ბრძანება N 10528
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10528
13 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 30 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს ,,-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 30 აპრილის №102100/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 აპრილის №001-73 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ შემმოწმებელი სრულად დაეთანხმა გადამხდელის წარდგენილ კალკულაციებს, თუმცა გამოიყენა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, ჩამოწერილ ნედლეულსა და დოკუმენტურ შესყიდვას შორის სხვაობა (227,839.22 ლარი) გაამრავლა 75%-ზე და მიღებული 170,879.41 ლარი ჩათვალა ხარჯად, ხოლო დარჩენილი 56,959.81 ლარი — დარჩა დარიცხვის ბაზაში „ფულის ნაშთის“ მეთოდოლოგიის ფარგლებში, ჩათვლილი ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. მიუთითებს, რომ 75% დათვლილი უნდა იყოს რეალიზებული საქონლის საბაზრო ღირებულებიდან და არა ცალკე აღებული „დოკუმენტურად დაუდასტურებელი ნაწილიდან“, როგორც გამოიყენა შემმოწმებელმა, ეს ფუნდამენტურად არასწორი ბაზაა და სახელმძღვანელოს ტექსტს არ შეესაბამება. ითხოვს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებას რეალიზებული საქონლის საბაზრო ღირებულებიდან (1,508,377.43 ლარი).
2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე საფუძველზე, ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №21179 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №001-122 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 30 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს ,,-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავეჯის წარმოებაზე გახარჯული მასალის შესაბამისი კალკულაციები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №21179 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 2 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები შემცირდა სულ 64 074 ლარით, მათ შორის გადასახადი 42 716 ლარით, ხოლო ჯარიმა 21 358 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 6 აპრილის №001-73 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადამხდელის მიერ, დადგენილ ვადაში, შემოწმებისთვის წარმოდგენილი იქნა გაანგარიშება (კალკულაცია), სადაც დეტალურად იკვეთება მისაწოდებელ საქონელზე გახარჯული და ჩამოწერილი მასალები. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მის მიერ გამოწერილ თითოეულ რეალიზებულ საქონელზე ჩამოწერილი მასალების დასახელება და თვითღირებულება. ჩამოწერილი სასაქონლომატერიულური ფასეულობიდან 227 840 ლარის საქონლის ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. შედეგად, შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთი, შემცირებულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75%-ით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა გაანგარიშება (კალკულაცია), სადაც დეტალურად იკვეთება მისაწოდებელ საქონელზე გახარჯული და ჩამოწერილი მასალები, თუმცა ჩამოწერილი სასაქონლომატერიულური ფასეულობიდან 227 840 ლარის საქონლის ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. შედეგად, შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთი შემცირებულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75%-ით, რამაც გამოიწვია დარიცხული თანხების კორექტირება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა გაანგარიშება (კალკულაცია), სადაც დეტალურად იკვეთება მისაწოდებელ საქონელზე გახარჯული და ჩამოწერილი მასალები, თუმცა ჩამოწერილი სასაქონლომატერიულური ფასეულობიდან 227 840 ლარის საქონლის ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთი შემცირებულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის 75%-ით, რამაც გამოიწვია დარიცხული თანხების კორექტირება.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)