გადაწყვეტილება №23516/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.09.2024
№ დოკუმენტი 23516/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№23516/2/2024

02 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 19.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23516/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 ივნისის №15193 ბრძანება.

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა 2018 წელს ამხანაგობებისგან ბარტერის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ მიწაზე (ს/კ: "-------").

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 8 აპრილის №7837 ბრძანება და ამავე თარიღის №064-2 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 ივნისის №15193 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

19.07.2024 წელს მომჩივანმა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 ივნისის №15193 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, 96–ე მუხლის მე–2 ნაწილზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა კომპანიასა და ფ/პ "------" -ს შორის განხორციელებული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2024 წლის 28 ივნისის შემოსავლების სამსახურის ბრძანება N 15193 დაკმაყოფილდა საჩივარი ნაწილობრივ, საიდანაც არ ეთანხმება მხოლოდ ერთ ნაწილს. კერძოდ მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, კომპანიასა და ფ/პ "------"-ს შორის განხორციელებული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მომჩივნისთვის აღნიშნული ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი ვინაიდან მოცემული პიროვნების მოძებნა ძალიან გაუჭირდა რადგან არ იმყოფებოდა თბილისში. ითხოვს გადაწყვეტილებაში მოცემული ვადა გაუხანგრძლივდეს 1 თვემდე.

აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით საკითხი მდგომარეობდა შემდეგში 2023 წლის 24 იანვარს გაფორმდა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება 55 000 აშშ დოლარზე შპს ჯიდი + სა და "------"-ს შორის. აღნიშნულმა პიროვნებამ ხელშეკრულების გაფორმებისას გადაიხადა 10 000 აშშ დოლარი, რომელიც აღრიცხულია ბუღალტრულ პროგრამაში. დანარჩენი 45 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა მომხდარიყო 2023 წლის 30 დეკემბრამდე. 2023 წლის 7 აპრილს "------"-სთან გაუქმდა ხელშეკრულება და დაუბრუნდა 10 000 აშშ დოლარი, თუმცა რეესტრის თანამშრომლის შეცდომის გამო გაუქმების ხელშეკრულებაში ჩაწერილია თითქოს 45 000 აშშ დოლარი დაიბრუნა "------"-მ. აღნიშნული საკითხი ჩათვლილი აქვს თითქოს ავანსად მიიღეს თანხა 45 000 აშშ დოლარი და დაბეგრილია შესაბამისი გადასახადებით და ჯარიმით. მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგენს წერილობით დასტურს"------"-სთან რომ ნამდვილად მხოლოდ 10 000 აშშ დოლარი ჰქონდა გადახდილი და მხოლოდ 10 000 აშშ დაიბრუნა უკან.

ითხოვს გაუხანგრძლივდეს ვადა დოკუმენტის წარმოსადგენად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მომჩივანი, დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებას და აღნიშნავს, რომ მისთვის 15 კალენდარული დღის ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი, ვინაიდან პიროვნების მოძებნა ძალიან გაუჭირდა რადგან არ იმყოფებოდა თბილისში. შესაბამისად, ითხოვს ბრძანებაში განსაზღვრული ვადა გაუხანგრძლივდეს 1 თვემდე.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ მომჩივანი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 ივნისის №15193 ბრძანებას ელექტრონულად გაეცნო 2024 წლის 1 ივლისს.

მომჩივნის მოთხოვნა, მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოსადგენად დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე, საბჭოს დაუსაბუთებლად მიაჩნია, ვინაიდან საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვის მომენტისათვის მას არ წარუდგენია შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით განსაზღვრული მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბრძანების გაცნობიდან საბჭოში საჩივრის განხილვამდე გასულია მის მიერ მოთხოვნილი ვადა.

ამდენად, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გაგრძელდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში აღნიშნული ვადა.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაუხანგრძლივდეს ვადა დოკუმენტის წარმოსადგენად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

19.07.2024 წელს მომჩივანმა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 ივნისის №15193 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გაგრძელდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში აღნიშნული ვადა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :