N 111 - 02/03/2022 - "ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 02.03.2022
№ დოკუმენტი 111
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №111

2022 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

„ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №82 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, 300160070.10.003.021791) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის X და XI დანართებით გათვალისწინებული პროდუქტის (გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (შემდგომში – ერთობლივი ბრძანება).“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ამ მუხლით გათვალისწინებული „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენა სავალდებულო არ არის შემდეგ შემთხვევებში:

ა) ფიზიკური პირის მიერ:

ა.ა) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 1500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის ინდივიდუალური დაცვის იმ საშუალებების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ა.ბ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში, 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის ინდივიდუალური დაცვის იმ საშუალებების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ა.გ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) ინდივიდუალური დაცვის იმ საშუალებების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ა.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ 5 000 ლარამდე ღირებულების ინდივიდუალური დაცვის იმ საშუალებების იმპორტისას, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ბ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტისას, სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;

გ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების იმპორტისას, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემთხვევაში);

დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტისას.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის:

ა) 22-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით ან მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არსებობს, არასწორია ან არასრულია;

ზ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 და მე-8 მუხლების რომელიმე ადმინისტრაციული მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული.“;

ბ) X და XI დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

 

დანართი X

 

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა №1

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690551070655 {width:100.0%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }№

კატეგორია

საქონლის დასახელება

სასაქონლო კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო

ნომენკლატურის (სეს ესნ-ის) მიხედვით

 

რესპირატორი

რესპირატორული დამცავი ნიღბები შეცვლადი ფილტრებით

902000 000 90

 

რესპირატორული მოწყობილობა სახის დამცავი ნიღბით

 

აირებისგან დამცავი რესპირატორული მოწყობილობები

 

რესპირატორული აღჭურვილობები – დაივინგისთვის

 

ნაწილაკების მფილტრავი რესპირატორული დამცავი პირბადეები (გარდა სამედიცინო, ქირურგიული პირბადებისა)

630790 980 00

 

თვალისა და სახის დაცვა

თვალის ინდივიდუალური დამცავი ფარები და სათვალეები

9004

650610

 

თვალის ინდივიდუალური დამცავი შემდუღებლისთვის

 

ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი სათვალეები

 

სათხილამურო დამცავი სათვალე

 

დამცავი სათვალეები მოტოციკლეტისა და მოპედისთვის

 

თოვლმავალის მართვის დროს დამცავი სათვალეები

 

მზის კაშკაშისაგან დამცავი სათვალეები სამრეწველო გამოყენებისათვის

 

ლაზერული გამოსხივებისაგან დამცავი სათვალეები

 

სმენის დამცავი საშუალებები

ხმაურის დონის გარდამქმნელი სმენის დამცავი ყურსაფარები

 

851830 950 00

 

სმენის დამცავი ყურსაფარები ელექტრო-აუდიო გადამცემით

 

851762 000 00

 

სიმაღლიდან ვარდნისგან დამცავი მოწყობილობა

სიმაღლიდან ვარდნისგან დამცავი ღვედი/ქამარი

630720 000 00

 

დამცავი ჩაფხუტები

ინდუსტრიული დამცავი ქუდი

650610 100 00

 

ჩაფხუტები საჰაერო სპორტისათვის

650610 100 00

 

ჩაფხუტები სამთო მოთხილამურეებისა და სნოუბორდერებისთვის

650610 100 00

 

ჩაფხუტები ველოსიპედისტების, სკეიდბორდისა და როლიკების მომხმარებლებისათვის

650610 100 00

 

ჩაფხუტები კანოეთი ცურვისა და წყლის სპორტისათვის

650610 100 00

 

ჩაფხუტები მარხილების მომხმარებლებისათვის

650610 100 00

 

დამცავი ჩაფხუტები თოვლის მანქანების და ბობსლეის მძღოლებისა და მგზავრებისათვის

650610 100 00

 

სამრეწველო დამცავი ჩაფხუტები

650610 100 00

 

