ბრძანება N 11163

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.05.2024
№ დოკუმენტი 11163
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11163

14 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 18 მარტის და 5 აპრილის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მარტის და 18 აპრილის სხდომებზე (ოქმები №33 და №42) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 18 მარტის №45581/21 და 5 აპრილის №58601/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 თებერვლის №002-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საბანკო ანგარიშებიდან არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას. განმარტავს, რომ შეძენილი აქვს საქონელი SIA „-------“ და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მომსახურებები ETL „-------“. აღნიშნული საქონელი და მომსახურებები შეძენილია შპს „-------“ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. ტრანზაქციებზე წარდგენილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია შემოწმების პროცესში. შპს „-------“ ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობა, საქმიანობის ფარგლებში შეძენილი და რეალიზებული საქონელი კვეთს უცხო ქვეყნების საზღვრებს, რაც დასტურდება უცხო ქვეყნების საბაჟო დოკუმენტაციით. არგუმენტად საგადასახადო ორგანოს მოჰყავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა არ ასახელებს გამოძიებებიდან გამომდინარე რაიმე გარემოებებს, რაც იმაზე მიუთითებდა რომ გადარიცხვები წარმოადგენენ არაეკონომიკურ ხარჯებს. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ გამოძიება არ არის დასრულებული. შემოწმება მოიხსენიებს იმასაც რომ შპს „-------“ მიერ არ ხდება ფასნამატის დადება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზაციისას. ასეთ შემთხვევაში შემოწმებას საბაზრო მოგების მაჩვენებლების თანხებიდან უნდა მოეხდინა მოგების გადასახადით დაბეგვრა და არა მთლიანი ხარჯები დაებეგრა მოგების გადასახადით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №10766 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 10 მაისიდან 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 12 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 20 თებერვლის №3627 ბრძანება და ამავე თარიღის №002-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 952 019 ლარი, მათ შორის, გადასახადი 555 984 ლარი, ჯარიმა 277 992 ლარი, საურავი 118 043 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შპს „-------“ რეგისტრირებულია 2022 წლის 10 მაისს. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ------- მოქალაქე -------, ხოლო საწესდებო დოკუმენტაციის მიხედვით კომპანიის გენერალური სავაჭრო წარმომადგენელია (პროკურისტი) -------. შემოწმების ფარგლებში გენერალური პროკურატურის მიერ გადმოგზავნილი გამოძიების მასალებით დგინდება, რომ ------- მოქალაქე -------, ------- და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი მისი კომპანიებით, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის ფედერაციის რეზიდენტ სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებსაც სანქციების შემოღების გამო გაურთულდათ საქმიანობის განხორციელება, რაც მოიცავდა ევროპის ქვეყნებში საბანკო გადარიცხვების და შეძენილი საქონლის რუსეთის ფედერაციაში ტრანსპორტირების გართულებულ პროცედურებს. შემოწმების ხელთ არსებული მონაცემებით, შპს-ს არ უფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, არ ყავს დაქირავებული პირები, არ აქვს ოფისი. შპს „-------“ ქართულ საბანკო ანგარიშებზე ფულადი ნაკადები ერიცხება სრულად რუსეთის რეზიდენტი დამკვეთებისგან, მათ შორის ------- დაკავშირებული კომპანიებიდან (სულ 1 913 951 ევრო და 235 234 აშშ დოლარი), ხოლო გადარიცხვის ტრანზაქციები ხორციელდება ისევ არარეზიდენტ კომპანიებთან, მათ შორის თანხების უმეტესი ნაწილი გადარიცხულია ------- კუთვნილ და მის ფაქტობრივ მმართველობაში არსებულ შემდეგ კომპანიებში: SIA „-------“ – 878 329 ევრო და ETL „------“ – 234 380 ევრო (ხელშეკრულებებს, როგორც მომწოდებელი მხარე - ------- სახელით სწორედ აღნიშნული პირი აწერს ხელს). მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, შპს „-------“ მიერ ------- შეძენილია საქონელი შემდგომში რუსეთის რეზიდენტი კომპანიებისთვის მიწოდების მიზნით (საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოსვლის-გასვლის გარეშე), ხოლო ------- მიღებულია სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მომსახურება. მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით ზემოაღნიშნულ კომპანიებთან განხორციელებულ ოპერაციებზე შემდგომ ფასნამატის დადება არ ხდება, ან ხდება უმნიშვნელო ოდენობით. ხელშეკრულებებს შპს „-------“ მხრიდან, როგორც საქონლის შემძენი/მომსახურების მიმღები მხარე, ხელს აწერს ------- – კომპანიის გენერალური სავაჭრო წარმომადგენელი. გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტებზე ხელმოწერები მას არ ეკუთვნის, აღნიშნული დოკუმენტების გაფორმებასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და არც მოლაპარაკება უწარმოებია ხელშეკრულების მხარესთან მის გაფორმებაზე. გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ------- მიერ შპს „-------“ მიღებული თანხების ნაწილი შემდგომში გადარიცხულია კვიპროსული კომპანია LTD „-------“-ისთვის, ასევე, გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე, ფედერალურ რეესტრში არსებული ინფორმაციით „-------“ და მასთან დაკავშირებული კომპანია „-------“ მხილებული არიან სანქცირებული საქონლის ექსპორტში რუსეთის ფედერაციაში, რის გამოც დაუწესდათ სანქციები/ექსპორტის შეზღუდვა.

