საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ

მთავრობის დადგენილება 21.09.2005
№ დოკუმენტი 162
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 162

2005 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №319 – ვებგვერდი, 21.08.2023წ.

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესი და დამატებითი პირობები“.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №319 – ვებგვერდი, 21.08.2023წ.

მუხლი 1

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო) გასცემს დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა დამზადების, შეძენის, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზიას.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) გასცემს:

ა) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვას;

ბ) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას;

გ) იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას;

დ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ – „პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებული იარაღისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისთვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას;

ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ – „პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვას;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვას;

ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვას;

თ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვას;

ი) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვას;

კ) საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) მიერ, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვას;

ლ) საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) მიერ, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვას;

მ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას.

ნ) ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას;

ო) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვას;

პ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვას;

ჟ) სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვას;

რ) საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვას.

ს) საქართველოს მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვას;

ტ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვას;

უ) საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) მიერ, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვას.

21. სასიგნალო იარაღისა და მისთვის განკუთვნილი ვაზნების საქართველოში შემოტანისთვის, საქართველოდან გატანისთვის, გადატანისთვის, გადაზიდვისთვის ან გადაგზავნისთვის შესაბამის ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.

3. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვის გაცემა დასტურდება რეგისტრაციითა (ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში − ხელახალი რეგისტრაციით) და A, B, C, D, F და S კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით. იარაღის რეგისტრაციის შედეგად სააგენტო გასცემს:

ა) A კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იმ თავდაცვის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელზეც გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა;

ბ) B კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას:

ბ.ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იმ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღისა და მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელზეც გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა;

ბ.ბ) იმ თავდაცვის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელზეც გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა;

ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების საკუთრებაში არსებულ იმ თავდაცვის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელსაც, იმავდროულად, მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი და გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა;

გ) C კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში მოსარგებლის (გარდა ამ პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) საკუთრებაში არსებულ იმ იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი და გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა;

დ) D კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − მოსარგებლეზე გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას, რომელზეც გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა;

ე) F კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − იარაღის ძირითადი ელემენტის დამატებითი ძირითადი ელემენტის სახით რეგისტრაციისას, თუ აღნიშნული ელემენტის, იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრების შედეგად იარაღის საერთო სიგრძე იცვლება ისე, რომ იწვევს იარაღის ტიპის (გრძელი იარაღიდან მოკლე იარაღად ან პირიქით) ცვლილებას და თუ ძირითადი ან/და დამატებითი ძირითადი ელემენტით დაკომპლექტებული იარაღი საჭიროებს სხვადასხვა სახის იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით და შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემას. ამასთან, რეგისტრაციითა და F კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობით დასტურდება:

ე.ა) იარაღზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა, თუ ძირითადი ან/და რეგისტრირებული დამატებითი ძირითადი ელემენტით დაკომპლექტებული იარაღის საერთო სიგრძე აღემატება 55 სმ-ს და იგი, თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიეკუთვნება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღს;

ე.ბ) იარაღზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა, თუ ძირითადი ან/და რეგისტრირებული დამატებითი ძირითადი ელემენტით დაკომპლექტებული იარაღის საერთო სიგრძე არ აღემატება 55 სმ-ს და იგი, თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიეკუთვნება ამ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლ იარაღს;

ვ) S კატეგორიის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას − ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იმ სასიგნალო იარაღის რეგისტრაციისას, რომელზეც გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.

4. (ამოღებულია - 18.08.2023, №319) .

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვებისა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის ფორმებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238-სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1781

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №352-სსმIII, №152, 22.11.2010წ., მუხ.2160

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 მაისის დადგენილება №268 - ვებგვერდი, 27.05.2022წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №319 – ვებგვერდი, 21.08.2023წ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №505 - ვებგვერდი, 17.11.2025წ.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 13 მარტის დადგენილება №107 - ვებგვერდი, 16.03.2026წ.

 

მუხლი 2

1. დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ლიცენზიის მიღების საფუძველია ლიცენზიის გამცემი ორგანოსადმი ლიცენზიის მაძიებლის წერილობითი განცხადება.

2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) ტექნიკური დოკუმენტაცია და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი;

გ) სიხშირის ფლობის დოკუმენტი ან ხელშეკრულება სიხშირის მფლობელთან;

დ) დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა ნიმუშები (ლიცენზიის გამცემის მოთხოვნით);

ე) მონაცემები იმ სპეციალისტთა პროფესიული მომზადების შესახებ, რომლებმაც უნდა განახორციელონ დაკვირვების ელექტრონულ საშუალებებთან დაკავშირებული საქმიანობის განცხადებული სახეობა.

3. ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს დოკუმენტების დედნები ან მათი ასლები.

4. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ მოთხოვნილი დაკვირვების ელექტრონულ საშუალებებთან დაკავშირებული საქმიანობის სახეობა შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, მაშინ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის დროს დაცული უნდა იყოს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.

 

მუხლი 21

1. სასიგნალო იარაღი არის იარაღი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შუქ-ხმოვანი და კვამლური სიგნალის მისაწოდებლად და რომელშიც პიროტექნიკური მუხტი მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიით.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ − „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვები გაიცემა იმგვარ სასიგნალო იარაღზე, რომლიდანაც შუქ-ხმოვანი და კვამლური სიგნალის მიწოდება მრავალჯერადად ხორციელდება და შესაძლებელია მისი განმეორებითი დამუხტვა და გამოყენება (მრავალჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღი).

3. იმგვარი სასიგნალო იარაღი, რომელიც განკუთვნილია შუქ-ხმოვანი და კვამლური სიგნალის ერთჯერადად მისაწოდებლად და განმეორებით გამოყენებას არ ექვემდებარება (ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღი), სააგენტოში არ რეგისტრირდება და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვა არ გაიცემა. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი ვალდებულია, მოიპოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, რომ აღნიშნული იარაღი წარმოადგენს ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სასიგნალო იარაღზე გაიცემა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ − „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვები. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, მოიპოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, რომ აღნიშნული იარაღი წარმოადგენს ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღს.

5. თუ იარაღის უფლებამოსილი დამამზადებლის მიერ დამზადებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული იარაღიდან შესაძლებელია სასიგნალო ვაზნის გასროლა, მასზე გავრცელდება სასიგნალო იარაღისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №505 - ვებგვერდი, 17.11.2025წ.

 

მუხლი 3

1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მიღებისა და იარაღის პირველადი რეგისტრაციისათვის ნებართვის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა;

დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);

ვ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

11. იდენტური მარკისა და მოდელის იარაღის ან გარკვეული რაოდენობის იარაღის შეძენის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, სააგენტოს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, ნებართვის მაძიებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ დამატებით უნდა წარადგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) ან/და სასიგნალო იარაღის შეძენაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული წერილობითი ფორმის თანხმობა.

