გადაწყვეტილება №17875/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.12.2022
№ დოკუმენტი 17875/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17875/2/2022

02.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ბლოკ სტანდარტის 20.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17785/2/2022).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.06.2022 წლის №072-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა; 2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №23003 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 110 693 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 62 719

მიწა - არასასოფლო - 6

საშემოსავლო გადასახადი - 62 567

ქონების გადასახადი - 146

ჯარიმა - 31 859

საურავი - 16 115

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია და განმარტა, რომ ბუღალტერიის არ ქონის გამო ვერ აფიქსირებდა შესამოწმებელი პერიოდის საწყის და საბოლოო ნაღდი ფულის ნაშთებს, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საწყისი და საბოლოო ნაშთი ჩაითვალა ნულის ტოლად, კომპანიის მიერ დეკლარირებულ შემოსავალს, პერიოდების მიხედვით, შეუპირისპირდა გაწეული ხარჯი და სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №41252 ბრძანება და №072-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 აპრილის №8526 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ცირება); - აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კომპანიის მიერ დეკლარირებულ და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 აპრილის №8526 ბრძანების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 31 727 ლარის ოდენობით, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის დასკვნა, მის საფუძველზე ამავე დეპარტამენტის 16.06.2022 წლის №072-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №23003 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვა და გაანგარიშება ხელფასად დასაბეგრი თანხების შესახებ. წარდგენილი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, შესწავლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კომპანიის მიერ დეკლარირებულ და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, ხელფასის სახით დასაბეგრი ბაზა გადაანგარიშებით შეადგენს 318 692 ლარს, ნაცვლად შემოწმების აქტით დარიცხული 419 877 ლარისა. ასევე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის გათვალისწინებით, 2020 წლის ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში, 2021 წლის თებერვალსა და მარტში შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი. ზემოაღნიშნული კორექტირებების შესაბამისად შემცირდა შემოწმებით დაკისრებული ჯარიმაც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შესწავლის შედეგების გათვალისწინებით 3 დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნა, დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, ითხოვს კეთილსინდისიერების და დაშვებული შეცდომის გათვალისწინებით, დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე .

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 აპრილის №8526 ბრძანების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 31 727 ლარის ოდენობით, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის დასკვნიდან ირკვევა, რომ:

- გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვა და გაანგარიშება ხელფასად დასაბეგრი თანხების შესახებ;

- წარდგენილი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, შესწავლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კომპანიის მიერ დეკლარირებულ და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი;

განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, ხელფასის სახით დასაბეგრმა ბაზამ შეადგინა 318 692 ლარი (ნაცვლად შემოწმებით დადგენილი 419 877 ლარისა). საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის გათვალისწინებით, 2020 წლის ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში, 2021 წლის თებერვალსა და მარტში შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი. აღნიშნული კორექტირებების შესაბამისად შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 აპრილის №8526 ბრძანების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე.

მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი მოთხოვნის ანალოგიურად, ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

ამგვარად, მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ივნისის №072-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 აპრილის №8526 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ივნისის №072-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 აპრილის №8526 ბრძანების აღსრულების შესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.