ბრძანება N 14403

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.06.2023
№ დოკუმენტი 14403
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14403

22.06.2023

შპს „--------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------------)

2023 წლის 13 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 13 ივნისის №19958/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №007-113 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ გაუგებარია რა კავშირი აქვს ფასნამატის გაანგარიშების ცხრილს სალაროს ნაშთის სესხად კვალიფიცირებასთან. ასევე დასკვნაში არ არის მითითებული დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის საკითხი, შემმოწმებელს გამორჩა ან არ გაუმახვილებია ყურადღება მასზე, მიუხედავად იმისა, რომ ვადების დაცვით იყო წარდგენილი ცხრილი, სადაც ნათლად ჩანს გათავისუფლებული საქონლის როგორც შესყიდვა, ასევე მიწოდება და საბოლოო ნაშთი. შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ წარდგენილ იქნა ფასნამატის გაანგარიშების მხოლოდ ერთი თვის ცხრილი, რომელიც სრულად ვერ ასახავს სრულ სურათს ფასნამატთან დაკავშირებით. გადამხდელი მიუთითებს, რომ ამჟამად მუშაობს აუდიტის მიერ 2022 წლის დეკემბერში გადმოგზავნილ ცხრილში შეცდომების გასწორებაზე, რომელსაც წარმოადგენს დანართის სახით. ასევე, ალტერნატიულ მეთოდად შესაძლებელია აღებულ იქნას მთლიანი შეძენები ცალ-ცალკე პოზიციების მიხედვით და თითოეულ პოზიციაზე დაფიქსირებულ იქნას ზედნადებით რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ფასი, დათვლილ იქნას თითოეულ პროდუქტზე ფასნამატი, აღნიშნული მეთოდით მიღებულ ნაშთსა და ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის რეალიზება მოხდეს თითოეულ პროდუქტზე დათვლილი საშუალო ფასნამატით. აცხადებს, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელოს გადამხდელის წარდგენილი ცხრილით, ან შემმოწმებლის მიერ გადამხდელთან გადაგზავნილ ცხრილში ჩასწორდეს ყველა შეცდომა. ითხოვს მეთოდური მითითების შესაბამისად სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის სესხად განხილვას, ასევე ფასნამატთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მეთოდების გათვალისწინებით შესაბამის კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 აგვისტოს №25578 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ ------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს ,,-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებისა და დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, როგორც ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, სალაროში არსებული ფულადი ნაშთის სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 აგვისტოს №25578 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 26 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 68 851 ლარი, მათ შორის, გადასახადი 51 891 ლარი და ჯარიმა 16 960 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 მაისის №007-113 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი მხოლოდ ერთ თვეზე, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელი მოითხოვდა საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებული ფასნამატის ცვლილებას. ვინაიდან წარმოდგენილი გაანგარიშება ვერ ასახავდა სრულ სურათს ფასნამატთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 დღგ-ის ჩასათვლელ თანხასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი, რომელიც გამოწერილი და დადასტურებული იქნა საგადასახადო შემოწმების შემდგომ და მოიცავდა შესამოწმებელი პერიოდს. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით დაკორექტირდა (გაიზარდა) ჩასათვლელი თანხები.

 სალაროში არსებული ფულადი ნაშთის სესხად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტთან დაკავშირებული მტკიცებულებები სრულად არ წარმოუდგენია, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი ერთ თვეზე, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელი მოითხოვდა საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებული ფასნამატის ცვლილებას. წარმოდგენილი გაანგარიშება ვერ ასახავდა სრულ სურათს ფასნამატთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი მხოლოდ ერთ თვეზე, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელი მოითხოვდა საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებული ფასნამატის ცვლილებას. ვინაიდან, აღნიშნული გაანგარიშება ვერ ასახავდა სრულ სურათს ფასნამატთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, გადაანგარიშებით გაზრდილ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. ითხოვს მეთოდური მითითების შესაბამისად სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის სესხად განხილვას, ასევე ფასნამატთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მეთოდების გათვალისწინებით შესაბამის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი მხოლოდ ერთ თვეზე, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელი მოითხოვდა საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებული ფასნამატის ცვლილებას. ვინაიდან წარმოდგენილი გაანგარიშება ვერ ასახავდა სრულ სურათს ფასნამატთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

დღგ-ის ჩასათვლელ თანხასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი, რომელიც გამოწერილი და დადასტურებული იქნა საგადასახადო შემოწმების შემდგომ და მოიცავდა შესამოწმებელი პერიოდს. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით დაკორექტირდა (გაიზარდა) ჩასათვლელი თანხები.

სალაროში არსებული ფულადი ნაშთის სესხად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტთან დაკავშირებული მტკიცებულებები სრულად არ წარმოუდგენია, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი ერთ თვეზე, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელი მოითხოვდა საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშებული ფასნამატის ცვლილებას. წარმოდგენილი გაანგარიშება ვერ ასახავდა სრულ სურათს ფასნამატთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).