ბრძანება N 231
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 231
12 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ „------“ )
(მის.: „------“ )
2023 წლის 29 დეკემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ „------“ ) 2023 წლის 29 დეკემბრის №86408/1/2023 და №21753/2/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №057-16 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების ფარგლებში სრულად უნდა მომხდარიყო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების შემცირება. ამასთან, მიუთითებს, რომ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ პირობებს და უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივნისის №12988 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“ (ს/ნ „------“) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია (მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს სრულად გაითვალისწინოს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივნისის №12988 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 27 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 712 262 ლარით, მათ შორის, გადასახადი 474 839 ლარით და ჯარიმა 237 423 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 დეკემბრის №057-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტები, რომელიც მოიცავდა ფიზიკურ პირებთან შედარების აქტებს, რომელთა შესწავლის შედეგად დადასტურდა კატალიზატორების შესყიდვა და შესაბამისი ხარჯის გაწევა. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში კატალიზატორების შეძენის გაცხადებული ფასი შეადგენს 11 230 550 ლარს. შესყიდვის აქტებში არაიდენტიფიცირებადი ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონელი შეადგენს 467 360 ლარს. აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია დღემდე არ არის წარმოდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №6-ის შესაბამისად, საწარმოს მიერ გაცხადებული არაიდენტიფიცირებადი ხარჯების 75% ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად, ხოლო 25% საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით. აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა გადაანგარიშების შედეგებს, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტები, კერძოდ, ფიზიკური პირების ნაწილთან გაფორმებული შედარების აქტები. აღნიშნულის შესწავლის შედეგად დადასტურდა კატალიზატორების შესყიდვა და შესაბამისი ხარჯის გაწევა, რის შედეგადაც შემცირებას დაექვემდებარა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სულ 712 262 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ -ის “ (ს/ნ „------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.მომჩივანი მიუთითებს, რომ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ პირობებს და უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტები, რომელიც მოიცავდა ფიზიკურ პირებთან შედარების აქტებს, რომელთა შესწავლის შედეგად დადასტურდა კატალიზატორების შესყიდვა და შესაბამისი ხარჯის გაწევა. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში კატალიზატორების შეძენის გაცხადებული ფასი შეადგენს 11 230 550 ლარს. შესყიდვის აქტებში არაიდენტიფიცირებადი ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონელი შეადგენს 467 360 ლარს. აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია დღემდე არ არის წარმოდგენილი. საწარმოს მიერ გაცხადებული არაიდენტიფიცირებადი ხარჯების 75% ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად, ხოლო 25% დაიბეგრა მოგების გადასახადით.განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება .
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
269(7),304(21)