ბრძანება N 15114
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15114
03 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 8 ივნისის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 ივნისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2026 წლის 8 ივნისის №102751/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 აპრილის №127-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება შემოწმებას ავალებდა საკითხის ყოველმხრივ გამოკვლევას, რაც გულისხმობდა საწარმოს საქმიანობის ტექნოლოგიური პროცესის ანალიზს. აუდიტორმა კი გადაანგარიშების დასკვნაში კვლავ გაიმეორა ძველი არგუმენტაცია და შემოიფარგლა მხოლოდ იმის მითითებით, რომ ვინაიდან ექსპერტიზა ფაქტობრივად არ დაკვირვებია მუშაობის პროცესს ინტერნეტ-მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია ბალასტის მოცულობის დადგენა. გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა საინჟინრო/ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ უარყოფის შემთხვევაში თავად უნდა განეხორციელებინა ალტერნატიული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები, ანალოგიური კომპანიების მაჩვენებლების შესწავლა ან ქრონომეტრაჟი. ითხოვს საწვავის ხარჯთან დაკავშირებულ დარიცხვის ნაწილში კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების სრულ და ჯეროვან შესრულებას, კერძოდ, ინერტული მასალის მოპოვების სრული ტექნოლოგიური ციკლის სპეციფიკურ შეფასებას ალტერნატიული მეთოდების (ანალოგიური კომპანიების მაჩვენებლების ან ტექნიკური ნორმატივების) გამოყენებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 ნოემბრის №25116 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 აგვისტოს №127-20 კორექტირებულ 15114 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადამხდელის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან, კერძოდ, საწვავის ხარჯთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივრებში და ზეპირი მოსმენისას მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;”
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 14 ნოემბრის №25116 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 8 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 15 აპრილის №127-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმებას დაევალა საწვავის ხარჯების შესწავლა წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც საწვავის ხარჯი მოცემულია საათის მიხედვით. შესწავლის პროცესში დამატებით საჭირო გახდა ექსპერტიზის დასკვნა აღნიშნული ექსკავატორის გახარჯული საწვავის მიხედვით, აქედან გამომდინარე, გადამხდელს დამატებით დაევალა ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა, რომელშიც შესწავლილი იქნებოდა მუხლუხებიანი ექსკავატორის მიერ ინერტული მასალის ამობალასტების, გაშრობის და დატვირთვის სამუშაოების პროცესის სრული ანალიზი, მოპოვების ადგილზე, რომელიც საშუალებას მოგვცემდა დაგვედგინა 1 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვებაზე გახარჯული საწვავის ხარჯი.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მოცემულია ინტერნეტსაიტებზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ექსკავატორის საწვავის ხარჯი: მსუბუქი, საშუალო და მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მოხმარებული საწვავის რაოდენობა 1 საათის განმავლობაში. ვინაიდან ექსპერტიზა არ დაკვირვებია ექსკავატორის ფაქტობრივი მუშაობის მონაცემებს, ინფორმაცია ექსპერტის მიერ აღებულია ინტერნეტსაიტიდან საწვავის ხარჯვის შესახებ საათობრივ განზომილებაში და მუშაობის სირთულეების მიხედვით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეუძლებელია 1 ლიტრი საწვავის ხარჯის მიხედვით ექსკავატორით მოპოვებული ბალასტის რაოდენობის დადგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით შეუძლებელია იმის დადგენა თუ რამდენი მეტრკუბი ბალასტი მოიპოვა გადამხდელმა აღნიშნული ხარჯის გაწევის მომენტში და აღნიშნული ხარჯის გაწევა რამდენად მიზნობრივია/შეესაბამება გადამხდელის საქმიანობას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი არ დამდგარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის საჩივრებში და ზეპირი მოსმენისას მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა საჩივრებზე დანართის სახით წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის მიხედვითაც საწვავის ხარჯი მოცემული იყო საათის მიხედვით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანების და გადამხდელის საჩივრების ზეპირი მოსმენისას მითითებული არგუმენტების მიხედვით, გადამხდელს დამატებით დაევალა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, რომელშიც შესწავლილი იქნებოდა მუხლუხებიანი ექსკავატორის მიერ ინერტული მასალის ამობალასტების, გაშრობის და დატვირთვის სამუშაოების პროცესის სრული ანალიზი, მოპოვების ადგილზე, რომლითაც დადგინდებოდა 1 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვებაზე გახარჯული საწვავის ხარჯი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და მიღებაჩაბარების აქტების მიხედვით შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ რამდენი მეტრ კუბი ბალასტი მოიპოვა კომპანიამ აღნიშნული ხარჯის გაწევის მომენტში და აღნიშნული ხარჯის გაწევა რამდენად მიზნობრივი იყო და შეესაბამებოდა თუ არა გადამხდელის საქმიანობას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება შემოწმებას ავალებდა საკითხის ყოველმხრივ გამოკვლევას, რაც გულისხმობდა საწარმოს საქმიანობის ტექნოლოგიური პროცესის ანალიზს.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის საჩივრებში და ზეპირი მოსმენისას მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა საჩივრებზე დანართის სახით წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის მიხედვითაც საწვავის ხარჯი მოცემული იყო საათის მიხედვით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანების და გადამხდელის საჩივრების ზეპირი მოსმენისას მითითებული არგუმენტების მიხედვით, გადამხდელს დამატებით დაევალა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, რომელშიც შესწავლილი იქნებოდა მუხლუხებიანი ექსკავატორის მიერ ინერტული მასალის ამობალასტების, გაშრობის და დატვირთვის სამუშაოების პროცესის სრული ანალიზი, მოპოვების ადგილზე, რომლითაც დადგინდებოდა 1 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვებაზე გახარჯული საწვავის ხარჯი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და მიღებაჩაბარების აქტების მიხედვით შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ რამდენი მეტრ კუბი ბალასტი მოიპოვა კომპანიამ აღნიშნული ხარჯის გაწევის მომენტში და აღნიშნული ხარჯის გაწევა რამდენად მიზნობრივი იყო და შეესაბამებოდა თუ არა გადამხდელის საქმიანობას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.