ბრძანება N 13763

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.06.2023
№ დოკუმენტი 13763
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13763

19.06.2023

შპს „---------“ (ს/ნ ---------)

(მის.: -------------)

2023 წლის 22 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 22 მაისის №81187/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №002-62 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ მათი გაანგარიშებით ბევრად მეტი თანხა ექვემდებარება შემცირებას, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსაზღვრულია 1 368 202 ლარით, შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით - 1 842 274 ლარი, გაწეული ხარჯი შეადგენს 733 090 ლარს, კაპიტალის შემცირება 350 000 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეუძლებელია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვროს 1 368 202 ლარის ოდენობით. შედეგად, გადამხდელი ითხოვს საკითხის შესწავლას და არგუმენტაციის გათვალისწინებით ზედმეტად დარიცხული თანხების კორექტირებას.

ამასთან, გადამხდელი დამატებით ითხოვს გაცემული თანხების დირექტორზე გაცემული სესხად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №7906 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებზე საბაზრო ფასის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №7906 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 74 183 ლარი, მათ შორის, გადასახადი 49 455 ლარი, ჯარიმა 24 728 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 აპრილის №002-62 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების გათვალისწინებით, არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებთან მიმართებაში, რომელთა რეალიზაციისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა საბაზრო ფასი, დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში 104 120 ლარის ოდენობით, შედეგად, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა დღგ-ის ნაწილში ჯამში 28 111 ლარის ოდენობით, ხოლო გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში - ჯამში 46 073 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებთან მიმართებაში, რომელთა რეალიზაციისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა საბაზრო ფასი, დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული დღგით დასაბეგრი ბრუნვა და ასევე გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შედეგად, შემცირდა დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც არ გაუხდია სადავოდ პირველად წარმოდგენილი საჩივრით და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. შედეგად, გადამხდელი ითხოვს საკითხის შესწავლას და არგუმენტაციის გათვალისწინებით ზედმეტად დარიცხული თანხების კორექტირებას. ამასთან, გადამხდელი დამატებით ითხოვს გაცემული თანხების დირექტორზე გაცემული სესხად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №7906 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 74 183 ლარი, მათ შორის, გადასახადი 49 455 ლარი, ჯარიმა 24 728 ლარი.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების გათვალისწინებით, არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებთან მიმართებაში, რომელთა რეალიზაციისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა საბაზრო ფასი, დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში 104 120 ლარის ოდენობით, შედეგად, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა დღგ-ის ნაწილში ჯამში 28 111 ლარის ოდენობით, ხოლო გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში - ჯამში 46 073 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).