ბრძანება № 232
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 232
12 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „---------“ (ს/ნ ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 31 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა ი/მ --------- (ს/ნ ---------) 2023 წლის 31 დეკემბრის №86443/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №002-284 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, განმარტავს, რომ შემოწმებას წარუდგინა კალკულაციები, თუმცა წარდგენილი პროდუქციის კალკულაციები სრულად არ არის გათვალისწინებული. გაითვალისწინეს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებული კალკულაციები, ხოლო იმ პროდუქციის კალკულაციები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით არ იყო დამტკიცებული შემმოწმებლებმა არ გაითვალისწინეს. ითხოვს საშუალებას დამატებით წარმოადგინოს, როგორც ექსპერტიზის შეფასებული პროდუქციის კალკულაციები, ასევე, ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №5983 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ --------- (ს/ნ --------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, ასევე, ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ დადგენილი მონაცემების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №5983 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 22 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 362 567 ლარი, მათ შორის, გადასახადი 241 704 ლარი და ჯარიმა 120 863 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 12 დეკემბრის №002-284 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა რიგი მზა პროდუქციის კალკულაციების შესახებ, რომელშიც ასახულია თუ რა რაოდენობის და რომელი ნედლეულია საჭირო კონკრეტული მზა პროდუქტის საწარმოებლად. წარმოდგენილია 7 ნამცხვრის კალკულაცია (--------). გადამხდევლის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის კალკულაციები განსხვავდება შემოწმების მიერ გამოყენებული (შემოწმების მიმდინარეობისას მეწარმის მიერ მოწოდებული) კალკულაციებისგან, კერძოდ: ექსპერტიზის დასკვნით გაიზარდა მზა პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის რაოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ----------- ექპერტისის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის კალკულაციები, რომლის შედეგადაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ---------სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა რიგი მზა პროდუქციის კალკულაციების შესახებ, რომელშიც ასახულია თუ რა რაოდენობის და რომელი ნედლეულია საჭირო კონკრეტული მზა პროდუქტის საწარმოებლად. ექსპერტიზის დასკვნით გაიზარდა მზა პროდუქციის
საწარმოებლად საჭირო ნედლეულის რაოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე გათვალისწინებულ იქნა ექსპერტიზის დასკვნის კალკულაციები, რომლის შედეგადაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ -------- (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ექპერტისის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის კალკულაციები, რომლის შედეგადაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21)