გადაწყვეტილება №26135/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26135/2/2025
28 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,21.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 5.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26135/2/2025).
დავის საგანი:
შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №007-153 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 სექტემბრის №19429 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 246 171.61 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 153 485.54
დღგ - 61 163.83
მოგების გადასახადი - 54 698.71
საშემოსავლო გადასახადი - 37 623
ჯარიმა - 76 271.60
საურავი - 16 414.47
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 თებერვლის №3164 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №15419 ბრძანება და №007-153 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 246 171.61 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 1 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 3 სექტემბრის №19429 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №------- წერილით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 24.09.2025 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 14.10.2025 წელი, ხოლო საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 5.11.2025 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
მომჩივანი ადასტურებს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას გაეცნო 2025 წლის 24 სექტემბერს და აღნიშნავს, რომ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა მისი გასაჩივრება.
საჩივარს თან ერთვის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ 4.11.2025 წელს "-------"-მა მიმართა შპს „--------"-ს სამედიცინო დოკუმენტის აღების მიზნით. პაციენტი მკურნალობს უწყვეტად, იმყოფება შესაბამისი პროფილის სპეციალისტის და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
აღსანიშნავია, რომ "-------" არის საწარმოს დირექტორი. საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია მინდობილი პირის ("-------") მიერ. რწმუნებულება გაცემულია 4.11.2025 წელს.
მომჩივნის არგუმენტის და წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში არ მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც შეუძლებელს ხდიდა საჩივრის შეტანას უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით, ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 თებერვლის №3164 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 246 171.61 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 1 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 3 სექტემბრის №19429 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში არ მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც შეუძლებელს ხდიდა საჩივრის შეტანას უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით, ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301(ე).