გადაწყვეტილება №22151/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22151/2/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------"-ს (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 3.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22151/2/2024).
დავის საგანი:
სანქციის დაკისრების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2023 წლის №006-577 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №228 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 133 787.68 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 38 135
ჯარიმა - 95 338
საურავი - 314. 68
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა ღონისძიებების მოწყობა, როგორც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით, ასევე ქვე-კონტრაქტორად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №17102 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის სახელზე 8.06.2022 წელს გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერია: ეა-"------" და სერია: ავ-"-----" საფუძველზე წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 16.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2023 წლის №28692 ბრძანება და ამავე თარიღის №006-577 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 19.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.01.2024 წლის №228 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 13.01.2024 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2.02.2024 წელი, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 3.02.2024 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივნის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ აღნიშნულ საჩივარზე ინტერესი არ გააჩნია, ვინაიდან გაფორმებული აქვს საგადასახადო შეთანხმება.
მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას, რაც დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება დაკისრებულ სანქციას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა ღონისძიებების მოწყობა, როგორც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით, ასევე ქვე-კონტრაქტორად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №17102 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის სახელზე 8.06.2022 წელს გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 16.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2023 წლის №28692 ბრძანება და ამავე თარიღის №006-577 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 19.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.01.2024 წლის №228 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301.