ბრძანება N 14599
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14599
26 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 18 იანვრის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ------- (ს/ნ -------) 2023 წლის 18 იანვრის №78179/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №005-187 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 ივნისის №1117 განკარგულების საფუძველზე, ი/მ ------- (ს/ნ -------) და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 2023 წლის 21 ივნისის №ა275-21 საგადასახადო შეთანხმება, მ.შ. გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია გადამხდელის საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გადამხდელს და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, მ.შ. გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე.
გადაწყვეტილება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 293; 301(ო); 304