ჩაფხუტები მეხანძრეებისთვის

650610 100 00

 

ჩაფხუტები ალპინისტებისათვის

650610 100 00

 

დამცავი სპეცსამოსი

ინფექციური საშუალებებისგან დამცავი საიზოლაციო კომბინიზონი

621010 980 00

 

სამაშველო ჟილეტები

630720 000 00

 

თხევადი ქიმიკატებისგან დამცავი სამოსი

უქსოვადი მასალა დაფარული პლასტმასით - 6210 10 980 00

 

პლასტმასის ფურცლებისგან - 3926 20 000 00

 

დამცავი სპეცსამოსი პესტიციდებთან მუშაობისას

უქსოვადი მასალა დაფარული პლასტმასით - 6210 10 980 00

 

პლასტმასის ფურცლებისგან - 3926 20 000 00

 

მყვინთავის კოსტიუმი – უნიფიცირებული კოსტიუმები

611300 100 00

621040 000 00

401590 000 00

 

მყვინთავის კოსტიუმები – თბობადი და გაგრილებადი კოსტიუმების სისტემები და კომპონენტები

611300 100 00

621040 000 00

401590 000 00

 

დამცავი ფეხსაცმელი

ჯაჭვური ხერხისგან დამცავი ფეხსაცმელი

640110 000 00

 

640340 000 00

 

640192 100 00

 

640192 900 00

 

ფეხსაცმელები მეხანძრეებისათვის

 

640110 000 00

 

640199 000 00

 

640192 100 00

 

ქიმიკატებისგან დამცავი ფეხსაცმელები

640192 100 00

 

640199 000 00

 

640110 000 00

 

8.

დამცავი ხელთათმანები

თერმული საფრთხეებისგან დამცავი ხელთათმანი

6216 00 000 00

 

მექანიკური რისკებისგან დამცავი ხელთათმანები

6216 00 000 00

 

იონიზებული რადიაციისა და რადიაქტიური დაბინძურებისგან დამცავი ხელთათმანი

6216 00 000 00

 

დანით მიყენებული ჭრილობებისგან დამცავი ჯაჭვის ხელთათმანი

7323 10 000 000

 

დამცავი ხელთათმანები შემდუღებლებისათვის

6216 00 000 00

 

სახიფათო ქიმიური და მიკროორგანიზმებისგან დამცავი ხელთათმანები

ვულკანიზებული რეზინის მასალისგან 4015 19 000 00

 

დამცავი ხელთათმანები მეხანძრეებისათვის

6216 00 000 00

 

ელექტროობისგან დამცავი ხელთათმანი

6216 00 000 00

 

9.

სპორტული დამცავი აღჭურვილობა

დამცავი ფეხსაცმელი მოტოციკლისტებისათვის

6403 19 000 00

 

ფეხბურთის მეკარის დამცავი ხელთათმანი

4203 21 000 00

 

დამცავი აღჭურვილობა საბრძოლო ხელოვნებისათვის –თავის დამცავები

9506 99 900 00

 

დამცავი აღჭურვილობა საბრძოლო ხელოვნებისათვის –გენიტალიებისა და მუცლის დამცავები

9506 99 900 00

 

დამცავი აღჭურვილობა საბრძოლო ხელოვნებაში –ქალებისთვის მკერდის დამცავი

9506 99 900 00

 

მაჯის, ხელისგულის, მუხლის და იდაყვის დამცავები გორგოლაჭებიანი სპორტისთვის

9506 99 900 00

 

დამცავი სამოსი ცხენოსნობისთვის – ჟაკეტები, სხეულისა და მხრების დამცავები

9506 99 900 00

 

დამცავი სამოსი – წვივსაფარი – ეკიპირების ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ფეხბურთელებისთვის

9506 99 900 00

 

მუხლის და იდაყვის დამცავი დარბაზის სპორტისთვის

9506 99 900 00

 

დამცავი სამოსი – ხელის პროტექტორები, ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის

9506 99 900 00

 