ზემოაღნიშნული გარემოებების, გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალების შესწავლა/ანალიზის შედეგად, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „-------“ გენერალური სავაჭრო წარმომადგენელის - ------- განარტებით ------- და -------თან გაფორმებულ დოკუმენტებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და არც მოლაპარაკება უწარმოებია ხელშეკრულების მხარეებთან, ამასთან, ვინაიდან გაურკვეველია შპს-ს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაფორმებული დოკუმენტაციის მიხედვით ხარჯის გაწევის რეალობა, შემოწმების მიერ, საბანკო ანგარიშებიდან აღნიშნულ არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების პროცესში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების ფარგლებში გენერალური პროკურატურის მიერ გადმოგზავნილი გამოძიების მასალებით დადგინდა, რომ ------- მოქალაქე ------- (შპს „-------“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი), ------- და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი მისი კომპანიებით, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის ფედერაციის რეზიდენტ სხვადასხვა კომპანიასთან. შპს-ს არ უფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, არ ყავს დაქირავებული პირები, არ აქვს ოფისი. შპს „-------“ ქართულ საბანკო ანგარიშებზე ფულადი ნაკადები ერიცხება სრულად რუსეთის რეზიდენტი დამკვეთებისგან, მათ შორის ------- დაკავშირებული კომპანიებიდან, ხოლო გადარიცხვის ტრანზაქციები ხორციელდება ისევ არარეზიდენტ კომპანიებთან, მათ შორის თანხების უმეტესი ნაწილი გადარიცხულია ------- კუთვნილ და მის ფაქტობრივ მმართველობაში არსებულ შემდეგ კომპანიებში: SIA „-------“ და ETL „-------“ (ხელშეკრულებებს, როგორც მომწოდებელი მხარე - ------- სახელით სწორედ აღნიშნული პირი აწერს ხელს). მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, შპს „-------“ მიერ ------- შეძენილია საქონელი შემდგომში რუსეთის რეზიდენტი კომპანიებისთვის მიწოდების მიზნით (საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოსვლის-გასვლის გარეშე), ხოლო ------- მიღებულია სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მომსახურება, აღნიშნულ კომპანიებთან განხორციელებულ ოპერაციებზე შემდგომ ფასნამატის დადება არ ხდება, ან ხდება უმნიშვნელო ოდენობით. ხელშეკრულებებს შპს „-------“ მხრიდან, როგორც საქონლის შემძენი/მომსახურების მიმღები მხარე, ხელს აწერს ------- – კომპანიის გენერალური სავაჭრო წარმომადგენელი (პროკურისტი). გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტებზე ხელმოწერები მას არ ეკუთვნის, აღნიშნული დოკუმენტების გაფორმებასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და არც მოლაპარაკება უწარმოებია ხელშეკრულების მხარესთან მის გაფორმებაზე. ------- მიერ შპს „-------“ მიღებული თანხების ნაწილი შემდგომში გადარიცხულია კვიპროსული კომპანია LTD „-------“-ისთვის, ასევე, გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე ფედერალურ რეესტრში არსებული ინფორმაციით „-------“ და მასთან დაკავშირებული კომპანია „-------“ მხილებული არიან სანქცირებული საქონლის ექსპორტში რუსეთის ფედერაციაში, რის გამოც დაუწესდათ სანქციები/ექსპორტის შეზღუდვა. აღნიშნული გარემოებების, გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალების შესწავლა/ანალიზის შედეგად, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „-------“ გენერალური სავაჭრო წარმომადგენელის - ------- განარტებით ------- და -------თან გაფორმებულ დოკუმენტებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და არც მოლაპარაკება უწარმოებია ხელშეკრულების მხარეებთან, ამასთან, ვინაიდან გაურკვეველია შპს-ს მიერ ურთირთდამოკიდებულ პირებთან გაფორმებული დოკუმენტაციის მიხედვით ხარჯის გაწევის რეალობა, შემოწმების მიერ, საბანკო ანგარიშებიდან აღნიშნულ არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, როგორც გაწეული ხარჯი ან ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. შემოსავლების სამსახური ეყრდნობა შემოწმების მასალებს და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, შემოწმებამ იხელმძღვანელა გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით. აღნიშნული დოკუმენტაციის და გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან არსებული შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით უცნობია ხარჯის გაწევის რეალობა. არსებული ფაქტების და რიგი სხვა გარემოებების გათვალისწინებით შემოწმების მიერ, საბანკო ანგარიშებიდან აღნიშნულ არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ვინაიდან ვერ დგინდება ხარჯის გაწევის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი, საბანკო ანგარიშებიდან არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საბანკო ანგარიშებიდან არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შემოწმების ფარგლებში დგინდება, რომ ლატვიის მოქალაქეს, ლატვიაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი მისი კომპანიებით, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის ფედერაციის რეზიდენტ სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებსაც სანქციების შემოღების გამო გაურთულდათ საქმიანობის განხორციელება, რაც მოიცავდა ევროპის ქვეყნებში საბანკო გადარიცხვების და შეძენილი საქონლის რუსეთის ფედერაციაში ტრანსპორტირების გართულებულ პროცედურებს. მომჩივანს ქართულ საბანკო ანგარიშებზე ფულადი ნაკადები ერიცხება სრულად რუსეთის რეზიდენტი დამკვეთებისგან, ხოლო გადარიცხვის ტრანზაქციები ხორციელდება ისევ არარეზიდენტ კომპანიებთან, მათ შორის თანხების უმეტესი ნაწილი გადარიცხულია კომპანიის დირექტორის კუთვნილ და მის ფაქტობრივ მმართველობაში არსებულ კომპანიებში, უმნიშვნელო ოდენობით ფასნამატით და ფასნამატის გარეშე.მიღებული თანხების ნაწილი შემდგომში გადარიცხულია კვიპროსული კომპანიისთვის.

შემოწმების მიერ, საბანკო ანგარიშებიდან არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982(1-ბ);