ბრძანება N 17021

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.07.2026
№ დოკუმენტი 17021
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17021

28 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 29 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15 ივლისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ 400331422) 2026 წლის 29 ივნისის №688153 (რეგ.: №109951/21) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 10 ივნისის №001-122 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს სარემონტო მასალების რეალიზებულად განხილვის ნაწილში და აცხადებს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ყველა საჭირო დოკუმენტი, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის დავალება, საკითხის ხელახლა შესწავლა არ მომხდარა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანია შეძენილ მასალას არ ყიდის და არც სარემონტრო მომსახურებას ეწევა. შესაბამისად, შეძენილი მასალის რეალიზებულად ჩათვლა არასწორია, რადგან არ შეესაბამება რეალობას. კომპანიამ ყველა მასალა გამოიყენა მხოლოდ ბინების სარემონტოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რაჭაში იქნა წაღებული საქონელი. რაც შეეხება დანარჩენ მასალას, ყველა მათგანი გახარჯულია მხოლოდ იმ ბინებზე, რომელიც იყიდა და გააუმჯობესა კომპანიამ გაყიდვის მიზნით. რაც შეეხება იმ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს, რომლებიც მიტანილია ისეთ მისამართებზე, სადაც ზედნადების ტრანსპორტირების მომენტში საწარმო არ ფლობდა ფართს, ეს შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო სხვადასხვა მიზეზით, კომპანიას მასალა ისეთ ბინაში არ მიუტანია, რომელსაც არასოდეს ფლობდა. შესაბამისად, გადამხდელს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში არ არის შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღსრულებული და საკითხი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა უნდა დაბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტში გადასაანგარიშებლად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 მარტის №6111 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობის და სარემონტო მასალების რეალიზებულად მიჩნევის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მისი არგუმენტებისა და წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;”

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 მარტის №6111 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 3 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 182 763 ლარი, მათ შორის, გადასახადი 115 736 ლარი, ჯარიმა 67 027 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 10 ივნისის №001-122 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა კონკრეტული პირების მხრიდან ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტების წარმოდგენა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემების მიხედვით, საკონტროლო-სალარო აპარატში თანხის გატარება ხდებოდა იანვრის საანგარიშო პერიოდში, ხოლო, ბუღალტრულად ასახული მონაცემები არ ემთხვეოდა ნასყიდობის თანხებს, თარიღებს და საწარმოს მიერ მიღებულ ფულს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები ფ/პ ------- და ფ/პ -------, სადაც ისინი უთითებენ შეძენილი ბინის ღირებულებას, პერიოდს, თანხის გადახდის თარიღს, ბინის მდგომარეობას და სხვა მონაცემებს. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად, შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა 33 079 ლარით, ხოლო შემოწმებით დადგენილი დამატებით მიღებული თანხების ნაწილში, აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ მიღებულად ჩათვლილი თანხების ნაწილში ბინების რეალიზაციიდან გამომდინარე, დადგინდება 90 699 ლარი, ნაცვლად 130 158 ლარისა. ამასთან, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების პროცესში პასუხისმგებელმა პირმა წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, დამატებით დადგენილი თანხების კაპიტალის შემცირებასთან დაკავშირებით (კაპიტალის ნაშთის ოდენობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენდა 106 536 ლარს), გადაანგარიშების ეტაპზე მოხდა შესაბამისი შედეგების გათვალისწინება.

● გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილია მყიდველების მხრიდან ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი ახსნა-განმარტებები (შერჩევით) შეძენილი ბინის ღირებულების, პერიოდის, თანხის გადახდის თარიღის, ბინის მდგომარეობის და სხვა მონაცემების შესახებ. ასევე, არასრულად არის წარმოდგენილი მცირე მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებით ნოტარიულად მოთხოვნილი დეტალური ინფორმაცია. აღნიშნული მონაცემები არაპირდაპირად გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შესწავლის პროცესში, ასევე ანალიზი ჩაუტარდა მიღებული ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილებსა და საწარმოს მიერ შეძენილი/საკუთრებაში არსებული ბინების მისამართებს, რომლის მიხედვითაც ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც მიტანილია ისეთ მისამართებზე, სადაც ზედნადების ტრანსპორტირების მომენტში, საწარმო უკვე აღარ ფლობდა ან/და არასდროს არ ფლობდა ფართს, დარჩა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ხოლო სმფ-ის ის ნაწილი, რომლის შენახვა შესაძლებელი იქნებოდა სხვა მისამართზე (ტრანსპორტირების დასრულების მომენტში საწარმოს აღნიშნულ მისამართზე გააჩნდა ფართი), გათვალისწინებულ იქნა სარემონტო დანახარჯებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ასევე მიღებული ფულადი სახსრების ნაწილით გაანგარიშებული ხელფასის სახით განაცემები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილია მყიდველების მხრიდან ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი ახსნა-განმარტებები (შერჩევით) შეძენილი ბინის ღირებულების, პერიოდის, თანხის გადახდის თარიღის, ბინის მდგომარეობის და სხვა მონაცემების შესახებ, ასევე, მცირე მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებით ნოტარიულად მოთხოვნილი დეტალური ინფორმაცია, რომელიც არაპირდაპირად გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის არგუმენტების შესწავლის პროცესში. ასევე, ანალიზი ჩაუტარდა მიღებული ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილებსა და საწარმოს მიერ შეძენილი/საკუთრებაში არსებული ბინების მისამართებს, რომლის მიხედვითაც ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც მიტანილია ისეთ მისამართებზე, სადაც ზედნადების ტრანსპორტირების მომენტში, საწარმო უკვე აღარ ფლობდა ან/და არასდროს არ ფლობდა ფართს, დარჩა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ხოლო სმფ-ის ის ნაწილი, რომლის შენახვა შესაძლებელი იქნებოდა სხვა მისამართზე (ტრანსპორტირების დასრულების მომენტში საწარმოს აღნიშნულ მისამართზე გააჩნდა ფართი), გათვალისწინებულ იქნა სარემონტო დანახარჯებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემცირდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ასევე მიღებული ფულადი სახსრების ნაწილით გაანგარიშებული ხელფასის სახით განაცემები. გადაანგარიშების შედეგად, ასევე, შემცირდა ბინების რეალიზაციის საფუძველზე დარიცხულ დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის თანხები.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს სარემონტო მასალების რეალიზებულად განხილვის ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილია მყიდველების მხრიდან ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი ახსნა-განმარტებები შეძენილი ბინის ღირებულების, პერიოდის, თანხის გადახდის თარიღის, ბინის მდგომარეობის და სხვა მონაცემების შესახებ, ასევე, მცირე მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებით ნოტარიულად მოთხოვნილი დეტალური ინფორმაცია, რომელიც არაპირდაპირად გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის არგუმენტების შესწავლის პროცესში. ასევე, ანალიზი ჩაუტარდა მიღებული ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილებსა და საწარმოს მიერ შეძენილი/საკუთრებაში არსებული ბინების მისამართებს, რომლის მიხედვითაც ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც მიტანილია ისეთ მისამართებზე, სადაც ზედნადების ტრანსპორტირების მომენტში, საწარმო უკვე აღარ ფლობდა ან/და არასდროს არ ფლობდა ფართს, დარჩა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ხოლო სმფ-ის ის ნაწილი, რომლის შენახვა შესაძლებელი იქნებოდა სხვა მისამართზე (ტრანსპორტირების დასრულების მომენტში საწარმოს აღნიშნულ მისამართზე გააჩნდა ფართი), გათვალისწინებულ იქნა სარემონტო დანახარჯებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემცირდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ასევე მიღებული ფულადი სახსრების ნაწილით გაანგარიშებული ხელფასის სახით განაცემები. გადაანგარიშების შედეგად, ასევე, შემცირდა ბინების რეალიზაციის საფუძველზე დარიცხულ დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის თანხები.

მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)