N 8997 - 29/03/2021 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის N39802 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 29.03.2021
№ დოკუმენტი 8997
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №8997

2021 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის №39802 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის № 39802 ბრძანებით დამტკიცებული:

ა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის საქმიანობის შეფასების წესისა და პირობების“ (დანართი №1):

ა.ა) მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შერჩეული შეფასების მეთოდით შეფასების განხორციელებისას მიზნები განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიზნებისა და სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით.

4. შერჩეული შეფასების მეთოდით შეფასების განხორციელებისას, ფუნქციები განისაზღვრება თანამშრომლის სამუშაოს აღწერილობაში მოცემული ფუნქციების გათვალისწინებით.“;

ა.ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) შეფასების პროცესის დასაწყისში წინასწარ განსაზღვრავს შესაფასებელი პერიოდისათვის თანამშრომლის მიზანს ან ფუნქციას, და მათი მიღწევის გზებს, ინდიკატორებს, ვადებს, რის მიხედვითაც მოხდება შემდგომი შეფასება; ამ მიზნების ან ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო არანაკლებ 4 და არაუმეტეს 8 კომპეტენციას;“;

ბ) „კომპეტენციების ჩარჩო“ (დანართი № 2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

სამსახურის უფროსი ლევან კაკავა

 

დანართი № 2

 

კომპეტენციების ჩარჩო

 

შეფასების პროცესი არის დაღმავალი და საფეხურებრივი, რაც გულისხმობს, რომ ყველა შემფასებელი აფასებს მის უშუალო დაქვემდებარებულს.

პროცესი მოქნილია და დამოკიდებულია დეპარტამენტებში ჯგუფების სტრუქტურაზე, თანამდებობრივ გადანაწილებასა და სხვა სპეციფიკურ საკითხებზე.

დონეების განმარტება:

I დონე – სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე/სამსახურის უფროსის მოადგილე/დეპარტამენტის უფროსი/დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე/დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

II დონე – სამმართველოს უფროსი/სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, სერვისცენტრის უფროსი/სერვისცენტრის უფროსის მოადგილე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსის მოადგილე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი/საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილე/საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის უფროსი

III დონე – ცვლის უფროსი/ჯგუფის უფროსი/პროექტის მენეჯერი

IV დონე – რიგითი თანამშრომელი (მთ. სპეციალისტი; უფროსი სპეციალისტი; სპეციალისტი, მთავარი მებაჟე ოფიცერი, უფროსი მებაჟე ოფიცერი, მებაჟე ოფიცერი და ა.შ.)

ქულების/შედეგების განმარტება

საუკეთესო შეფასება (4 ქულა) – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, თანამშრომელი სტაბილურად მუშაობს მოსალოდნელზე მაღალ დონეზე, მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/ და პროფესიული უნარ-ჩვევებით;

კარგი შეფასება (3 ქულა) – მოვალეობა კარგად შესრულდა, თანამშრომელი მუშაობს სტანდარტების შესაბამისად და ასრულებს გეგმებს, შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;

დამაკმაყოფილებელი შეფასება (2 ქულა) – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და საჭიროებს გაუმჯობესებას, თანამშრომელი არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით, ესაჭიროება დამატებითი ტრენინგი და განვითარება დადგენილ მოთხოვნების შესასრულებლად;

არადამაკმაყოფილებელი შეფასება (1 ქულა) – მოვალეობა არ შესრულდა, თანამშრომლის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან თანამშრომელი განზრახ ახდენს დადგნილი ქცევის სტანდარტების იგნორირებას.

 

კომპეტენციების ჩამონათვალი

საბაზისო კომპეტენციები

გადაწყვეტილების მიღება

გუნდურობა

ანალიტიკური აზროვნება

განვითარებაზე ზრუნვა

მენეჯერული კომპეტენციები

 

ლიდერობა და მართვა

სტრატეგია და ხედვა

პროფესიული კომპეტენციები

 

საკუთარი პოზიციის დაცვა/სხვათა დარწმუნება

მოლაპარაკების წარმოება/კონფლიქტებისა და დავების მართვა

აკადემიური წერა

ზეპირი კომუნიკაცია

სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა

ეფექტურ მომსახურებაზე ორიენტირებულობა

მონაცემების სტატისტიკური დამუშავება

სატელეფონო კომუნიკაცია

ინგლისურ და/ან სხვა უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაცია

ინგლისურ და/ან სხვა უცხო ენაზე წერილობითი კომუნიკაცია.

 

საბაზისო კომპეტენციები

 

მენეჯერული კომპეტენციები

 

პროფესიული კომპეტენციები

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე