დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტება (გამოწერა ა/ფაქტურა და არ ასახა დეკლარაციაში) N 1118
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტება N 1118
ფაქტობრივი გარემოებები
· პირმა განახორციელა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია და გამოწერა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა
· ვარიანტი I პირს წარმოდგენილი აქვს დღგ-ის დეკლარაცია, თუმცა ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხა არ აქვს ასახული დეკლარაციაში
· ვარიანტი II პირს არ აქვს წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაცია შესაბამისი საგადასახადო პერიოდის მიხედვით
შეფასება
· I ვარიანტში: პირის მიერ შემცირებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა
· II ვარიანტში: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში პირის მიერ ასევე შემცირებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა
ღონისძიებები
· I ვარიანტში: პირი დაჯარიმდება სსკ-ის 291-ე (ძვ. 144-ე) მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით თითოეული საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის (და არა თითოეულ ანგარიშ-ფაქტურაზე) მიხედვით. ამასთან, გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად
· II ვარიანტში: პირი, გადასახადის თანხის შემცირებისათვის, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად
2011 წლის 1 იანვრამდე განხორციელებული ოპერაციების მიმართ სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებისას გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნორმა
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით