ბრძანება N 6026

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.03.2024
№ დოკუმენტი 6026
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6026

20 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 5 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2024 წლის 5 თებერვლის №87453/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №094-97 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდას, განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადში დამატებით ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დარიცხვა განპირობებულია იმ მოტივით რომ შესამოწმებელ პერიოდში 2020 წლის იანვრის თვეში იქნა ბუღალტრული ჩანაწერი გაკეთებული 2018-2019 წლებში გაცემული ხელფასების შესახებ და შესაბამისად ნაღდი ფულის სალაროდან ჩამოწერა ნაცვლად 2018-2019 წლების შესაბამისი პერიოდისა განხორციელდა 2020 წლის იანვრის თვეში. შესაბამისად შემოწმების მხრიდან ხანდაზმულ პერიოდში ხელფასის ნაღდი ფულით კალკულაცია განხორციელდა არასრულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ივლისის №17326 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33071 ბრძანება და ამავე თარიღის №091-97 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 773 129 ლარი, მათ შორის, გადასახადი 389 132 ლარი, ჯარიმა 194 963 ლარი, საურავი 189 034 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოწმების პროცესში განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისში“ არსებული მონაცემების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდში სალაროდან ფიქსირდება ხელფასის გაცემა 2 456 220 ლარის ოდენობით, რომელიც არაა დაბეგრილი გაცემის მომენტში გადახდის წყაროსთან. გადამხდელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოადგინა პოზიცია, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდში სალაროდან გაცემული თანხები წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდში გაცემულ ხელფასს, რომელიც ასევე დეკლარირებული იყო ხანდაზმულ პერიოდში. შემოწმების მიერ მოხდა ხანდაზმული პერიოდის დეკლარირებული მონაცემების შედარება შესაბამისი პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დეკლარირებული მონაცემი - 512 440 ლარით აღემატება პროგრამაში დაფიქსირებულ მონაცემს. აღნიშნული მონაცემების ანალიზით და მიღებული შედეგის გათვალისწინებით 2020 წლის საანგარიშო პერიოდში შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც დეკლარირებულ მონაცემს აღემატება - 1 943 780 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის მიხედვით:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისში“ არსებული მონაცემების ანალიზით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში სალაროდან ფიქსირდება ხელფასის გაცემა, რომელიც არაა დაბეგრილი გაცემის მომენტში გადახდის წყაროსთან. გადამხდელის განმარტებით 2020 წლის საანგარიშო პერიოდში სალაროდან გაცემული თანხები წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდში გაცემულ ხელფასს, რომელიც ასევე დეკლარირებული იყო ხანდაზმულ პერიოდში. შედეგად, შემოწმების მიერ განხორციელდა ხანდაზმული პერიოდის დეკლარირებული მონაცემების შედარება შესაბამისი პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დეკლარირებული მონაცემი აღემატება პროგრამაში დაფიქსირებულ მონაცემს. აღნიშნული მონაცემების ანალიზით და მიღებული შედეგის გათვალისწინებით 2020 წლის საანგარიშო პერიოდში შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც აღემატებოდა დეკლარირებულ მონაცემს. შედეგად გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და გადამხდელს დაერიცხა გადასახადი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს 2020 წლის საანგარიშო პერიოდში სალაროდან გაცემული აქვს ხელფასები და არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისში“ არსებული მონაცემების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდში სალაროდან ფიქსირდება ხელფასის გაცემა, რომელიც არაა დაბეგრილი გაცემის მომენტში გადახდის წყაროსთან. გადამხდელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოადგინა პოზიცია, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდში სალაროდან გაცემული თანხები წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდში გაცემულ ხელფასს, რომელიც ასევე დეკლარირებული იყო ხანდაზმულ პერიოდში. შემოწმების მიერ მოხდა ხანდაზმული პერიოდის დეკლარირებული მონაცემების შედარება შესაბამისი პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან, განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც დეკლარირებულ მონაცემებს აღემატება გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154;