ბრძანება N 7924

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.04.2026
№ დოკუმენტი 7924
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7924

06 აპრილი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 10 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი აპრილის სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2026 წლის 10 მარტის №101232/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 თებერვლის №006-27 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. საგადასახადო შემოწმებით ხელფასად განხილულ თანხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2025 წლის 7 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სალაროში ფულის ინვენტარიზაცისას კომპანიას ფულადი ნაშთი (1110; 1430) უფიქსირდებოდა 21 667 ლარი. აქედან სალაროში 2 862 ლარი, ხოლო დანარჩენი 18 805 ლარი საქვეანგარიშოდ ერიცხებოდა ანგარიშვალდებულ პირს. აღნიშნული თანხა გაიხარჯა იმავე თვეში ეკონომიური საქმიანობისათვის, რაც დასტურდება თანდართული დოკუმენტებით (წარმოდგენილი აქვს საკონტროლო-სალარო აპარატის ქვითრები). 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში ბანკიდან საქვეანგარიშოდ გაცემულია 22 500 ლარი, ხოლო სალაროდან საქვეანგარიშოდ გაცემულია 6 000 ლარი. ამავე პერიოდში საქვეანგარიშო პირს გახარჯული აქვს 31 316,3 ლარი. კომპანიას საქვეანგარიშო პირის მიმართ დარჩა კრედიტორული დავალიანება 1 412,59 ლარი. საჩივარს თან ახლავს 1430 ანგარიშის ორისის ბარათი. სალაროში კომპანიას უფიქსირდებოდა 2025 წლის 1 იანვარს 196 300,08 ლარი, 2025 წლის 1 მარტამდე 198 154,7 ლარი. გადამხდელისთვის გაუგებარია გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმებით რატომ არ მოხდა დარიცხული თანხის შემცირება.

2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ სრულად არ მოხდა დარიცხული დღგ-ის შემცირება, ნაცვლად 5 263 ლარისა გადაანგარიშების ეტაპზე შემცირდა 4 229 ლარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 ივლისის №15982 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, შეისწავლოს კრედიტორული ნაშთების ავანსად განხილვის საკითხი. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს დებიტორ-კრედიტორების განაშთვის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 ივლისის №15982 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 2 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 6 344 ლარი, მათ შორის: გადასახადი 4 228 ლარი, ჯარიმა 2 116 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 12 თებერვლის №006-27 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ ხელფასად განხილულ თანხებთან დაკავშირებით, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები წარმოადგენს არაშესამოწმებელ პერიოდში (2025 წლის თებერვალში) მომწოდებლებზე გადახდილი თანხების გადახდის ქვითრებს (სსა ჩეკებს), რომლთა მიხედვითაც გადახდილი თანხა ჯამში შეადგენს 31 316 ლარს. საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებისას გადამხდელისგან დამატებით გამოთხოვილი იქნა 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდის ფულის მოძრაობის ამსახველი სრული ინფორმაცია, რაც გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლის სახით, რომელიც მოიცავს მოთხოვნილ პერიოდს. წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ზემოთაღნიშნული თანხები (31 316 ლარი) გადახდილია საქვეანგარიშოდ გაცემული თანხიდან (1430), ამასთან 2025 წლის 1 იანვარს (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს) საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების საწყისი ნაშთი შეადგენს 1 403 ლარს, გადამხდელს 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში ბანკიდან საქვეანგარიშოდ (დ-1430; კ-1210) გაცემული აქვს 22 500 ლარი, ხოლო სალაროდან საქვეანგარიშოდ (დ- 1430; კ-1110 ) გაცემულია 6 000 ლარი. 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში სალაროდან ბანკში თანხის გადატანა არ ხდება, ხოლო სალაროში მითითებულ პერიოდში ისევ უფიქსირდება უძრავი ნაშთი (მინიმალური) 194 669 ლარი, შესაბამისად, ვინაიდან წარმოდგენილი ქვითრებით (სსა ჩეკებით) გადახდილი თანხების ანაზღაურება არ ხდება შემოწმების მიერ ხელფასად განხილული თანხიდან, აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

● შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილი ინფორმაციით, გადამხდელს 1410 ანგარიშზე ცალკეულ პირებთან უფიქსირდებათ კრედიტორული ნაშთები, რაც გადამხდელის განმარტებით წარმოადგენს ზედმეტად გადახდილ თანხებს, რისი უკან დაბრუნებაც არ ხდება, რადგან აღნიშნულ პირებთან აქვთ სავაჭრო ურთიერთობა. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის თანახმად, ვინაიდან განსაზღვრული არ არის მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება, ასევე არ არის განსაზღვრული რაოდენობა/მოცულობა და ღირებულება, აღნიშნული პირების მიერ ზედმეტად გადახდილი ანაზღაურება არ ჩაითვლება დასაბეგრ თანხად და ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. შესაბამისად, გადამხდელს სრულად შეუმცირდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

● საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტით ხელფასად განხილულ თანხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენს არაშესამოწმებელ პერიოდში (2025 წლის თებერვალში) მომწოდებლებზე გადახდილი თანხების გადახდის ქვითრებს (სსა ჩეკებს), რომლთა მიხედვითაც გადახდილი თანხა ჯამში შეადგენს 31 316 ლარს. 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული თანხები (31 316 ლარი) გადახდილია საქვეანგარიშოდ გაცემული თანხიდან (1430), ამასთან, 2025 წლის 1 იანვარს (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს) საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების საწყისი ნაშთი შეადგენს 1 403 ლარს, გადამხდელს 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში ბანკიდან საქვეანგარიშოდ გაცემული აქვს 22 500 ლარი, ხოლო სალაროდან საქვეანგარიშოდ გაცემულია 6 000 ლარი. 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში სალაროდან ბანკში თანხის გადატანა არ ხდება, ხოლო სალაროში მითითებულ პერიოდში ისევ უფიქსირდება უძრავი ნაშთი (მინიმალური) 194 669 ლარი, შესაბამისად, ვინაიდან წარდგენილი ქვითრებით (სსა ჩეკებით) გადახდილი თანხების ანაზღაურება არ ხდება შემოწმების მიერ ხელფასად განხილული თანხიდან, აღნიშნულ საკითხში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აგრეთვე, კრედიტორული ნაშთების მიღებულ ავანსად განხილვის საფუძველზე დარიცხულ დღგ-ისთან მიმართებით, ვინაიდან განსაზღვრული არ არის მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება, ასევე არ არის განსაზღვრული რაოდენობა/მოცულობა და ღირებულება, აღნიშნული პირების მიერ ზედმეტად გადახდილი ანაზღაურება არ ჩაითვლება დასაბეგრ თანხად, რის შედეგადაც გადამხდელს სრულად შეუმცირდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხები ნაცვლად 5 263 ლარისა შემცირდა 4 229 ლარით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტით ავანსად განხილული და დღგ-ით დაბეგრილი თანხების გარდა, შემოწმებით ასევე გამოვლენილი იყო სხვაობა საგადასახადო შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამასა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს შორის, რაზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ. რაც შეეხება ავანსად განხილულ და დღგ-ით დაბეგრილ თანხებს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი ანაზღაურების ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა სრულად შემცირებას.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხის ნაწილობრივ შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტით ხელფასად განხილულ თანხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენს არაშესამოწმებელ პერიოდში მომწოდებლებზე გადახდილი თანხების გადახდის ქვითრებს. გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული თანხები გადახდილია საქვეანგარიშოდ გაცემული თანხიდან. გადამხდელს ბანკიდან და სალაროდან საქვეანგარიშოდ გაცემული აქვს თანხები, სალაროდან ბანკში თანხის გადატანა არ ხდება, ხოლო სალაროში ფიქსირდება უძრავი ნაშთი, შესაბამისად, ვინაიდან წარდგენილი ქვითრებით გადახდილი თანხების ანაზღაურება არ ხდება შემოწმების მიერ ხელფასად განხილული თანხიდან, აღნიშნულ საკითხში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

აგრეთვე, კრედიტორული ნაშთების მიღებულ ავანსად განხილვის საფუძველზე დარიცხულ დღგ-ისთან მიმართებით, ვინაიდან განსაზღვრული არ არის მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება, ასევე არ არის განსაზღვრული რაოდენობა/მოცულობა და ღირებულება, აღნიშნული პირების მიერ ზედმეტად გადახდილი ანაზღაურება არ ჩაითვლება დასაბეგრ თანხად, რის შედეგადაც გადამხდელს სრულად შეუმცირდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)