დამცავი სამოსი – მხარის პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის

 

დამცავი სამოსი – მკერდის პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის

 

დამცავი სამოსი – მუცლის პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის

 

დამცავი სამოსი – ფეხის პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის და წვივის პროტექტორები მინდორზე მოთამაშეებისთვის

 

დამცავი სამოსი – ტერფის პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის და წვივის პროტექტორები მინდორზე მოთამაშეებისთვის

 

დამცავი სამოსი – გენიტალიების პროტექტორები ბალახის ჰოკეის მეკარეებისთვის და წვივის პროტექტორები მინდორზე მოთამაშეებისთვის

 

დამცავი აღჭურვილობა საბრძოლო ხელოვნებისთვის – ხელისა და ფეხის დამცავები

9506 99 900 00

 

დამცავი აღჭურვილობა კარატეში, სახის დამცავები

9506 99 900 00

 

ხელის დამცავი სამოსი მოფარიკავეთათვის

9506 99 900 00

 

მხარის დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის

 

მკერდის დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის

 

მუცლის დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის

 

ფეხის დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის

 

ტერფის დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის

 

გენიტალიების დამცავი სამოსი მოფარიკავეებისთვის

 

სახის პროტექტორი, მოფარიკავეებისთვის

 

სამთო მოწყობილობები – ყინულის ანკერი

9506 99 900 00

 

დამცავი საშუალებები სიმაღლიდან დაშვებისათვის – გამაგრების მექანიზმები

9506 99 900 00

 

ალპინისტური აღჭურვილობა. ჩამკეტები.

9506 99 900 00

 

აღჭურვილობა ალპინიზმისათვის. თოკის მომჭერები

9506 99 900 00

 

აღჭურვილობა ალპინიზმისათვის – სოლები

9506 99 900 00

 

ალპინისტის ბაგირი

9506 99 900 00

 

ალპინისტის მარყუჟი

9506 99 900 00

 

აღჭურვილობა ალპინიზმისათვის – შემაერთებლები (კარაბინი)

9506 99 900 00

 

აღჭურვილობა ალპინიზმისათვის – ფრიქციული ანკერები

9506 99 900 00

 

სიმაღლიდან ჩამოვარდნისგან ინდივიდუალური დაცვა –ბაწრების გამოყენების სისტემები. ბაწრების რეგულირების მექანიზმები

9506 99 900 00

 

აღჭურვილობა ალპინისტებისთვის – დამჭერი-სამუხრუჭე მოწყობილობები – დამჭერი-სამუხრუჭე მოწყობილობები მექანიკური ხელის ჩამკეტებით

9506 99 900 00

 

ალპინისტური აღჭურვილობა. გორგოლაჭები/შკივები

9506 99 900 00

 

10.

სხვა

სამთო აღჭურვილობა – ზვავის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ბალიშების სისტემები

9506 99 900 00

 

დანართი XI

 

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა №2

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1690551199915 {width:35.34%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }№

კატეგორია

დასახელება

 

1

რესპირატორი

რესპირატორული დამცავი მოწყობილობის ფილტრები

 

2

თვალისა და სახის დაცვა

მზის გამოსხივებისგან დამცავი სათვალე (არ შედის მოდური აქსესუარები, რომლებსაც მზისგან დამცავი ფუნქცია არ გააჩნიათ)

 

თვალისა და სახის ბადისებრი დამცავი ფარი

 

3

სმენის დამცავი საშუალებები

სმენის დამცავი ყურის საცობები პროფესიული გამოყენებისთვის

 

სმენის დამცავი ყურსაფარები პროფესიული გამოყენებისთვის

 

სმენის დამცავი ყურსაფარები, მიმაგრებული დამცავ სამრეწველო ჩაფხუტზე

 

აუდიოაღჭურვილობის მქონე სმენის დამცავი ყურსაფარები, მიმაგრებული დამცავ სამრეწველო ჩაფხუტზე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე