ბრძანება N 11156
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11156
19.05.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------)
(იურ. მის.: ----------)
2022 წლის 13 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 02 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №47) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №77260/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის №021-112 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების დაქირავებით მუშაობად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ ყველა ინდივიდუალურ მეწარმესთან დადებულია იდენტური ხელშეკრულებები, შესასრულებელი სამუშაოც ყველა მძღოლისთვის ერთნაირია. გადამხდელს მიაჩნია, რომ მძღოლებმა, რომელთა სამუშაოს შესრულებაც დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად, სწორად ვერ გაიგეს ტერმინთა განმარტება და კითხვარშიც არასწორი პასუხები დააფიქსირეს. მიუთითებს ასევე, რომ შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვეს ინფორმაცია იმ მძღოლების შესახებ, რომელთა სამუშაოც დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად, სადაც გამოიკვეთა ის მძღოლები, რომლებიც არ გამოცხადდნენ შემოსავლების სამსახურში კითხვარის შესავსებად და აღნიშნული პირები შემოწმებამ მაინც განიხილა დაქირავებით მომუშავე პირებად. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს არასწორად დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15629 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №021-246 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 23 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ. მეწარმედ რეგისტრირებული მძღოლების მიერ შპს „----------“ გაწეული მომსახურების დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირების საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის №12359 ბრძანების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15629 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 3 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 100 507 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 66 390 ლარით და ჯარიმა 34 117 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 22 ნოემბრის №021-112 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საკითხის შესწავლის მიზნით შპს „----------“ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებებთან დაკავშირებით მომსახურების გამწევ პირებს - მძღოლებს დაევალათ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის N12359 ბრძანების შესაბამისად კითხვარის შევსება (მძღოლებს დანართი N2-ის შევსება ეთხოვათ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე). ყველა შევსებული კითხვარი გადამოწმდა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე და მიღებული შედეგებით დადგინდა გაწეული მომსახურების დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირების საკითხი. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა დაკვალიფიცირდა როგორც დაქირავებით მუშაობა, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში დაკვალიფიცირდა როგორც მომსახურების გაწევა. აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საწარმოს შეუმცირდა დარიცხული გადასახადი და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადაანგარიშების შედეგად, შპს „----------“ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებებთან დაკავშირებით მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებს დაევალათ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის N12359 ბრძანების შესაბამისად კითხვარის შევსება. ყველა შევსებული კითხვარი გადამოწმდა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე და მიღებული შედეგებით დადგინდა გაწეული მომსახურების დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირების საკითხი. აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების დაქირავებით მუშაობად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს აქვს ყველა ინდივიდუალურ მეწარმესთან დადებულია იდენტური ხელშეკრულებები, შესასრულებელი სამუშაოც ყველა მძღოლისთვის ერთნაირია. გადამხდელს მიაჩნია, რომ მძღოლებმა, რომელთა სამუშაოს შესრულებაც დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად, სწორად ვერ გაიგეს ტერმინთა განმარტება და კითხვარშიც არასწორი პასუხები დააფიქსირეს. მიუთითებს ასევე, რომ შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვეს ინფორმაცია იმ მძღოლების შესახებ, რომელთა სამუშაოც დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად, სადაც გამოიკვეთა ის მძღოლები, რომლებიც არ გამოცხადდნენ შემოსავლების სამსახურში კითხვარის შესავსებად და აღნიშნული პირები შემოწმებამ მაინც განიხილა დაქირავებით მომუშავე პირებად.
ყველა შევსებული კითხვარი გადამოწმდა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე და მიღებული შედეგებით დადგინდა გაწეული მომსახურების დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირების საკითხი. აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15629 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №021-246 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 23 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)