3. (ამოღებულია - 18.08.2023, №319).

4. ნებართვის მაძიებელმა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ შეუნარჩუნდა იარაღის ტარების უფლება, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მიღებისა და იარაღის რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში – იარაღის რეგისტრაციის მოწმობა);

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ იარაღის ტარების უფლების შენარჩუნების გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);

ვ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ – „პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ (რეგისტრირებულ) იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისა და იარაღის რეგისტრაციისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) A კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;

დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ – „პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამსახურის წერილობითი მიმართვა ფიზიკური პირის (მისი თანამდებობის მითითებით) საკუთრებად რეგისტრირებულ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების თაობაზე;

ვ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;

ზ) ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების საკუთრებაში არსებულ (რეგისტრირებულ) ცეცხლსასროლ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ნაცვლად წარდგენილ უნდა იქნეს თანამდებობის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადი განცხადება იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

7. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისა და რეგისტრაციისათვის უფლებამოსილმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულების წერილობითი მიმართვა სამსახურის ბალანსზე რიცხული იარაღის მოსარგებლე პირისათვის (მისი თანამდებობის მითითებით) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემის თაობაზე;

დ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;

ე) ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების მიერ თავდაცვის ცეცხლსასროლი მოკლე იარაღის ან სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის საკუთრების უფლებით შეძენისას დასაშვებია იმავდროულად იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებაც.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვისა და იარაღის პირველადი რეგისტრაციისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) განცხადება იარაღის საკუთრების უფლებით შეძენის ნებართვის გაცემისა და იმავდროულად იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების თაობაზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) თანამდებობის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა);

ზ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდგომ საკუთრებად რეგისტრირებულ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მოხსნისას „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები არ არიან ვალდებულნი განახორციელონ იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან/და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის კატეგორიის შეცვლა და ავტომატურად ინარჩუნებენ იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებას) ნებართვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილნი იქნებიან სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო.

11. სააგენტო უფლებამოსილია, უფლებრივად შეუზღუდავი და აღურიცხავი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და სასიგნალო იარაღის (გარდა ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღისა) წარმდგენ ფიზიკურ პირზე (მფლობელზე) გასცეს შეძენის ნებართვა და განახორციელოს საკუთრების უფლებით რეგისტრაცია (ლეგალიზაცია). ლეგალიზაციისათვის სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და სასიგნალო იარაღის მფლობელის მიერ სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და სასიგნალო იარაღის ლეგალიზაციის თაობაზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა;

გ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;

დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

12. იარაღის ლეგალიზაციისათვის ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, ნებართვის მაძიებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ დამატებით უნდა წარადგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და სასიგნალო იარაღის შეძენაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული წერილობითი სახის შუამდგომლობა.

13. (ამოღებულია - 18.08.2023, №319).

14. რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღზე ან/და სასიგნალო იარაღზე (გარდა ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღისა) საკუთრების უფლების სხვა ფიზიკურ პირზე გადაცემისათვის უფლების გადამცემმა და მიმღებმა პირებმა სააგენტოში უნდა წარადგინონ:

ა) განცხადება საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე;

ბ) უფლების გადამცემისა და მიმღების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;

დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;

ვ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

15. მემკვიდრეობით მიღებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და სასიგნალო იარაღის (გარდა ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღისა) შეძენის (შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისა და რეგისტრაციისათვის მემკვიდრის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სამკვიდრო მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება;

დ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;

ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;

ვ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

151. სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელს ჩაბარებული აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორიის გამოცდა.

16. იმ შემთხვევაში, თუ იარაღის რეგისტრაციის მომენტისათვის არსებობს გარემოება, რომელიც ზღუდავს მემკვიდრეზე იარაღის შეძენის ნებართვის გაცემასა და რეგისტრაციას, სააგენტოს თანხმობით, მემკვიდრეს უფლება აქვს საკუთარ სახელზე დაურეგისტრირებლად განახორციელოს იარაღზე საკუთრების უფლების მესამე პირზე გადაცემა ან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარება ან იარაღის ჩამოწერა.

17. სამოქალაქო ცეცხლსასროლ ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და სასიგნალო იარაღის ფიზიკურ პირზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლების მიმღები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

18. იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვები არ გაიცემა მოქალაქეობის არმქონე პირებზე.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238-სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1781

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №352-სსმIII, №152, 22.11.2010წ., მუხ.2160

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №542 - ვებგვერდი, 27.10.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №319 – ვებგვერდი, 21.08.2023წ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №505 - ვებგვერდი, 17.11.2025წ.

 

მუხლი 4

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოში შეძენისა და შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის თაობაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული წერილობითი სახის შუამდგომლობა;

გ) იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238-სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1781

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №352-სსმIII, №152, 22.11.2010წ., მუხ.2160

 

მუხლი 41

უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) სასიგნალო იარაღის საქართველოში შეძენისა და შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის თაობაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული წერილობითი სახის შუამდგომლობა;

გ) სასიგნალო იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, რომ აღნიშნული იარაღი წარმოადგენს ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღს;

ე) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №505 - ვებგვერდი, 17.11.2025წ.

 

მუხლი 5

1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის ან/და აღნიშნული იარაღებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის, ასევე, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 33 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოს ტერიტორიაზე გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს მიერ გაცემული იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის საფუძველზე. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა გაიცემა პირზე, რომელსაც, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, აქვს იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება.

2. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

ბ) განცხადება, რომელშიც მითითებულია იარაღის/საბრძოლო მასალის შენახვისა და მიტანის ადგილი, გადაადგილების დრო და მიზანი, გადასატან-გადასაზიდი, გადასაგზავნი იარაღისა და საბრძოლო მასალის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მარკა, მოდელი, ნომერი, კალიბრი, რაოდენობა და ა.შ.);

გ) იარაღის ან/და საბრძოლო მასალის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) იარაღის ან/და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისთვის ან გადაგზავნისათვის პასუხისმგებელ პირთა მონაცემები;

ე) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რითაც ხორციელდება იარაღის ან/და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა;

ვ) ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს სამი თვის ვადით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238-სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1781

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №319 – ვებგვერდი, 21.08.2023წ.

 

მუხლი 51

1. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასიგნალო იარაღის ან/და აღნიშნული იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნების საქართველოს ტერიტორიაზე გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა შესაძლებელია, განხორციელდეს სააგენტოს მიერ გაცემული სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის საფუძველზე. სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა გაიცემა პირზე, რომელსაც, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, აქვს სასიგნალო იარაღისა და ვაზნების შეძენის უფლება.

2. სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

ბ) განცხადება, რომელშიც მითითებულია სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის შენახვისა და მიტანის ადგილი, გადაადგილების დრო და მიზანი, გადასატან-გადასაზიდი, გადასაგზავნი იარაღის ან/და ვაზნის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მარკა, მოდელი, ნომერი, კალიბრი, რაოდენობა და ა. შ.);

გ) სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, რომ აღნიშნული იარაღი წარმოადგენს ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღს;

ე) სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისთვის ან გადაგზავნისათვის პასუხისმგებელ პირთა მონაცემები;

ვ) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რითაც ხორციელდება სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა;

ზ) ნებართვისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს სამი თვის ვადით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ თითოეულ ჯერზე სასიგნალო იარაღის არაუმეტეს 10 ვაზნის გადატანა-გადაზიდვა.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №505 - ვებგვერდი, 17.11.2025წ.

 

მუხლი 52

1. საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქართველოში შემოსატანი სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის რაოდენობა;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, რომ აღნიშნული იარაღი წარმოადგენს ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღს;

ე) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ნებართვის მაძიებლის მოთხოვნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნებართვაში „გადაადგილების მარშრუტის“ გრაფაში შეიძლება, მიეთითოს რეგისტრაციის ვადის დადგომამდე საქართველოში შემოტანილი სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის დროებითი შენახვის ადგილი, რაც უფლებას აძლევს ნებართვის მფლობელს, საბაჟო პროცედურის განხორციელების შემდეგ ორი კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე, გადაიტანოს საქართველოში შემოტანილი სასიგნალო იარაღი ან/და ვაზნა დროებითი შენახვის ადგილზე.

3. ნებართვის მაძიებლის მოთხოვნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნებართვაში „გადაადგილების მარშრუტის“ გრაფაში შეიძლება, მიეთითოს საქართველოში შემოტანილი ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღის შენახვის ადგილი, რაც უფლებას აძლევს ნებართვის მფლობელს, საბაჟო პროცედურის განხორციელების შემდეგ ორი კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე, გადაიტანოს საქართველოში შემოტანილი სასიგნალო იარაღი ან/და ვაზნა შენახვის ადგილზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე შემოტანილი მხოლოდ მრავალჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღი საჭიროებს სააგენტოში რეგისტრაციას საქართველოში შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში (აღნიშნულ ვადაში არ ჩაითვლება შესაბამისი საბაჟო პროცედურის განხორციელების დრო).

5. საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეტანის თაობაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა (თანხმობა);

ბ) სასიგნალო იარაღის რეგისტრაციის მოწმობა, ხოლო ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, რომ აღნიშნული იარაღი წარმოადგენს ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღს;

გ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ნებართვის გაცემისათვის სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, ნებართვის მაძიებელს დამატებით მოსთხოვოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ სასიგნალო იარაღი არ წარმოადგენს კულტურულ, ისტორიულ, სამეცნიერო ან ეთნოგრაფიულ ღირებულებას.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემისას, ნებართვის მაძიებლის თხოვნის საფუძველზე, შეიძლება, იმავდროულად გაცემულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვაც.

8. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვა გაიცემა:

ა) ერთდროულად არაუმეტეს 5 ერთეული სასიგნალო იარაღის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ან/და აღნიშნულ თითოეულ სასიგნალო იარაღზე ერთდროულად არაუმეტეს 10 ერთეული ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში;

ბ) ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელის საკუთრებაში არსებულ ერთ სასიგნალო იარაღზე არაუმეტეს 10 ერთეული ვაზნის, მაგრამ ერთდროულად არაუმეტეს 5 ერთეული სასიგნალო იარაღის პროპორციული რაოდენობისა, საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში.

9. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სასიგნალო იარაღი, აგრეთვე აღნიშნული იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნა (მაგრამ ერთი ნებართვის ფარგლებში არაუმეტეს 20 ერთეული ვაზნისა), თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით, მაგრამ არაუმეტეს სამი თვისა.

10. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან საქართველოში მომწვევმა მხარემ უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში დროებითი საცხოვრებელი ადგილისა და შემოსატანი და გასატანი სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში დროებითი შენახვის ადგილის მითითებით;

ბ) საქართველოში შემოსატანი და გასატანი სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი (ან დოკუმენტის ასლი);

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ნადირობაზე შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ან სპორტულ ღონისძიებაზე მოსაწვევი;

ე) ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნა, რომ აღნიშნული იარაღი წარმოადგენს ერთჯერადი გამოყენების სასიგნალო იარაღს;

ვ) ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

11. უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მომწვევი პირის მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემისათვის დადგენილი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში ნებართვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გადასაცემად გადაეცემა მომწვევ პირს.

12. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვაში შეიძლება, დამატებით მიეთითოს საქართველოში შემოტანილი იარაღის დროებითი შენახვის ადგილი.

13. სააგენტო უფლებამოსილია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა/დოკუმენტებისა, ნებართვის მაძიებელს დამატებით მოსთხოვოს ისეთი ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენა, რომელიც მნიშვნელოვანია მომსახურების გაწევის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №505 - ვებგვერდი, 17.11.2025წ.

 

მუხლი 53

1. საქართველოს მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება საქართველოში შემოსატანი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის რაოდენობა;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმში ან/და სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნის არსებობის დამადასტურებელი, ღონისძიების ჩამტარებელი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა (ცნობა);

ვ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვა გაიცემა ერთდროულად არაუმეტეს 5 ერთეული ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის შემთხვევაში.

3. ნებართვის მაძიებლის მოთხოვნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნებართვაში „გადაადგილების მარშრუტის“ გრაფაში შეიძლება, მიეთითოს საქართველოში შემოტანილი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შენახვის ადგილი, რაც ნებართვის მფლობელს უფლებას აძლევს, საბაჟო პროცედურის განხორციელების შემდეგ ორი კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე, საქართველოში შემოტანილი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი გადაიტანოს შენახვის ადგილზე.

4. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი, თუ არსებობს შესაბამისი ღონისძიების ჩამტარებელი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმში ან/და სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის თაობაზე. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტით, მაგრამ არაუმეტეს სამი თვისა.

5. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ჩამტარებელმა მხარემ უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში დროებითი საცხოვრებელი ადგილისა და შემოსატანი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში დროებითი შენახვის ადგილის მითითებით;

ბ) საქართველოში შემოსატანი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი (ან დოკუმენტის ასლი);

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმში ან/და სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნის არსებობის დამადასტურებელი, ღონისძიების ჩამტარებელი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა (ცნობა);

ვ) ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმში ან/და სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ღონისძიების ჩამტარებელი უწყების/დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემისათვის დადგენილი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, ნებართვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გადასაცემად გადაეცემა ღონისძიების ჩამტარებელ პირს.

7. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვაში შეიძლება დამატებით მიეთითოს საქართველოში შემოტანილი იარაღის დროებითი შენახვის ადგილი.

8. საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) მიერ, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებულია საქართველოში შემოსატანი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მარკა, მოდელი, ნომერი, კალიბრი, რაოდენობა და ა. შ.);

ბ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზანი (თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმში ან/და სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია);

გ) საქართველოში შემოსატანი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საქართველოში შემოსატანი ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობა (ცნობა);

ვ) ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

9. საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ სროლის სახეობის ეროვნულ სპორტულ ფედერაციას/ორგანიზაციას ან/და მის წევრ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებულ ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციას (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი, საქართველოში შემოტანისა და შესაბამისი საბაჟო პროცედურის განხორციელების შემდეგ, ორი სამუშაო დღის განმავლობაში, იმავე ნებართვის საფუძველზე, გადაიტანოს მუდმივი შენახვის ადგილზე, რის შესახებაც მიეთითება „გადაადგილების მარშრუტში“.

10. სააგენტო უფლებამოსილია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა/დოკუმენტებისა, ნებართვის მაძიებელს დამატებით მოსთხოვოს ისეთი ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენა, რომელიც მნიშვნელოვანია მომსახურების გაწევის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

11. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა. აღნიშნული ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 13 მარტის დადგენილება №107 - ვებგვერდი, 16.03.2026წ.

 

მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238-სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1781

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №319 – ვებგვერდი, 21.08.2023წ.

 

მუხლი 7

1. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქართველოში შემოსატანი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის რაოდენობა;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

გ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

11. სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოში შემოტანისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელს ჩაბარებული აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორიის გამოცდა.

2. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვა გაიცემა ერთდროულად არა უმეტეს 5 ერთეული სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის ან/და მისი/მათი ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ან/და ერთდროულად არა უმეტეს 1000 ერთეული საბრძოლო მასალის (ვაზნის) საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში.

3. ნებართვის მაძიებლის მოთხოვნით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნებართვაში „გადაადგილების მარშრუტის“ გრაფაში შეიძლება მიეთითოს რეგისტრაციის ვადის დადგომამდე საქართველოში შემოტანილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის ან/და მისი/მათი ძირითადი ელემენტების დროებითი შენახვის ადგილი, რაც უფლებას აძლევს ნებართვის მფლობელს, საბაჟო პროცედურის განხორციელების შემდეგ ორი კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე, გადაიტანოს საქართველოში შემოტანილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღი, მისი/მათი ძირითადი ელემენტები ან/და საბრძოლო მასალა დროებითი შენახვის ადგილზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე შემოტანილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღი, მისი/მათი ძირითადი ელემენტები საჭიროებს სააგენტოში რეგისტრაციას საქართველოში შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში (აღნიშნულ ვადაში არ ჩაითვლება შესაბამისი საბაჟო პროცედურის განხორციელების დრო).

5. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეტანის თაობაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა (თანხმობა);

ბ) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;

გ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ნებართვის გაცემისათვის სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, ნებართვის მაძიებელს დამატებით მოსთხოვოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ იარაღი არ წარმოადგენს კულტურულ, ისტორიულ, სამეცნიერო ან ეთნოგრაფიულ ღირებულებას.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემისას ნებართვის მაძიებლის თხოვნის საფუძველზე შეიძლება იმავდროულად გაცემულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვაც.

8. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე აღნიშნული იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა (მაგრამ არა უმეტეს 500 ერთეული ვაზნისა), თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილ უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა.

9. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან საქართველოში მომწვევმა მხარემ უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში დროებითი საცხოვრებელი ადგილის და შემოსატანი და გასატანი სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის იარაღის საქართველოში დროებითი შენახვის ადგილის მითითებით;

ბ) საქართველოში შემოსატანი და გასატანი სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი (ან დოკუმენტის ასლი);

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ნადირობაზე შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ან სპორტულ ღონისძიებაზე მოსაწვევი;

ე) ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მომწვევი პირის მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემისათვის დადგენილი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში ნებართვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გადასაცემად გადაეცემა მომწვევ პირს.

11. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვაში შეიძლება დამატებით მიეთითოს საქართველოში შემოტანილი იარაღის დროებითი შენახვის ადგილი.

12. საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) მიერ, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებულია საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია (სად, როდის და ვის მიერ ტარდება ღონისძიება), საქართველოდან გასატანი და უკან შემოსატანი სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მარკა, მოდელი, ნომერი, კალიბრი, რაოდენობა და ა. შ.), პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს მათი საქართველოდან გატანა და საქართველოში შემოტანა;

ბ) იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის გატანა-შემოტანაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები;

დ) ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა);

ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

121. საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი) მიერ, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებულია საქართველოში შემოსატანი სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მარკა, მოდელი, ნომერი, კალიბრი, რაოდენობა და ა. შ.);

ბ) საქართველოში შემოსატანი სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) საქართველოში შემოსატანი სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები;

დ) ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

122. სააგენტო უფლებამოსილია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა/დოკუმენტებისა, ნებართვის მაძიებელს დამატებით მოსთხოვოს ისეთი ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენა, რომელიც მნიშვნელოვანია მომსახურების გაწევის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

13. საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ სროლის სახეობის ეროვნულ სპორტულ ფედერაციას/ორგანიზაციას ან/და მის წევრ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს (რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებულ ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციას (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) უფლება აქვს, ამ მუხლის მე-12 და 121 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე, სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები ან/და საბრძოლო მასალა საქართველოში შემოტანისა და შესაბამისი საბაჟო პროცედურის განხორციელების შემდეგ, ორი სამუშაო დღის განმავლობაში, იმავე ნებართვის საფუძველზე, გადაიტანოს მუდმივი შენახვის ადგილზე.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238-სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1781

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №352-სსმIII, №152, 22.11.2010წ., მუხ.2160

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №542 - ვებგვერდი, 27.10.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №440 – ვებგვერდი, 06.09.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №319 – ვებგვერდი, 21.08.2023წ.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 13 მარტის დადგენილება №107 - ვებგვერდი, 16.03.2026წ.

 

მუხლი 71

1. სააგენტოს მიერ იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვები გაიცემა ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, აგრეთვე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე, თუ:

ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი ან სასიგნალო იარაღი;

ბ) ნებართვის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

გ) ნებართვის მაძიებელი ახორციელებს იარაღის ხელახალ რეგისტრაციას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება, თუ:

ა) დაინტერესებული პირი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ;

ბ) დაინტერესებულ პირს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის გასაღების მიზნის გარეშე ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი;

გ) ელექტრონული ან მატერიალური დოკუმენტის სახით სააგენტოში არსებობს ინფორმაცია ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის თაობაზე;

დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა, სააგენტოს თანამშრომელს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის აღმოჩენისას მოითხოვოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სააგენტო (ან მისი თანამშრომელი) არ არის ვალდებული დაასაბუთოს ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით ნებართვის გაცემისათვის განსაზღვრული ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის თაობაზე ეჭვის წარმოშობის საფუძველი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №352-სსმIII, №152, 22.11.2010წ., მუხ.2160

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №505 - ვებგვერდი, 17.11.2025წ.

 

მუხლი 8

1. ტირი შეიძლება იყოს დახურული ან ნახევრად დახურული.

2. ტირის გახსნის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) იურიდიულმა პირმა:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.გ) ცნობა იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლითაც არ დასტურდება ნებართვის მაძიებლისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის ფაქტი;

ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ან სხვა შესაბამისი პროფესიული სასწავლო დაწესებულების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა სუბიექტის მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა, სერტიფიკატი), რომელიც ადასტურებს ინსტრუქტორის მიერ იარაღის ბრუნვისა (მათ შორის, გამოყენების) და უსაფრთხოების წესების ცოდნაში სპეციალური კურსის/მომზადების გავლას;

ა.ე) ცნობა:

ა.ე.ა) პირის ნასამართლობისა და მსჯავრდების შესახებ, რომლითაც დასტურდება ინსტრუქტორისთვის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულსა და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში ნასამართლობის/მსჯავრდების არქონის ფაქტი;

ა.ე.ბ) უფლების ჩამორთმევის შესახებ, რომლითაც არ დასტურდება ინსტრუქტორისთვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის ფაქტი;

ა.ვ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;

ა.ზ) ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

ა.თ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ტირის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. აღნიშნული გულისხმობს შესაბამისი ცოდნის მქონე, სერტიფიცირებული პირის ადგილზე ყოფნას სათანადო სამედიცინო საშუალებებითა და აღჭურვილობით;

ა.ი) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.კ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) ინდივიდუალურმა მეწარმემ:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.გ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

ბ.დ) ცნობა:

ბ.დ.ა) პირის ნასამართლობისა და მსჯავრდების შესახებ, რომლითაც დასტურდება ნებართვის მაძიებლისა და ინსტრუქტორის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულსა და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში ნასამართლობის/მსჯავრდების არქონის ფაქტი;

ბ.დ.ბ) უფლების ჩამორთმევის შესახებ, რომლითაც არ დასტურდება ნებართვის მაძიებლისა და ინსტრუქტორისთვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის ფაქტი;

ბ.ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ან სხვა შესაბამისი პროფესიული სასწავლო დაწესებულების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა სუბიექტის მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა, სერტიფიკატი), რომელიც ადასტურებს ინსტრუქტორის მიერ იარაღის ბრუნვისა (მათ შორის, გამოყენების) და უსაფრთხოების წესების ცოდნაში სპეციალური კურსის/მომზადების გავლას;

ბ.ვ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;

ბ.ზ) ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

ბ.თ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ტირის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. აღნიშნული გულისხმობს შესაბამისი ცოდნის მქონე, სერტიფიცირებული პირის ადგილზე ყოფნას სათანადო სამედიცინო საშუალებებითა და აღჭურვილობით;

ბ.ი) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.კ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. ტირში დასაქმებული ყოველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4. სააგენტო უფლებამოსილია, ნებართვის მაძიებლის, ინსტრუქტორისა და ტირში დასაქმებული სხვა პირის მონაცემები „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2, 23 და 26 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, გადაამოწმოს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

5. ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი დახურული ტირის სიტუაციური ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სროლის მანძილი:

ა.ა) პისტოლეტის, რევოლვერისა და პნევმატური იარაღისთვის უნდა იყოს არანაკლებ 10 მეტრისა;

ა.ბ) შაშხანისა და კარაბინისთვის უნდა იყოს არანაკლებ 20 მეტრისა;

ბ) იმ ადგილის შიდა სივრცის სიმაღლე, სადაც მოწყობილია დახურული ტირი, უნდა იყოს არანაკლებ 2.5 მეტრისა, ხოლო სიგანე – არანაკლებ 3 მეტრისა;

გ) შენობას უნდა ჰქონდეს ჰაერგამწოვი და ხმის დამხშობი;

დ) კედლები და ჭერი უნდა იყოს მყარი, რათა გამოირიცხოს გასროლილი ტყვიის შენობის ფარგლებს მიღმა გაღწევა;

ე) შენობას უნდა ჰქონდეს რკინის კარი;

ვ) სამიზნის უკან ტყვიის მიმღები ბარიერი უნდა იყოს შესაბამისი დახრით არანაკლებ 0.8 სმ-ის სისქის რკინის ფურცელი ან არანაკლებ 1 მეტრის სისქის სილის ტომრები, ხის მორები ან რეზინის ფენა;

ზ) შენობა აღჭურვილი უნდა იყოს დაცვის ავტომატური სიგნალიზაციით;

თ) შენობაში უნდა იყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახი რკინის კარადა, სეიფი ან იზოლირებული ოთახი რკინის კარით, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი საკეტით, რაც უზრუნველყოფს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვასა და უსაფრთხოებას, გამორიცხავს გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობასა და იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვებას;

ი) ტირში უნდა იყოს სამიზნის დამაგრების მოძრავი ან უძრავი დაფა;

კ) შენობას უნდა ჰქონდეს იარაღის წმენდისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარების სივრცე. ტირი, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია იარაღი, ვალდებულია, ჰყავდეს იარაღის წმენდასა და ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებელი პირი;

ლ) საცეცხლე ზონა (სროლის წერტილიდან ტყვიის მიმღებ ბარიერამდე) უნდა მოიცავდეს თავისუფალ/ცარიელ სივრცეს; შენობას საცეცხლე ზონის ტერიტორიაზე არ უნდა ჰქონდეს ფანჯარა;

მ) შენობა აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი განათების სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს შენობისა და სამიზნის უწყვეტ განათებას; შენობას უნდა ჰქონდეს ალტერნატიული განათების სისტემა;

ნ) შენობა აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეომეთვალყურეობის 24-საათიანი სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები/ტექნიკური მახასიათებლებია:

ნ.ა) ვიდეოკამერა: ქსელური (IP);

ნ.ბ) კამერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა (2048X1536 QXGA);

ნ.გ) მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიური განათების გარეშე);

ნ.დ) დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს შენობა-ნაგებობის მთავარი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის ვიზუალურად დანახვა;

ნ.ე) ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა (2048X1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრისა წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიკაციის საშუალებას;

ნ.ვ) სერტიფიკატი: აპარატურას უნდა ჰქონდეს ISO სერტიფიკატი;

ო) სასროლი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ო.ა) დახლის სიმაღლე – არანაკლებ 1 მეტრისა;

ო.ბ) დახლის სიგანე – არანაკლებ 0.7 მეტრისა;

ო.გ) დახლის სიგრძე – არანაკლებ 0.5 მეტრისა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ო.ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება დახურულ ტირზე, რომლის დახლიც სასროლი პოზიციის გათვალისწინებით მოძრავია და შესაძლებელია მისი სიმაღლის რეგულირება.

7. ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი ნახევრად დახურული ტირის სიტუაციური ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სროლის მანძილი:

ა.ა) პისტოლეტის, რევოლვერისა და პნევმატური იარაღისთვის უნდა იყოს არანაკლებ 10 მეტრისა;

ა.ბ) შაშხანასა და კარაბინისთვის უნდა იყოს არანაკლებ 20 მეტრისა;

ბ) იმ ადგილის შიდა სივრცის სიმაღლე, სადაც მოწყობილია ნახევრად დახურული ტირი, უნდა იყოს არანაკლებ 2.5 მეტრისა, ხოლო სიგანე – არანაკლებ 3 მეტრისა;

გ) კედლები უნდა იყოს მყარი, არანაკლებ 2.5 მეტრის სიმაღლის, რათა გამოირიცხოს გასროლილი ტყვიის შენობის ფარგლებს მიღმა გაღწევა;

დ) სამიზნის უკან ტყვიის მიმღები ბარიერი უნდა იყოს შესაბამისი დახრით არანაკლებ 0.8 სმ-ის სისქის რკინის ფურცელი ან არანაკლებ 1 მეტრის სისქის სილის ტომრები, ხის მორები ან რეზინის ფენა;

ე) ტერიტორია აღჭურვილი უნდა იყოს დაცვის ავტომატური სიგნალიზაციით;

ვ) სროლის მიმართულებით საცეცხლე ზონაში უნდა განთავსდეს 30 გრადუსით დახრილი ან ვერტიკალური დამცავი ტყვიის დამჭერი ზედა ზღუდე(ები), იატაკიდან არანაკლებ 2.5 მეტრის სიმაღლეზე. ტყვიის დამჭერი ზედა ზღუდეები უნდა განლაგდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს გასროლილი ტყვიის საცეცხლე ზონის მიღმა გაღწევა;

ზ) ტერიტორია შემოსაზღვრული უნდა იყოს ხელოვნური ან ბუნებრივი ბარიერით, რომელიც გამორიცხავს ტერიტორიაზე უცხო პირთა/ცხოველთა უნებლიე შესვლას;

თ) საცეცხლე ზონა (სროლის წერტილიდან ტყვიის მიმღებ ბარიერამდე) უნდა მოიცავდეს თავისუფალ/ცარიელ სივრცეს; საცეცხლე ზონის ტერიტორიაზე არ უნდა იყოს ფანჯარა;

ი) ტირში უნდა იყოს სამიზნის დამაგრების მოძრავი ან უძრავი დაფა;

კ) ტერიტორიაზე უნდა იყოს იზოლირებული შენობა იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახი რკინის კარადით ან სეიფით ან იზოლირებული ოთახი რკინის კარით, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი საკეტით, რაც უზრუნველყოფს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვასა და უსაფრთხოებას, გამორიცხავს გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობასა და იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვებას. შენობას უნდა ჰქონდეს იარაღის წმენდისა და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარების სივრცე. ტირი, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია იარაღი, ვალდებულია, ჰყავდეს იარაღის წმენდასა და ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებელი პირი;

ლ) ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვიდეომეთვალყურეობის 24-საათიანი სისტემით, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

მ) სასროლი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

მ.ა) დახლის სიმაღლე – არანაკლებ 1 მეტრისა;

მ.ბ) დახლის სიგანე – არანაკლებ 0.7 მეტრისა;

მ.გ) დახლის სიგრძე – არანაკლებ 0.5 მეტრისა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „მ.ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ნახევრად დახურულ ტირზე, რომლის დახლიც სასროლი პოზიციის გათვალისწინებით მოძრავია და შესაძლებელია მისი სიმაღლის რეგულირება.

9. ტირის ადგილმდებარეობის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მისი მანძილი უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მოსახლეობის ხმაურისაგან დაცვის მიზნით.

10. ტირს უნდა ჰქონდეს მსროლელთა აღრიცხვიანობის მიზნით არსებული შიდა აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა/ჟურნალი.

11. ტირის გახსნის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით.

შენიშვნა: სროლის მანძილი (საცეცხლე წერტილიდან მიზნამდე) და ტყვიის მიმღები ბარიერის კონსტრუქციის პარამეტრები განისაზღვრება ტყვიის კალიბრისა და სიმძლავრის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238-სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1781

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 მაისის დადგენილება №268 - ვებგვერდი, 27.05.2022წ.

 

მუხლი 9

1. სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) იურიდიულმა პირმა:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.გ) ცნობა იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლითაც არ დასტურდება ნებართვის მაძიებლისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის ფაქტი;

ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ან სხვა შესაბამისი პროფესიული სასწავლო დაწესებულების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა სუბიექტის მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა, სერტიფიკატი), რომელიც ადასტურებს ინსტრუქტორის მიერ იარაღის ბრუნვისა (მათ შორის, გამოყენების) და უსაფრთხოების წესების ცოდნაში სპეციალური კურსის/მომზადების გავლას;

ა.ე) ცნობა:

ა.ე.ა) პირის ნასამართლობისა და მსჯავრდებისა შესახებ, რომლითაც დასტურდება ინსტრუქტორისთვის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში ნასამართლობის/მსჯავრდების არქონის ფაქტი;

ა.ე.ბ) უფლების ჩამორთმევის შესახებ, რომლითაც არ დასტურდება ინსტრუქტორისთვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის ფაქტი;

ა.ვ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;

ა.ზ) ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

ა.თ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სასროლეთის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. აღნიშნული გულისხმობს შესაბამისი ცოდნის მქონე, სერტიფიცირებული პირის ადგილზე ყოფნას სათანადო სამედიცინო საშუალებებითა და აღჭურვილობით;

ა.ი) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.კ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) ინდივიდუალურმა მეწარმემ:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.გ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

ბ.დ) ცნობა:

ბ.დ.ა) პირის ნასამართლობისა და მსჯავრდებისა შესახებ, რომლითაც დასტურდება ნებართვის მაძიებლისა და ინსტრუქტორის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულსა და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში ნასამართლობის/მსჯავრდების არქონის ფაქტი;

ბ.დ.ბ) უფლების ჩამორთმევის შესახებ, რომლითაც არ დასტურდება ნებართვის მაძიებლისა და ინსტრუქტორისთვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის ფაქტი;

ბ.ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ან სხვა შესაბამისი პროფესიული სასწავლო დაწესებულების, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა სუბიექტის მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა, სერტიფიკატი), რომელიც ადასტურებს ინსტრუქტორის მიერ იარაღის ბრუნვისა (მათ შორის, გამოყენების) და უსაფრთხოების წესების ცოდნაში სპეციალური კურსის/მომზადების გავლას;

ბ.ვ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;

ბ.ზ) ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

ბ.თ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სასროლეთის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. აღნიშნული გულისხმობს შესაბამისი ცოდნის მქონე, სერტიფიცირებული პირის ადგილზე ყოფნას სათანადო სამედიცინო საშუალებებითა და აღჭურვილობით;

ბ.ი) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.კ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდში დასაქმებული ყოველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. სააგენტო უფლებამოსილია, ნებართვის მაძიებლის, ინსტრუქტორისა და სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდში დასაქმებული სხვა პირის მონაცემები „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2, 23 და 26 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, გადაამოწმოს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

4. ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი სასროლეთის სიტუაციური ნახაზი (დანართი №1) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სასროლეთი უნდა იყოს შემოღობილი მავთულხლართით ან სხვა ხელოვნური ბარიერით, რომელიც გამორიცხავს ტერიტორიაზე უცხო პირთა/ცხოველთა უნებლიე შესვლას. აღნიშნული არ არის სავალდებულო, თუ არსებობს ბუნებრივი ბარიერი (მაგ.: მთა, კლდე, ხევი);

ბ) სამიზნეების უკან განთავსებული უნდა იყოს ტყვიის მიმღები ბუნებრივი ან ხელოვნური ბარიერი:

ბ.ა) რომლის მინიმალური სიმაღლე არანაკლებ 5 მეტრია, ხოლო დაქანება ჰორიზონტთან მიმართებით არანაკლებ 45 გრადუსია;

ბ.ბ) რომელიც სიგრძეზე განლაგებული სამიზნეების უკიდურესი მარჯვენა და მარცხენა წერტილებიდან გაგრძელებულია არანაკლებ 4-4 მეტრით;

ბ.გ) რომელიც აგებულია ნებისმიერი მყარი სიმკვრივის მასალისგან (ნიადაგი, ბეტონი, ქვა, ღორღი და სხვა), რომლის ზედაპირი მიმართული საცეცხლე წერტილისკენ, შედგება არანაკლებ 1 მეტრის სისქის გრუნტისგან. ასევე შესაძლებელია მკვრივი მასალით შევსებული საბურავების გამოყენება;

გ) გვერდითი დამცავი მიწაყრილები უნდა იყოს, როგორც საცეცხლე ხაზიდან სროლის მიმართულებით, ისე მის ტერიტორიაზე კატეგორიების გასამიჯნად. გვერდითი დამცავი მიწაყრილების ან ბუნებრივი ბარიერების მინიმალური სიმაღლე უნდა იყოს 3 მეტრი, ხოლო სიგრძე − 15 მეტრი;

დ) სასროლო ხაზის მინიმალური სიგრძე უნდა იყოს 2 მეტრი;

ე) სასროლეთის საცეცხლე ხაზის გასწვრივ, ორივე მხარეს, განთავსებული უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშნები. გამაფრთხილებელ ნიშნებსა და საცეცხლე ხაზს შორის დაშორება სასროლეთისთვის უნდა იყოს 300 მეტრი, ხოლო გამაფრთხილებელ ნიშნებს შორის დაშორება უნდა იყოს 50 მეტრი;

ვ) შიდა საცეცხლე ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვიდეომეთვალყურეობის 24-საათიანი სისტემით, რომელიც აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) ტერიტორიაზე უნდა იყოს, სულ ცოტა, 20 კვ/მ ფართობის იზოლირებული შენობა იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახი რკინის კარადით ან სეიფით, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი საკეტით, რაც უზრუნველყოფს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვასა და უსაფრთხოებას, გამორიცხავს გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობასა და იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვებას.

5. სასროლეთის ადგილმდებარეობის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მისი მანძილი უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

6. ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი სასროლო-სანადირო სტენდის სიტუაციური ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) საცეცხლე ხაზიდან სროლის მიმართულებით უსაფრთხოების ზონა დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 70 მეტრით, ასევე დასაშვებია მანძილის 35 მეტრამდე შემცირება ხელოვნურად მოწყობილი ან ბუნებრივი წარმოშობის მინიმუმ 3 მეტრის სიმაღლის ტყვიის შემაკავებელი ბარიერის არსებობისას, რომელიც უზრუნველყოფს საფანტის შეკავებას;

ბ) ტერიტორიაზე უნდა იყოს განთავსებული შენობა/ოთახი;

გ) ტერიტორია შემოსაზღვრული უნდა იყოს ხელოვნური ან ბუნებრივი ბარიერით, რომელიც გამორიცხავს ტერიტორიაზე უცხო პირთა/ცხოველთა უნებლიე შესვლას;

დ) სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორია და შენობა აღჭურვილი უნდა იყოს დაცვის ავტომატური სიგნალიზაციით და ვიდეომეთვალყურეობის 24-საათიანი სისტემით, რომელიც აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

7. სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდს უნდა ჰქონდეს მსროლელთა აღრიცხვიანობის მიზნით არსებული შიდა აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა/ჟურნალი.

8. სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238- სსმ III, №174, 05.12.2008 წ., მუხ.1781

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 20.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 მაისის დადგენილება №268 - ვებგვერდი, 27.05.2022წ.

 

მუხლი 91

1. ტირს, სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდს უნდა ჰქონდეს შიდა უსაფრთხოების ინსტრუქცია მინისტრის მიერ დადგენილი წესის/მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც, მათ შორის, უნდა აწესრიგებდეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მსროლელთა ქცევისა და აღრიცხვიანობის წესები, სროლის პოზიციები და სხვა.

2. მსროლელთა აღრიცხვიანობის მიზნით არსებულ შიდა აღრიცხვის ელექტრონულ პროგრამაზე წვდომა შესაძლებელია, ჰქონდეს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს, იარაღის გადატანაზე/გადაადგილებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით.

3. ამ დადგენილების მიზნებისთვის, მსროლელი არის 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი, რომელსაც ტირში, სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდში სროლისთვის დროებით სარგებლობაში გადაეცა იარაღი. იარაღი დროებით სარგებლობაში შეიძლება, გადაეცეს 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, რომელსაც შეუსრულდა 14 წელი, თუ იგი სროლას ახორციელებს კანონიერი წარმომადგენლის ან/და ინსტრუქტორის უშუალო ზედამხედველობით. აღნიშნულ შემთხვევაში, მსროლელის მიერ უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს ან/და ინსტრუქტორს.

4. ტირში, სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდზე სროლისათვის დაშვებული იარაღები განისაზღვრება დანართ №2-ის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 მაისის დადგენილება №268 - ვებგვერდი, 27.05.2022წ.

 

მუხლი 92

1. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას გასცემს სააგენტო, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. სააგენტო დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მაძიებლის მიერ სააგენტოში წარდგენილ სიტუაციურ ნახაზს უგზავნის სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ კომისიას (შემდგომში − კომისია).

3. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

4. კომისია ამოწმებს ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ადგილზე არსებული ტერიტორიის, შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი მდგომარეობის, მსროლელთა აღრიცხვიანობის მიზნით არსებული შიდა აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის, ვიდეომეთვალყურეობისა და უსაფრთხოების სხვა სისტემების შესაბამისობას ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. შემოწმების შემდეგ კომისია გასცემს დადებით ან უარყოფით დასკვნას.

5. ამ დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტების სააგენტოში წარდგენამდე, ნებართვის მაძიებელს შეუძლია, წინასწარი კონსულტაციისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით მიმართოს კომისიას.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 მაისის დადგენილება №268 - ვებგვერდი, 27.05.2022წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №319 – ვებგვერდი, 21.08.2023წ.

