გადაწყვეტილება №25598/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 12.09.2025
№ დოკუმენტი 25598/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25598/2/2025

12 სექტემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,5.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 5.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25598/2/2025).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

2. არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების სესხად განხილვა;

3.გაწეული ხარჯების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;

4. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

5. დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.05.2025 წლის №007-55 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15892 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 445 523.08 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 273 352.41

დღგ - 73 511.77

მოგების გადასახადი - 27 062.86

საშემოსავლო გადასახადი - 172 777.78

ჯარიმა - 132 224.80

საურავი - 39 945.87

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობას შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენდა წყალგაყვანილობის, გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების სამონტაჟო სამუშაოების წარმოება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 28 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.05.2025 წლის №8661 ბრძანება და №007-55 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახური 14.07.2025 წლის №15892 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემებით და შემოსავლების სამსახურის 8.08.2025 წლის №„--------“ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15892 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 14.07.2025 წელს და გაცნობა ფიქსირდება 15.07.2025 წელს. შესაბამისად, სადავო აქტის გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2025 წლის 4 აგვისტო (ორშაბათი), ხოლო, საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია (რეგისტრირებულია ელექტრონულად) 2025 წლის 5 აგვისტოს, სადავო აქტის გასაჩივრებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 2 სექტემბერს, საჩივარში მითითებულ მობილურ ტელეფონზე, განხორციელდა სატელეფონო კავშირი და გასაუბრება კომპანიის დირექტორთან „--------“-თან , რომელსაც ეცნობა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დარღვევის თაობაზე და ეთხოვა არგუმენტის/მტკიცებულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენა, რომელმაც აღნიშნა, რომ სავარაუდოდ დარღვევა გამოწვეულია გასაჩივრების ვადის გამოთვლისას შეცდომის დაშვების გამო.

მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობას შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენდა წყალგაყვანილობის, გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების სამონტაჟო სამუშაოების წარმოება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.05.2025 წლის №8661 ბრძანება და №007-55 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახური 14.07.2025 წლის №15892 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301.