ბრძანება N 11539

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.05.2023
№ დოკუმენტი 11539
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11539

24.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---------- (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 28 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ---------- (ს/ნ ----------) №80644/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მარტის №070-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას (2023 წლის 28 მარტის ბრძანება №6188). აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მაისის სხდომაზე (ოქმი №51).

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 თებერვლის №2934 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, მომჩივანი აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობის სახეს წარმოადგენს მინერალური სასუქებით და აგროქიმიური პროდუქტებით ვაჭრობა. ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 568901.25 ლარი, შესყიდვას და რეალიზაციას შორის ფასნამატი დადგენილი იქნა 57%. მის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა საჩივარი, რომელთან დაკავშირებითაც გამოიცა შემოსავლების სამსახურის №2934 ბრძანება, რომლის მიხედვითაც საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ფასნამატის გადაანგარიშების შედეგად, რომელმაც შეადგინა 26%, ჯარიმა შეუმცირდა 11188.43 ლარით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საქონელი ძირითადად ჰქონდა ბაზრობებზე. ასევე არ მომხდარა რაიმე გადასახადის დამალვა, ვინაიდან საქონელი, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებს, გათავისუფლებულია დღგ-გან. ასევე ინდივიდუალური მეწარმის სტატუსიდან გამომდინარე არ ეხება ფულის მოძრაობა და არც ამ კუთხით დაუმალავს რამე. პირველ აპრილამდე ჩვეულებრივ ჩააბარებდა წლიურ დეკლარაციას, სადაც ასახული იქნებოდა მთლიანი შეძენაც და რეალიზაციაც და პატიოსნად გადაიხდიდა საშემოსავლო გადასახადს. მის მიერ წარდგენილია წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და 26% ფასნამატით და დარიცხული გვაქვს გადასახადები. ასევე არ არის გათვალისწინებული ფერმერების დებიტორული დავალიანებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებასა და დარიცხული ფულადი სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 თებერვლის №2934 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (მათ შორის ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება განხორციელდა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 17 თებერვლის №2934 ბრძანების საფუძველზე წარმოდგენილ იქნა დოკუმენტები, რომელიც შესწავლილ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადაანგარიშების შედეგად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ღირებულებით გამოვლინდა 3157,5 ლარის ოდენობით. ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით გამოვლინდა 457017 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო სამართალდარღვევის NGB1427583 ოქმით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა 3157,5 ლარი დარჩა უცვლელი, ხოლო საგადასახადო სამართალდარღვევის NGB1427595 ოქმით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაკისრებულმა ჯარიმის თანხამ, ნაცვლად 56890,13 ლარისა, შეადგინა 45701,7 ლარი.

2023 წლის 28 მარტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება N6188, ხოლო აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 29 მარტს გამოიცა №070-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებსა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 17 თებერვლის №2934 ბრძანების საფუძველზე წარმოდგენილ იქნა დოკუმენტები, რომელიც შესწავლილ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადაანგარიშების შედეგად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ღირებულებით გამოვლინდა 3157,5 ლარის ოდენობით. ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით გამოვლინდა 457017 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო სამართალდარღვევის NGB1427583 ოქმით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა 3157,5 ლარი დარჩა უცვლელი, ხოლო საგადასახადო სამართალდარღვევის NGB1427595 ოქმით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაკისრებულმა ჯარიმის თანხამ, ნაცვლად 56890,13 ლარისა, შეადგინა 45701,7 ლარი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 თებერვლის №2934 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 17 თებერვლის №2934 ბრძანების საფუძველზე წარმოდგენილ იქნა დოკუმენტები, რომელიც შესწავლილ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადაანგარიშების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა დარჩა უცვლელი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა შემცირდა, რაზეც 2023 წლის 29 მარტს გამოიცა №070-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 თებერვლის №2934 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(4, 9); 302(6); 304 (21)