N 15716 - 04/07/2023 - „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 04.07.2023
№ დოკუმენტი 15716
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №15716

2023 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემაში გამოსაყენებელი ბეჭდების და შტამპების ფორმის, გაცემის, აღრიცხვის და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 23 თებერვლის №2472 ბრძანებით დამტკიცებული №10 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი

ლევან კაკავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე