გადაწყვეტილება №20257/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20257/2/2023
10 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ს 14.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20257/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 22.07.2021 წლის №23894 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.03.2022 წლის №006-81 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 16.03.2022 წლის №006-82 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12649 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 790 343 ლარი.
16.03.2022 წლის №006-81 საგადასახადო მოთხოვნა - 126 709
მათ შორის:
გადასახადი - 46 981
დღგ - 20 809
საშემოსავლო გადასახადი - 26 172
ჯარიმა - 21 047
საურავი - 58 681
16.03.2022 წლის №006-82 საგადასახადო მოთხოვნა - 663 634
მათ შორის:
გადასახადი - 308 613
დღგ - 116 095
საშემოსავლო გადასახადი - 192 518
ჯარიმა - 119 297
საურავი - 235 724
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლით საცალო ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 15.12.2015 წლის შუალედური აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 16.12.2015 წლის №006- 859 საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო 29.12.2015 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე 30.12.2015 წლის №006-976 საგადასახადო მოთხოვნა.
13.01.2016 წელს გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საჩივარი (№5627/21) შემოსავლების სამსახურში აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2015 წლის №006-859 და 30.12.2015 წლის №006-976 საგადასახადო მოთხოვნების გაუქმების თაობაზე. შემოსავლების სამსახურის 4.02.2016 წლის №2691 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 23.03.2016 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 31.03.2016 წლის №006-232 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.06.2016 წლის №17742 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.08.2016 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 7.09.2016 წლის №006-562 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.10.2016 წლის №29889 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 4.02.2016 წლის №2691, 22.06.2016 წლის №17742 და 31.10.2016 წლის №29889 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 27.03.2019 წლის №3231/2/2016 გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის 4.02.2016 წლის №2691 და 22.06.2016 წლის №17742 ბრძანებების ნაწილში საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.10.2016 წლის №29889 ბრძანება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს შეფარდებული სანქციების საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 27.12.2018 წლის №4225-რს კანონით განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელმა სარჩელი წარადგინა თბილსის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 31.10.2016 წლის №29889 ბრძანების მთლიანად, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.03.2019 წლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა №3231/2/2016 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის 31.10.2016 წლის №29889 ბრძანების გაუქმების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
№3/3030-19 საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 6.11.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 31.10.2016 წლის №29889 ბრძანება და ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.03.2019 წლის გადაწყვეტილება №3231/2/2016 საჩივარზე, იმ ნაწილში, რომლითაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურს დაევალა განიხილოს მოსარჩელის 4.10.2016 წლის საჩივარი და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიმართ კანონით დადგენილ ვადაში.
სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს არ გამოუკვლევიათ 2010-2011 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმებით დადგენილ ფასნამატებთან შედარებით, დასკვნით განსაზღვრული ფასნამატების კოეფიციენტის შემცირების ფარგლებში რატომ არ დაექვემდებარა დამატებით დარიცხული თანხები შემცირებას. ამასთან, დავების განმხილველ ორგანოებს არ შეუსწავლიათ 2012-2015 საანგარიშო წლებში რა საფუძვლით მოხდა განსაზღვრული ფასნამატის კოეფიციენტის დოკუმენტებით რეალიზებულ საქონელზეც გავრცელება მაშინ, როდესაც იგი მხოლოდ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე უნდა გავრცელებულიყო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოცემული იყო 15.12.2015 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი და 29.12.2015 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, ხოლო შემოსავლების სამსახურის ბრძანებებით საგადასახადო ორგანოს დაევალა ფასნამატის კოეფიციენტის კორექტირება ორივე აქტის საფუძველზე, დავების განმხილველ ორგანოებს არ გამოუკვლევიათ რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით არ გამოიცა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 15.12.2015 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტზე. ამდენად აღნიშნულ ნაწილში დავების განხილვის ორგანოებს არ გამოუკვლევიათ შემოსავლების სამსახურის 22.07.2016 წლის №17742 ბრძანების აღსრულების საკითხი.
№3ბ/164-20 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 6.07.2020 წლის განჩინებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობები, №3/164-20 ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 6.11.2019 წლის გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული 4.10.2016 წლის საჩივარი 10.11.2020 წლის №33352 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები თბილისის საქალაქო სასამართლოს 6.11.2019 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ასევე, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსში 27.12.2018 წლის №4225-რს საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.11.2020 წლის №33352 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2020 წლის დასკვნების (1.01.2010-1.01.2012 წწ და 1.01.2012-1.10.2015 წწ) საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.
აღნიშნული დასკვნების მიხედვით, გადაანგარიშების პროცესში მომჩივნის მიერ წარდგენილი იქნა რეალიზებული პროდუქციის სახეობების მიხედვით ჩამოწერის ცხრილები, რის საფუძველზეც მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე ფასნამატების გაანგარიშება საქონლის სახეობების მიხედვით სეზონურობის გათვალისწინებით, ასევე ამოღებული იქნა საშუალო ფასნამატთან შედარებით რადიკალურად გადახრილი ფასები, მიღებული ფასნამატი გაავრცელა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. აღნიშნული სახით შემოსავლის გაანგარიშებამ გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა, ვინაიდან შემოწმების აქტის შედგენისას საშუალო ფასნამატი გავრცელდა წლების მიხედვით საცალოდ (უდოკუმენტოდ) რეალიზებული საქონლის ღირებულებაზე (ყველა საქონელზე ერთი ფასნამატი), ხოლო წარდგენილი მასალების შედეგად თითოეულ სახეობაზე გავრცელდა იდენტური სახეობის საქონლის ფასნამატი, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მაღალი ფასნამატით რეალიზებული საქონლის წილი მთლიან რეალიზაციაში გაცილებით მეტი იყო ვიდრე დაბალი ფასნამატით რეალიზებული საქონლის წილი. საჩივარში დაფიქსირებულ 2010-2011 წლების ფასნამატებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ შემოწმების აქტით დაფიქსირებული ფასნამატი იყო 2010 წელს 20 %, 2011 წელს 17 %, გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილი ფასნამატი იყო 2010 წელს 18 %, 2011 წელს 10 %, თუმცა შემოწმების მიერ გადაანგარიშებით მიღებულია ფასნამატი 2010 წელს 21 %, ხოლო 2011 წელს 17 %, შესაბამისად 2010-2011 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმებით დადგენილ ფასნამატებთან შედარებით დასკვნით განსაზღვრული ფანამატები არ შემცირებულა, ამიტომ დასკვნით შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.
დასკვნებში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.03.2019 წლის №3231/2/2016 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 27.12.2018 წლის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა სანქციის კორექტირება (შემცირება). შედეგად, დარიცხული ჯარიმები შემცირდა აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2019 წლის დასკვნით.
აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2020 წლის დასკვნების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 24.12.2020 წლის №006-801 და №006-802 საგადასახადო მოთხოვნები, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14022 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული და დამატებით შესწავლას მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით საურავის გადაანგარიშების საკითხი. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ სრულყოფილად შეისწავლოს, საკანონმდებლო ცვლილებების (27.12.2018 წლის №4225-რს საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილება) გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით დარიცხული საურავის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14022 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 30.09.2021 წლის №13064/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14022 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2021 წლის დასკვნების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის უფროსის №13446 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან და აღნიშნული საურავის დარიცხვის შეზღუდვა ხორციელდება პროგრამულად.
აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2021 წლის დასკვნების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 24.05.2021 წლის №006-321 და №006-322 საგადასახადო მოთხოვნები, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.07.2021 წლის №23894 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14022 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ სრულყოფილად შეისწავლოს, საკანონმდებლო ცვლილებების (2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილება) გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით დარიცხული საურავის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.07.2021 წლის №23894 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2022 წლის დასკვნების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის უფროსის №13446 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან და აღნიშნული საურავის დარიცხვის შეზღუდვა ხორციელდება პროგრამულად.
აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2022 წლის დასკვნების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 16.03.2022 წლის №006-81 და №006-82 საგადასახადო მოთხოვნები, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18966 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.11.2022 წლის №17347/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18966 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა, საბჭოს 3.11.2022 წლის №17347/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი, 6.06.2023 წლის №12649 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, 24.03.2022 წლისთვის ი/მ -------ს (ს/ნ ------) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის, როგორც აღიარებულ, ასევე, დროებითი აღრიცხვის ბარათზე ასახული ჩანაწერების მიხედვით, საურავის დარიცხვა მიმდინარეობს სწორად, ბარათების წარმოების წესის შესაბამისად. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის 16.03.2022 წლის №006-81 და №006-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებში დაფიქსირებული საურავი სწორია და აღნიშნული მოთხოვნების გამოცემის მომენტისთვის ნაერთი ინფორმაციის მიხედვით საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დამატებით შეჩერებულია (არ ერიცხება) საურავი 105 161 ლარის ოდენობით. ამასთან, საურავის შეჩერების წესის ავტომატიზაცია განხორციელებულია 2019 წლის აპრილი/მაისის თვიდან და შესაბამისობაში მოდის კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან მიმართებაში.
ამასთან, ი/მ ------ს (ს/ნ -----) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ნაერთი ინფორმაციის მიხედვით 1.01.2016 წლიდან, გარდა ხანდაზმული დავალიანებისა, ასევე, უფიქსირდება მიმდინარე ვალდებულება, რაზეც ჩვეულებრივ ყოველდღიურად ერიცხება კუთვნილი საურავი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 10.11.2020 წლის №33352 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსში 28.12.2018 წლის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის მიერ მითითებული ბრძანების აღსრულების მიზნით შედგენილი დასკვნებით საურავის კორექტირება არ განხორციელდა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში შემდეგი საფუძვლებით:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2010-2011 წლების საანგარიშო პერიოდებზე გამოცემული თავდაპირველი საგადასახადო მოთხოვნით (16.12.2015 წლის №006-859) გადამხდელს დაეკისრა საურავი 13 227,47 ლარი, ხოლო 2012-2015 წლების შემოწმებულ საანგარიშო პერიოდებზე - თავდაპირველი საგადასახადო მოთხოვნით (30.12.2015 წლის №006-976) – 100 822.9 ლარი. სულ ორივე საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულია საურავი 114 050,37 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2010-2011 წლების საანგარიშო პერიოდებზე გამოცემული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით (24.12.2020 წლის №006-801) გადამხდელს დაეკისრა საურავი 58 681,05 ლარი, ხოლო 2012-2015 წლების შემოწმებულ საანგარიშო პერიოდებზე - კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით (24.12.2015 წლის №006-802) – 235 724,87 ლარი. სულ ორივე საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულია საურავი 294 405,92 ლარი. შესაბამისად, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნებით გადასახადის გადამხდელს საურავი დაეკისრა საურავის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან (მათ შორის 1.01.2016 წლამდე და 1.01.2016 წლის შემდგომ) 3 წლის გასვლის შემდგომ პერიოდზე.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 2¹ ნაწილით დადგინდა, რომ საურავის დარიცხვა მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან წყდება. საურავის დარიცხვის შეწყვეტა ნიშნავს, რომ 3 წლის გასვლის შემდგომ პერიოდზე სანქცია (საურავი) უქმდება. სანქციის გაუქმებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავის პერიოდში აქვს უკუძალა. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს 2010-2015 წლების შემოწმებულ საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადახდის თითოეული სავადო თარიღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან დარიცხული საურავი უნდა გაეუქმებინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მომჩივნის მოთხოვნა შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს 2010-2015 წლების შემოწმებულ საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადახდის თითოეული სავადო თარიღიდან 3 წლის გასვლის თარიღის შემდგომ დარიცხული საურავის გაუქმება და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებსა და გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნებში შესაბამისი კორექტირების განხორციელება.
შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14022 ბრძანებით მოცემული მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ ამ ნაწილში „სათანადოდ არ არის გამოკვლეული და დამატებით შესწავლას მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით საურავის გაანგარიშების საკითხი“.
ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ სრულყოფილად შეისწავლოს, საკანონმდებლო ცვლილებების (27.12.2018 წლის №4225-რს საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილება) გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით დარიცხული საურავის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება)“.
შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14022 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტში შედგენილი დასკვნებით დაკისრებული საურავების გადაანგარიშება არ მოხდა იმაზე მითითებით, რომ „საურავის დარიცხვის შეზღუდვა ხორციელდება პროგრამულად“. შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14022 ბრძანების გამოცემისას, ცხადია, შემოსავლების სამსახურისათვის ცნობილი იყო, რომ საურავის დარიცხვის შეზღუდვა ხორციელდება პროგრამულად, მაგრამ მან მაინც მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, ვინაიდან პროგრამაში შესაბამისი მონაცემები აუდიტის დეპარტამენტს უნდა შეეყვანა, ამასთან, ისე, რომ საურავის დარიცხვა არ მომხდარიყო გადასახადის გადახდის თითოეული სავადო თარიღიდან 3 წლის გასვლის თარიღის შემდგომ პერიოდზე. მაგრამ აუდიტის დეპარტამენტმა პროგრამაში არ შეიყვანა სათანადო ინფორმაცია, რის გამოც კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებში საურავი ასევე დარიცხულია გადასახადის გადახდის თითოეული სავადო თარიღიდან 3 წლის გასვლის თარიღის შემდგომ პერიოდზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს არ აღუსრულებია შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14022 ბრძანება, რასთან დაკავშირებითაც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 24.05.2021 წლის №006-321 და 24.05.2021 წლის №006-322 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს 2010-2015 წლების შემოწმებულ საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადახდის თითოეული სავადო თარიღიდან 3 წლის გასვლის თარიღის შემდგომ დარიცხული საურავის გაუქმება.
მითითებული არგუმენტაციით კვლავ იქნა წარდგენილი საჩივარი და მოთხოვნილ იქნა: ბათილად ცნოთ 24.05.2021 წლის №006-321 და 24.05.2021 წლის №006-322 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები და აუდიტის დეპარტამენტს დაავალოთ 2010-2015 წლების შემოწმებულ საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადახდის თითოეული სავადო თარიღიდან 3 წლის გასვლის თარიღის შემდგომ დარიცხული საურავის გაუქმება და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებსა და გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნებში შესაბამისი კორექტირების განხორციელება.
შემოსავლების სამსახურის 22.07.2021 წლის №23894 ბრძანებით მოცემული მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში მითითებულია, რომ:
„შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, რომლითაც ითხოვს, რომ დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2010-2015 წლების შემოწმებულ საანგარიშო პერიოდებზე კანონმდებლობის შესაბამისად საურავის გაანგარიშება და ვალდებულების წარმოშობიდან 3 წლის გასვლის შემდგომ საურავის დარიცხვის შეწყვეტა.
ამასთან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებით, 24.05.2021 წლის №006-321 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული გადასახადის თანხა შეადგენს 46 981 ლარს, ხოლო საურავის თანხა 58 681 ლარს. ასევე, 24.05.2021 წლის №006-322 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული გადასახადის თანხა შეადგენს 308 613 ლარს, ხოლო საურავის თანხა 235 725 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14022 ბრძანება და დამატებით შესწავლას მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით საურავის გადაანგარიშების საკითხი“.
ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით „შემოსავლების სამსახურის 13.05.2021 წლის №14022 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ სრულყოფილად შეისწავლოს, საკანონმდებლო ცვლილებების (27.12.2018 წლის №4225-რს საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილება) გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით დარიცხული საურავის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება)“.
შემოსავლების სამსახურის 22.07.2021 წლის №23894 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტში 23.02.2022 წელს შედგენილ იქნა დასკვნები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომელთა თანახმად, „შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №13446 საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 2¹ ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან და აღნიშნული საურავის დარიცხვის შეზღუდვა ხორციელდება პროგრამულად“.
დასკვნების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.03.2022 წლის №6533 და №6534 ბრძანებები, რომლებითაც დარიცხული თანხები არ შემცირდა, ასევე 16.03.2022 წლის №006-81 და №006- 82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც დარიცხული თანხები უცვლელი დარჩა. კერძოდ, უცვლელი დარჩა 24.05.2021 წლის №006-321 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავის თანხა 58 681 ლარი და 24.05.2021 წლის №006-322 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავის თანხა 235 725 ლარი. შესაბამისად, პროგრამულად მოხდა საურავის შეწყვეტა 24.05.2021 წლის პერიოდიდან, მაგრამ საურავის შეწყვეტა (შემცირება) საურავის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან ანუ წინა პერიოდებიდან არ განხორციელებულა არც პროგრამულად და არც გაანგარიშების მეშვეობით. შესაბამისადვე, სრულყოფილად არ აღსრულებულა შემოსავლების სამსახურის 22.07.2021 წლის №23894 ბრძანება.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა: გთხოვთ ბათილად ცნოთ აუდიტის დეპარტამენტის 16.03.2022 წლის №6533 და №6534 ბრძანებები და 16.03.2022 წლის №006-81 და №006-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები და მასვე დაავალოთ 2010-2015 წლების შემოწმებულ საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადახდის თითოეული სავადო თარიღიდან 3 წლის გასვლის თარიღის შემდგომ დარიცხული საურავის გაუქმება და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებსა და გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნებში შესაბამისი კორექტირების განხორციელება.
შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18966 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მითითებულ გადაწყვეტილებაში „შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დაანგარიშება ხდება პროგრამულად. ამასთან, 27.12.2018 წლის კანონით საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით 10.05.2019 წლის შემოსავლების სამსახურის უფროსის №14597 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებაში და განისაზღვრა თუ როგორ უნდა მოხდეს საურავის დარიცხვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე“.
მეთოდური მითითების თანახმად, „15. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან. 16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული საურავის დარიცხვის შეზღუდვა განხორციელდეს პროგრამულად, რისთვისაც: ა) 2019 წლის 1 იანვრიდან ყოველდღიურად განისაზღვრება ბოლო 3 წელში სავადო თარიღით დარიცხული ის თანხები, რომლებიც განიხილება დავალიანების შემადგენელ ნაწილად და მხოლოდ აღნიშნულ თანხებზე გაგრძელდება საურავის დარიცხვა. ამასთან, ბოლო 3 წელში დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში; ბ) 2016 წლის 1 იანვრამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე საურავის დარიცხვა შეწყდება 2019 წლის 1 იანვარს (მათ შორის, ძირითად ბარათზე შემდგომ პერიოდში ასახული თანხებით წარმოშობილ დავალიანებაზე)“.
ამრიგად, მეთოდური მითითების მიხედვით, თუ დავალიანება წარმოშობილია 1.01.2016 წლამდე, საურავის დარიცხვა შეწყდება ამ თარიღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ ანუ 1.01.2019 წლიდან, თუმცა მოცემული დანაწესი არ ეხება შემთხვევას, როდესაც დავალიანებაზე მიმდინარეობს საგადასახადო დავა. საგადასახადო დავის შემთხვევაში, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, 1.01.2016 წლამდე პერიოდზეც საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან. განსახილველ შემთხვევაში, არც 1.01.2016 წლამდე, არც 1.01.2016 წლისათვის და არც შემდგომი პერიოდისათვის რიცხულ დავალიანებაზე 3-წლიანი პერიოდის გასვლიდან საურავის დარიცხვა არც პროგრამულად და არც არაპროგრამულად არ შეწყვეტილა.
შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18966 ბრძანებაზე გადასახადის გადამხდელმა საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და, მითითებული არგუმენტაციიდან გამომდინარე, მოითხოვა: გთხოვთ გააუქმოთ შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18966 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 16.03.2022 წლის №6533 და №6534 ბრძანებები და 16.03.2022 წლის №006-81 და №006-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები და მასვე დაავალოთ 2010-2015 წლების შემოწმებულ საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადახდის თითოეული სავადო თარიღიდან 3 წლის გასვლის თარიღის შემდგომ დარიცხული საურავის გაუქმება და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებსა და გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნებში შესაბამისი კორექტირების განხორციელება.
დავების განხილვის საბჭოს 3.11.2022 წლის №17347/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 18.07.2022 წლის №18966 ბრძანება გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად ამავე სამსახურს დაუბრუნდა.
გადაწყვეტილების თანახმად, „შემოსავლების სამსახურის 22.07.2021 წლის №23894 ბრძანებით ამავე სამსახურის 13.05.2021 წლის №14022 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ სრულყოფილად შეისწავლოს, საკანონმდებლო ცვლილებების (27.12.2018 წლის №4225-რს საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილება) გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით დარიცხული საურავის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2022 წლის დასკვნების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის უფროსის №13446 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან და აღნიშნული საურავის დარიცხვის შეზღუდვა ხორციელდება პროგრამულად. საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საგადასახადო დავის პერიოდში, გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებული საურავის გაანგარიშების არამართლზომიერებაზე და ითხოვს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის და 269-ე მუხლის 21 ნაწილების გათვალისწინებით განხორციელდეს დარიცხული საურავის გადაანგარიშება და შემცირება. საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ აქტებში ასახული საურავის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით, სრულყოფილად შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12649 ბრძანებით, რომელიც მიღებულია საჩივრის ხელახლა განხილვის შედეგად, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში „შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, 24.03.2022 წლისთვის ი/მ ------ს (ს/ნ -----) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის, როგორც აღიარებულ, ასევე, დროებითი აღრიცხვის ბარათზე ასახული ჩანაწერების მიხედვით, საურავის დარიცხვა მიმდინარეობს სწორად, ბარათების წარმოების წესის შესაბამისად. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის 16.03.2022 წლის №006-81 და №006-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებში დაფიქსირებული საურავი სწორია და აღნიშნული მოთხოვნების გამოცემის მომენტისთვის ნაერთი ინფორმაციის მიხედვით საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დამატებით შეჩერებულია (არ ერიცხება) საურავი 105 161 ლარის ოდენობით. ამასთან, საურავის შეჩერების წესის ავტომატიზაცია განხორციელებულია 2019 წლის აპრილი/მაისის თვიდან და შესაბამისობაში მოდის კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან მიმართებაში. ამასთან, ი/მ ------ს (ს/ნ -----) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ნაერთი ინფორმაციის მიხედვით 1.01.2016 წლიდან, გარდა ხანდაზმული დავალიანებისა, ასევე, უფიქსირდება მიმდინარე ვალდებულება, რაზეც ჩვეულებრივ ყოველდღიურად ერიცხება კუთვნილი საურავი. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი“.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №35492-21-11 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, „საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დარიცხვის შეზღუდვას არეგულირებს „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანება, კერძოდ, აღნიშნული ბრძანების მე-16 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების მიხედვით: „15. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან. 16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული საურავის დარიცხვის შეზღუდვა განხორციელდეს პროგრამულად, რისთვისაც: ა) 2019 წლის 1 იანვრიდან ყოველდღიურად განისაზღვრება ბოლო 3 წელში სავადო თარიღით დარიცხული ის თანხები, რომლებიც განიხილება დავალიანების შემადგენელ ნაწილად და მხოლოდ აღნიშნულ თანხებზე გაგრძელდება საურავის დარიცხვა. ამასთან, ბოლო 3 წელში დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში; ბ) 2016 წლის 1 იანვრამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე საურავის დარიცხვა შეწყდება 2019 წლის 1 იანვარს (მათ შორის, ძირითად ბარათზე შემდგომ პერიოდში ასახული თანხებით წარმოშობილ დავალიანებაზე)“.
ამდენად, ამ ბრძანების მიხედვით გათვალისწინებულია 1.01.2016 წლამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე მხოლოდ 1.01.2019 წლიდან საურავის დარიცხვის შეწყვეტა და ამ პროცედურის განხორციელება პროგრამულად, რაც უზრუნველყოფილია ყველა გადასახადის გადამხდელის (მათ შორის - ი/მ ------ს (ს/ნ -----)) პირადი აღრიცხვის ბარათებზე საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის მიერ მიწოდებული პროგრამული ლოგიკის მიხედვით. ამასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ საურავის პროგრამული შეზღუდვა უზრუნველყოფილია იმდაგვარად, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ ტარდება რაიმე სახის დამატებითი ოპერაცია, რაც საშუალებას მოგვცემდა მომსახურების დეპარტამენტს გვემსჯელა საურავის შეზღუდვის გათვალისწინებით საურავის დათვლის რეჟიმის სისწორის თაობაზე და შესაბამისად, საკითხის სრულყოფილი გამოკვლევა ტექნიკურ (პროგრამულ) ნაწილში უნდა მოხდეს საინფორმაციო ტექნოლოგიური ცენტრის მიერ“.
ამრიგად, ი/მ -----თვის საურავის დარიცხვა შესაძლებელია „სწორი“ იყოს მხოლოდ მეთოდური მითითებით დადგენილი წესის გათვალისწინებით, მაგრამ არა საგადასახადო კოდექსის 272- ე მუხლის 21 ნაწილის და 269-ე მუხლის 21 ნაწილების გათვალისწინებით, ვინაიდან მეთოდური მითითებით არ არის დადგენილი საგადასახადო დავის პერიოდში საურავის დარიცხვის გაუქმება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის სავადოდან 3 წლის გასვლის პერიოდიდან. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, საგადასახადო ვალდებულება წარმოშობილია 1.01.2016 წლამდე თუ 1.01.2016 წლიდან. განსახილველ შემთხვევაში კი გადასახადის გადამხდელს არ გაუუქმდა (არ შეუმცირდა) 1.01.2016 წლამდე დარიცხული საურავი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12649 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 16.03.2022 წლის №6533 და №6534 ბრძანებები და 16.03.2022 წლის №006-81 და №006-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები და მასვე უნდა დაევალოს 2010-2015 წლების შემოწმებულ საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადახდის თითოეული სავადო თარიღიდან 3 წლის გასვლის თარიღის შემდგომ დარიცხული საურავის გაუქმება და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებსა და გადასახადის გადამხდელისათვის წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნებში შესაბამისი კორექტირების განხორციელება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-16 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული საურავის დარიცხვის შეზღუდვა განხორციელდეს პროგრამულად, რისთვისაც:
ა) 2019 წლის 1 იანვრიდან ყოველდღიურად განისაზღვრება ბოლო 3 წელში სავადო თარიღით დარიცხული ის თანხები, რომლებიც განიხილება დავალიანების შემადგენელ ნაწილად და მხოლოდ აღნიშნულ თანხებზე გაგრძელდება საურავის დარიცხვა. ამასთან, ბოლო 3 წელში დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში;
ბ) 2016 წლის 1 იანვრამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე საურავის დარიცხვა შეწყდება 2019 წლის 1 იანვარს (მათ შორის, ძირითად ბარათზე შემდგომ პერიოდში ასახული თანხებით წარმოშობილ დავალიანებაზე).
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახურის 22.07.2021 წლის №23894 ბრძანებით ამავე სამსახურის 13.05.2021 წლის №14022 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ სრულყოფილად შეისწავლოს, საკანონმდებლო ცვლილებების (27.12.2018 წლის №4225-რს საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილება) გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით დარიცხული საურავის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2022 წლის დასკვნების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის უფროსის №13446 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან და აღნიშნული საურავის დარიცხვის შეზღუდვა ხორციელდება პროგრამულად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებული საურავის გაანგარიშების არამართლზომიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საურავის დარიცხვის პროგრამულად შეზღუდვის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საკითხის შესწავლა უნდა განხორციელდეს შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავების ან/და ტექნიკური გამოთვლა/გადაანგარიშების საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ აქტებში ასახული საურავის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით, სრულყოფილად შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12649 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 22.07.2021 წლის №23894 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლით საცალო ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 15.12.2015 წლის შუალედური აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 16.12.2015 წლის №006- 859 საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო 29.12.2015 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე 30.12.2015 წლის №006-976 საგადასახადო მოთხოვნა. 13.01.2016 წელს გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საჩივარი (№5627/21) შემოსავლების სამსახურში აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2015 წლის №006-859 და 30.12.2015 წლის №006-976 საგადასახადო მოთხოვნების გაუქმების თაობაზე. შემოსავლების სამსახურის 4.02.2016 წლის №2691 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სხვადასხვა ინსტანციებში გასაჩივრების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის 22.07.2021 წლის №23894 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14022 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ სრულყოფილად შეისწავლოს, საკანონმდებლო ცვლილებების (2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილება) გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით დარიცხული საურავის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გასაჩივრდა ჯერ შემოსავლების სამსახურში, შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურმა, საბჭოს 3.11.2022 წლის №17347/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი, 6.06.2023 წლის №12649 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ აქტებში ასახული საურავის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით, სრულყოფილად შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272(21), 269(21).
შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის N 13446 ბრძანება.