღნიშნულ ნაწილში გადასახადისა და ჯარიმის დარიცხვა მოხდა 2013-2014 წლებში განხორციელებულ ოპერაციებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლზე მითითებით, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემოწმებული იქნა 2013- 2014 წლების ოპერაციები, ხოლო აღნიშნული პერიოდი არის ხანდაზმული და ამ ნაწილში დარიცხვა უკანონოა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 27 ნოემბრის №35201 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 29 დეკემბრის №41722 ბრძანება და ამავე თარიღის №006-1061 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 420 071 ლარი, მათ შორის, გადასახადი 279 981 ლარი, ჯარიმა 140 090 ლარი, საურავი 0 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 3 აგვისტოს №20808 ბრძანებით საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 30 სექტემბრის №17660/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 აგვისტოს №20808 ბრძანება და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1996 წლის 21 მაისს, დღგ-ის გადამხდელად - 2010 წლის 26 აპრილს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემთა მიხედვით, მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენს უძრავი ქონების მომზადება გასაყიდად ან იჯარით გაცემა, საჯარო რეესტრის მონაცემებით ქ. თბილისში, -------- ში (ს.კ. -----------) 2007 წლის ამონაწერით უფიქსირდება 1 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2010 წლის ამონაწერით შენობა-ნაგებობა (მშენებარე) საერთო ფართით 3723.6 კვ.მ, 2014 წლის 10 ოქტომბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შენობა-ნაგებობის (მშენებარე) საერთო ფართი 6181.8 კვ.მია. აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში მდებარე საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და ავტოსადგომები საწარმოს რეალიზებული აქვს 2013-2014 წლებში, ასევე, ფიქსირდება ფართების გადაცემა როგორც შპს „-----ის“ ყოფილი დამფუძნებლებისათვის, ასევე მშენებელი კომპანიის შპს „------------“. მიმდინარე პერიოდში საწარმოს საკუთრებაში ფიქსირდება ავტოსადგომი №--, თუმცა საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, ისიც რეალიზებულია, ნასყიდობის ღირებულებაც ანაზღაურებულია, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი საჯარო რეესტრში დარეგისტრირება მყიდველის სახელზე. შემოწმებით შესწავლილ იქნა უძრავი ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებშიც მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდის ვადად მითითებულია საკუთრებაში რეგისტრაციის თარიღი ან გარკვეული პერიოდი, რომელიც საშუალოდ არ აღემატება ერთ წელს. შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარში, ამასთან გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ფ/პ --- -------ს (პ/ნ ----------) სამი ბინის ნასყიდობის ღირებულებიდან დაფარული არ აქვს 381 800 აშშ დოლარი. შემოწმებით, საწარმოს მიერ მიღებულმა ფულადმა სახსრებმა შეადგინა 5 338 470 ლარი (რეალიზაცია ხელშეკრულებებით ფიზიკურ პირებზე 5 620 197 ლარი + ანგარიშ-ფაქტურით შპს „-------------ე“ 379 245 ლარი - ფ/პ ---- ---------ის (პ/ნ ---------) გადასახდელი თანხები 660 972 ლარი). აღნიშნულ თანხას გამოაკლდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გაანგარიშებული თანხა 3 385 118 ლარი. (ა/ფ 2767013.62 ლარი+სპეც ა/ფ 11745 ლარი + ს/ზ 13479.76 ლარი + ხელფასი 464375 ლარი + ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო და მოგების გადასახადები (105105 + 23400 ლარი). სხვაობის თანხამ შეადგინა 1 953 352 ლარი. შემოწმებისათვის წარმოდგენილი წერილობითი განმარტებით საწარმოს სალაროში თანხა არ გააჩნია. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელის დამფუძნებლის, შპს „------“-ის (ს/ნ --------) დირექტორმა განმარტა, რომ თანხა გაცემულია დივიდენდად დამფუძნებელ კომპანიაზე, საიდანაც ასევე გაცემულია დივიდენდად, თუმცა აღნიშნული არ დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემთა შესწავლით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 1 953 352 ლარი განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორ ------------ ----------ე (პ/ნ ---------) გაცემულ უპროცენტო სესხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით შემოწმების მიერ ზემოაღნიშნულ სესხზე გაგრძელდა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად პროცენტის (20%) დარიცხვა და შესაბამისი თანხა, როგორც ანგარიშვალდებული პირისსარგებელი ამავე კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო

განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას–საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დადგენილია გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ბინების, კომერციული ფართების და ავტოსადგომების საწარმოს მიერ 2013-2014 წლებში რეალიზაციის ფაქტი. ასევე, ფიქსირდება ფართების გადაცემა როგორც შპს „-----ის“ ყოფილი დამფუძნებლებისათვის, ასევე მშენებელი კომპანიის შპს „---------ის“. შემოწმებით გაანგარიშდა მითითებულ რეალიზაციებზე მისაღები შემოსავლები, რასაც გამოაკლდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გაანგარიშებული შესაბამისი ხარჯები. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებულ სხვაობასთან დაკავშირებით დადგინდა, რომ სალაროში გადამხდელს არ გააჩნია თანხები, შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ხოლო სესხზე გაანგარიშებული პროცენტი დაიბეგრა წყაროსთან. აღნიშნულ საკითხზე გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს შემმოწმებლისათვის ბუღალტრული პროგრამა არ წარუდგენია, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთების შესწავლის მიზნით დამუშავდა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებული ინფორმაცია, ასევე, საწარმოს მიერ წარმოდგენილი მასალები სასამართლოში გასაჩივრებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, შემოწმებით გამოვლენილი რეალიზაციების გათვალისწინებით გარდა მცირე ნაწილისა, არ შეუტანია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ხოლო გადამხდელის დირექტორის განმარტებით დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდება კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლისას. აგრეთვე, შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობის თანხებზე შემოწმების პროცესში გადამხდელი აცხადებდა, რომ აღნიშნული თანხა დივიდენდის სახით იყო გაცემული, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „---------ის“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №35201 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №41722 ბრძანება და ამავე თარიღის №006-1061 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გადასახადი და ჯარიმა .

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის №20808 ბრძანებით საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №17660/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №20808 ბრძანება და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4); 61(3); 73(4, 9 „ბ“); 101(3 „ზ“); 275;302(2); 306(2);