ბრძანება N 11044

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.05.2023
№ დოკუმენტი 11044
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 11044

18.05.2023

შპს „--------“ (ს/ნ --------)

(მის.: ------------)

2023 წლის 22 აპრილის საჩივრის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ --------) №80509/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №086-97 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2023 წლის 24 მარტის №086-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ:

1. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს უძრავი ნაშთის საანგარიშო თვეების მიხედვით გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. განმარტავს, რომ სალაროს ნაშთი ფაქტობრივად წარმოადგენდა საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავანსად გაცემულ სამივლინებო თანხას, რომელიც ირიცხებოდა დირექტორის სახელზე და რომლის ჩამოწერაც ხარჯებში ხდებოდა საერთაშორისო გადაზიდვაში მონაწილე მძღოლების მიერ საავანსო ანგარიშის წარმოდგენის შემდგომ, მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, არაუგვიანეს 60 დღისა. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებას მიეცა ახსნა-განმარტება, რაც თან ერთვის საჩივარს.

2. მომჩივანი არ ეთანხმება ხელფასად გაცემული თანხის გაანგარიშებას. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა 110 560 ლარით, ნაცვლად 53 000 ლარისა.

მომჩივანი ასევე ითხოვს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, მათ შორის, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №086-97 საგადასახადო მოთხოვნის და 2023 წლის 24 მარტის №086-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მარტის №086-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მაისის №13486 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №086-97 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 31 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1.შპს „---------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მ.შ მივლინების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, შეისწავლოს ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის მართლზომიერება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მაისის №13486 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 14 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 24 მარტის №086-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა 15 კალენდარული დღის ვადაში არ წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტს შესაბამისი მტკიცებულება/არგუმენტაცია (მ.შ მივლინების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები). შესაბამისად, შემოწმების შედეგები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

2. ხელფასად გაცემული თანხის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, საკითხის დამატებით შესწავლით საგადასახადო შემოწმების აქტისგან განსხვავებული შედეგები არ გამოვლენილა. შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად საგადასახადო შემოწმების შედეგები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მარტის №086-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 31 მაისის №13486 ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს არ წარუდგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მ.შ მივლინების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები). რაც შეეხება ხელფასად გაცემული თანხის გაანგარიშების საკითხის დამატებით შესწავლას, შესწავლის შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილისაგან განსხვავებული შედეგები არ გამოვლენილა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №086-97 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №086-97 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „-------“ (ს/ნ --------) მიერ 2022 წლის 31 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მაისის №13486 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ --------) საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №086-97 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მარტის №086- 15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №086-97 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ:

1. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს უძრავი ნაშთის საანგარიშო თვეების მიხედვით გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება ხელფასად გაცემული თანხის გაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

1. სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა 15 კალენდარული დღის ვადაში არ წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტს შესაბამისი მტკიცებულება/არგუმენტაცია (მ.შ მივლინების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები). შესაბამისად, შემოწმების შედეგები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

2. ხელფასად გაცემული თანხის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, საკითხის დამატებით შესწავლით საგადასახადო შემოწმების აქტისგან განსხვავებული შედეგები არ გამოვლენილა. შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად საგადასახადო შემოწმების შედეგები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

 

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მარტის №086- 15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №086-97 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21), 301"ზ".