 

მუხლი 93

1. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელის მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო, კომისიის უშუალო მონაწილეობით.

2. ნებართვის პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება შერჩევითი შემოწმების გზით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

3. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი სანებართვო პირობებით მოთხოვნილი გარემოებების შეცვლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, აღნიშნულის შესახებ აცნობოს ნებართვის გამცემს.

4. ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი სანებართვო პირობების ან/და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა/შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 მაისის დადგენილება №268 - ვებგვერდი, 27.05.2022წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №319 – ვებგვერდი, 21.08.2023წ.

 

მუხლი 94

1. ამ დადგენილების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის, აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) მიერ მოწყობილ ტირზე, სასროლეთზე ან სასროლო-სანადირო სტენდზე, თუ საქართველოს სპორტის მინისტრის მიერ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტირი, სასროლეთი ან სასროლო-სანადირო სტენდი არ საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 153 პუნქტით გათვალისწინებულ ნებართვას.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 მაისის დადგენილება №268 - ვებგვერდი, 27.05.2022წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №319 – ვებგვერდი, 21.08.2023წ.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 13 მარტის დადგენილება №107 - ვებგვერდი, 16.03.2026წ.

 

მუხლი 95

1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა არ გაიცემა, თუ:

ა) არსებობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება, გარდა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა;

ბ) ნებართვის მაძიებლის მიერ არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარდგენილი ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტი;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისგან, აგრეთვე, კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოში რეგისტრირებულია/აღრიცხულია ინფორმაცია იარაღის განკარგვის უფლების შეზღუდვის, ძებნის ან სხვა ისეთი აკრძალვის/ფაქტის შესახებ, რომლის არსებობისას დაუშვებელია იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა;

დ) სააგენტოში დაცული, ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი ან სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაციით/დოკუმენტით ვერ ხერხდება იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის ან/და იარაღის რეგისტრაციისათვის საჭირო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების დადგენა;

ე) წარმოდგენილი იარაღის ნაკლის გამო (დაზიანება, დეფექტი ან სხვა) ვერ ხდება იარაღიდან სავალდებულო ექსპერიმენტული გასროლის წარმოება;

ვ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვის გაცემის სხვა ხელის შემშლელი გარემოება.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა უქმდება, თუ:

ა) არსებობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება, გარდა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაუქმდა იარაღის რეგისტრაცია ან იარაღის რეგისტრაციამ დაკარგა იურიდიული ძალა;

გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვის გაუქმების სხვა საფუძველი.

3. სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვის გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონინითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №319 – ვებგვერდი, 21.08.2023წ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №505 - ვებგვერდი, 17.11.2025წ.

 

მუხლი 10

დადგენილება არ ვრცელდება და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 153 პუნქტით გათვალისწინებულ ნებართვას არ საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გახსნილი ტირი და სასროლეთი.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №538 - ვებგვერდი, 13.12.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №319 – ვებგვერდი, 21.08.2023წ.

 

მუხლი 11

1. ეს მუხლი აწესრიგებს XVII ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში − „ბაკურიანი 2025“ ბიათლონის შეჯიბრში (შემდგომში – ღონისძიება) უცხო ქვეყნების წარმომადგენელთა მიერ მონაწილეობის მიღების მიზნით სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის, მისი დამატებითი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, ქვეყნის ფარგლებში მისი გადატანისა და გადაზიდვა-გადაგზავნის საკითხებს.

2. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ბიათლონის სახეობაში მონაწილე პირების მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში მითითებული სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღისა და მისი დამატებითი ძირითადი ელემენტების (ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში მითითებული რაოდენობით) საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ქვეყნის ფარგლებში მისი გადატანა და გადაზიდვა-გადაგზავნა, აგრეთვე ამ იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის (ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში მითითებული რაოდენობით) საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა არ საჭიროებს ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის მოპოვებას და ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების უფლება აქვთ, როგორც 18 წელს მიუღწეველ, აგრეთვე 18 წელს მიღწეულ პირებს.

3. ღონისძიებაში გამოყენების მიზნით საქართველოში ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შემოტანილი საბრძოლო მასალის ქვეყნის ფარგლებში საჭიროებისამებრ გადატანასა და გადაზიდვა-გადაგზავნას უზრუნველყოფს ა(ა)იპ – 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი (ს/ნ: 426133659) (შემდგომში – საორგანიზაციო კომიტეტი) და ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება არ საჭიროებს ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის მოპოვებას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებულნი არიან, ფესტივალის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყონ ამ მუხლის საფუძველზე საქართველოში შემოტანილი იარაღისა და მისი დამატებითი ძირითადი ელემენტების საქართველოდან გატანა. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ბიათლონის სახეობაში მონაწილე პირებისა და მათ მიერ შემოსატანი სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის, იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის ნუსხას (რომელიც მათ შორის, მოიცავს ინფორმაციას სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის, იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის რაოდენობის შესახებ), შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, აგრეთვე ღონისძიების გამართვის თარიღებსა და ადგილმდებარეობას საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაცია – ა(ა)იპ – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წარუდგენს საქართველოს სპორტის სამინისტროს.

6. საქართველოს სპორტის სამინისტრო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, ნუსხასთან ერთად, აწვდის სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნუსხის შედგენის ფორმა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ წინასწარ თანხმდება სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან.

8. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირები, რომლებიც ახორციელებენ ამ მუხლით გათვალისწინებული იარაღის, მისი დამატებითი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანას, საქართველოდან გატანას, ქვეყნის ფარგლებში მის გადატანასა და გადაზიდვა-გადაგზავნას, ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იარაღის შენახვა-ტარების, გადატანა-გადაზიდვისა და იარაღის ბრუნვის სხვა წესები.

9. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, დასაშვებია საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 17 ოქტომბრის №05/42/№76 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხით/სიით გათვალისწინებული სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღებისგან განსხვავებული სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, ქვეყნის ფარგლებში მისი გადატანა, გადაზიდვა-გადაგზავნა.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 იანვრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 31.01.2025წ.

 

პრემიერ-მინისტრი

ზ. ნოღაიდელი

 

დანართი №1

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 მაისის დადგენილება №268 - ვებგვერდი, 27.05.2022წ.

 

სასროლეთის სიტუაციური ნახაზი

 

დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 მაისის დადგენილება №268 - ვებგვერდი, 27.05.2022წ.

 

ტირში, სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდზე სროლისათვის დაშვებული იარაღები

1. ტირსა და სასროლეთში სასროლი მანძილის გათვალისწინებით ნებადართულია სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ყველა სახის სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღების გამოყენება.

2. სასროლო-სანადირო სტენდზე ნებადართულია გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 7, 8, 9, 10 და 11 ნომერი საფანტით დამუხტული ვაზნების გასროლა.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე