ბრძანება N 28292

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 17.11.2023
№ დოკუმენტი 28292
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28292

17 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ---)

(მის.: ---) 2023 წლის 28 ოქტომბრის საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №113) იმსჯელა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2023 წლის 28 ოქტომბრის №84439/1/2023 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №007-260 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან და ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 13 ოქტომბრის №011-4891 ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №007-260 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „---“-ის (ს/ნ ---) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №007-260 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 5 და 29 დეკემბერს წარმოდგენილი საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის №5462 ბრძანებით დარჩა განუხილველი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „---“- ის (ს/ნ---) 2023 წლის 28 ოქტომბრის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №007-260 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 13 ოქტომბრის №011-4891 ბრძანებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ 2023 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „---“-ს (ს/ნ ---) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, გადასახადების ნაწილში 12 669,26 17 ნოემბერი 2023 N 28292 ლარი, ჯარიმა 7 712 ლარი, საურავი 10 950,09 ლარი, ასევე, დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 254 985,64 ლარს, ხოლო ზედმეტობა 0 (ნულ) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს „---“-ის (ს/ნ ---) მიმართ გამოიცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 13 ოქტომბრის №011-4891 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს „---“-ის (ს/ნ ---) საკუთრებაში რიცხულ ქონებას.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 13 ოქტომბრის №011-4891 ბრძანებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ქონებაზე ყადაღის დადება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხოლო მე-6 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2023 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 13 ოქტომბრის №011-4891 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ---) საჩივარი ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 13 ოქტომბრის №011-4891 ბრძანებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №007-260 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №007-260 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნა;

2.ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის 13 ოქტომბრის №011-4891 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №007-260 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 5 და 29 დეკემბერს წარმოდგენილი საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის №5462 ბრძანებით დარჩა განუხილველი.

აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 13 ოქტომბრის №011-4891 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო საწარმოს საკუთრებაში რიცხულ ქონებას.

 

გადაწყვეტილება

პირველი სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო მეორე სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301; 302 (6); 8 (5); 238; 241.