ბრძანება N 13287
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13287
13.06.2023
შპს „-------“-ის (ს/ნ ---------)
(მის.: --------------)
2023 წლის 28 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 28 თებერვლის №79400/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 თებერვლის №001-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალსა და დეკლარირებულს შორის სხვაობის სრულად ხელფასის სახით განაცემად განხილვას. აცხადებს, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის ერთიდაიგივე პირი. განმარტავს, რომ გადასახადის დარიცხვის მომენტისათვის, კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 95 000 ლარს, რაც დასტურდება შესაბამისი კრების ოქმებითა და სალაროს შემოსავლის ორდერებით. შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ ჯერ უნდა მომხდარიყო საწესდებო კაპიტალის შემცირება (ამოწურვა) და შემდეგ დანარჩენი თანხა განხილულიყო ხელფასად. მიუთითებს, რომ წარადგინა პარტნიორთა კრების ოქმები კაპიტალის გაზრდის შესახებ, ასევე სალაროს შემოსავლის ორდერები, რის საფუძველზეც პარტნიორმა მოახდინა საწესდებო კაპიტალის შევსება. აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია არის 2016 წლის თარიღით, ვინაიდან სწორედ ამ დროს განხორციელდა კაპიტალის გაზრდა და შენატანის განხორციელება. განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილია კაპიტალის გაზრდისა და შევსების დოკუმენტაცია იმ თარიღებში, რა დროსაც იგი განხორციელდა. მას შემდეგ კაპიტალის შემცირება კომპანიას არ მოუხდენია, შესაბამისად, აღნიშნული ადასტურებს, რომ კომპანიის კაპიტალი 2018 წლის 1 იანვრისთვისაც შეადგენდა 95 000 ლარს. მიუთითებს, რომ გადამხდელის მხრიდან ვერ მოხდებოდა ისეთი დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც არ არსებობს. შესაბამისად გაუგებარია, თუ რა თარიღის დოკუმენტაციის წარდგენას ითხოვს შემოსავლების სამსახური. ის ფაქტი, რომ კაპიტალის შემცირებაზე დოკუმენტაცია არ არსებობს, ადასტურებს სწორედ იმას, რომ კაპიტალის შემცირება არ მოუხდენია. გადამხდელი ითხოვს საწესდებო კაპიტალის 95 000 ლარის გათვალისწინებას და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 ივნისის №13716 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“-ის (ს/ნ --------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------“-ის (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 ივნისის №13716 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 26 იანვარს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 8 თებერვლის №001-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა 2016 წლის დამფუძნებლის კრების ოქმი საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით, ასევე 2016 წლის შემოსავლის ორდერები, სადაც ასახულია თანხების შემოტანა დამფუძნებლის მიერ კომპანიაში, ასევე ახსნა-განმარტება და ძირითადი საშუალებების შესყიდვის აქტები. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული დოკუმენტაცია, საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო კომუნიკაცია შედგა გადამხდელის წარმომადგენელთან. კომპანიის საგადასახადო შემოწმება მოიცავს 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე პერიოდს, შესაბამისად, 2016 წლების კონკრეტული დოკუმენტაცია (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი) არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმისას, რომ კომპანიას 2018 წლის პირველი იანვრისათვის ნაშთად განესაზღვროს საწესდებო კაპიტალი 95 000 ლარის ოდენობით. ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა 2016-2017 წლების მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციების ანალიზი, რომლის საფუძველზეც, კომპანიას უფიქსირდება მოგება. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში კომპანიის საკუთრებაში არ ფიქსირდება ქონება და არ აქვს წარდგენილი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები. აღნიშნული არგუმენტების საფუძველზე, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ იქნა 2016 წლის კონკრეტული დოკუმენტაცია. ვინაიდან, კომპანიის საგადასახადო შემოწმება მოიცავს 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე პერიოდს, გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმისას, რომ კომპანიას 2018 წლის პირველი იანვრისათვის ნაშთად განესაზღვროს საწესდებო კაპიტალი 95 000 ლარის ოდენობით. ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა 2016-2017 წლების მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციების ანალიზი, რომლის საფუძველზეც, კომპანიას უფიქსირდება მოგება. აგრეთვე, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში კომპანიის საკუთრებაში არ ფიქსირდება ქონება და არ აქვს წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნული არგუმენტების საფუძველზე, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას (კორექტირებას) არ დაექვემდებარა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალსა და დეკლარირებულს შორის სხვაობის სრულად ხელფასის სახით განაცემად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 ივნისის №13716 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კომპანიის საჩივარი. ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 26 იანვარს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).