გადაწყვეტილება №22198/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.05.2024
№ დოკუმენტი 22198/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22198/2/2024

22 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 9.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22198/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.06.2023 წლის №19595/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №081-367 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 164 195 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 154 987

დღგ - 154 628

ქონების გადასახადი - 359

საურავი - 9 208

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა არარეზიდენტი საწარმოს საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების დაცვა-გაცილების და დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელი უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსფერის რეჟიმში მოქცეული, არარეზიდენტის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებებისთვის დოკუმენტაციის მომზადებას და დაცვის პოლიციის გამოძახებას. კომპანია აღნიშნულ მომსახურებას განიხილავს დღგისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ.გ“ და 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რომელიც გულისხმობს ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი საქონლის გადაზიდვის და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების, მათ შორის, საექსპედიტორო მომსახურების დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისგან მიღებული აქვს ტვირთის გაცილების მომსახურებები, რომლის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვითაც იმცირებს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. აღსანიშნავია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის ფასები ანალოგიურია გადასახადის გადამხდელის მიერ დამკვეთისთვის დაწესებულ ფასებთან. ვინაიდან, აღნიშნული მომსახურების ფარგლებში სსიპ დაცვის პოლიციის მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, შესაბამისად, მის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ჩათვლები დაექვემდებარა შემცირებას.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №41552 ბრძანება და №081-421 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14201 ბრძანებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №081-421 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14201 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 18.11.2022 წლის გადაწყვეტილებით (№16911/2/2022) საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა, საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელახლა განიხილა საჩივარი და 18.04.2023 წლის №8379 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 23.06.2023 წლის №19595/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სადავო აქტების საფუძველზე დარიცხული საურავისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 23.06.2023 წლის №19595/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის დასკვნა, მის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №081-367 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (შემდეგში - საბჭო) 15.08.2023 N03/65845 გადაწყვეტილების მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე კომპანია გათავისუფლდა ამავე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სადავო აქტების საფუძველზე დარიცხული საურავებისგან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 27.12.2023 №1259 დასკვნის საფუძველზე განხორციელდა საბჭოს 15.08.2023 №03/65845 გადაწყვეტილების აღსრულება და კომპანიას შეუმცირდა საბჭოს გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საურავები.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №081-367 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელშიც მართალია შემცირებულია საბჭოს 15.08.2023 №03/65845 გადაწყვეტილებით მოხსნილი საურავების თანხები, თუმცა მითითებულია გადასახადების ძირითადი თანხები სრულად.

კომპანიას საბჭოს 15.08.2023 №03/65845 გადაწყვეტილება (დაუკმაყოფილებლობის ნაწილში) გასაჩივრებული აქვს საქართველოს საერთო სასამართლოებში.

მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოების გამო:

1. კომპანიას საბჭოს 15.08.2023 №03/65845 გადაწყვეტილება (დაუკმაყოფილებლობის ნაწილში) გასაჩივრებული აქვს საქართველოს საერთო სასამართლოებში.

2. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო კორექტირების საგადასახადო მოთხოვნაში დაფიქსირებული საგადასახადო ვალდებულებები კომპანიას გასაჩივრებული აქვს საქართველოს საერთო სასამართლოებში, ავტომატურად ხდება კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნაში დაფიქსირებული გადასახადების თანხების გასაჩივრება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ჩათვლები დაექვემდებარა შემცირებას, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14201 ბრძანებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №081-421 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.

ასევე დადგენილია, რომ საბჭოს 23.06.2023 წლის №19595/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სადავო აქტების საფუძველზე დარიცხული საურავისგან.

საბჭოს 23.06.2023 წლის №19595/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა, საბჭოს გადაწყვეტილების მიღების თარიღში, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №081- 421 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხული საურავი.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 23.06.2023 წლის №19595/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 23.06.2023 წლის №19595/2/2023 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.06.2023 წლის №19595/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ჩათვლები დაექვემდებარა შემცირებას, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14201 ბრძანებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №081-421 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან. ასევე დადგენილია, რომ საბჭოს 23.06.2023 წლის №19595/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სადავო აქტების საფუძველზე დარიცხული საურავისგან. საბჭოს 23.06.2023 წლის №19595/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა, საბჭოს გადაწყვეტილების მიღების თარიღში, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №081- 421 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხული საურავი. საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 23.06.2023 წლის №19595/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს 23.06.2023 წლის №19595/2/2023 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).