N 1837-Vმს-XIმპ - 25/06/2026 - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაუსახლებელ პუნქტში ჩერდება ან დგას, შესაძლებლობის ფარგლებში სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ პუნქტში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ველობილიკზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლზე (გარდა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მიმართ დაშვებული გამონაკლისისა, როდესაც ამ კატეგორიის ტაქსი ან/და მოტოციკლი (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედი (გარდა სამთვლიანისა) აღნიშნულ ზოლს მოძრაობისთვის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომისთვის გამოიყენებს), ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე (თუ არ არის 7.4 საგზაო ნიშანი შესაბამისი საგზაო მონიშვნით ან/და 7.20.6 საგზაო ნიშანი (ეს ნიშანი შეიძლება იყოს საგზაო მონიშვნის გარეშე)) ან გზისპირზე.“.
2. 41-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2, 5.14 და 5.41 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია აღნიშნულ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე აღნიშნული ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას ან/და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ან/და დაშვებული შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობას.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5−მე-9 პუნქტები:
„5. 01:00 საათიდან 06:00 საათამდე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მუნიციპალიტეტის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის სხვა დროის მონაკვეთია განსაზღვრული) დასაშვებია სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი საშვის მქონე იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა, რომლითაც ხდება სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის მიწოდება ან მის სასარგებლოდ გადატანა.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:
ა) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გადასვლისას, გაჩერებისას და დგომისას (ზოლიდან გამოსვლამდე) სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისთვის ჩართული ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია;
ბ) გაჩერების შემდეგ დაუყოვნებლივ დადგას საავარიო გაჩერების ნიშანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებიდან არანაკლებ 15 მეტრის მანძილზე;
გ) დაიცვას ამ კანონით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები;
დ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისას დაუყოვნებლივ გამოვიდეს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლიდან.
7. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გაჩერებისა და დგომის საათებისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი.
8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დაუცველად მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გაჩერება და დგომა გამოიწვევს ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას საერთო საფუძველზე.
9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სავალი ნაწილის კიდესთან სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში გაჩერებისა და დგომის დამატებით წესებსა და პირობებს, მათ შორის, შესაბამისი საშვის გაცემისა და გაუქმების წესებსა და პირობებს, განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.
3. №5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №5
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილი
#assignedTableId-1782710064498 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლის ნაწილი
შესამცირებელი ქულის რაოდენობა
1151
პირველი
30
მე-2
40
მე-3
40
118-ე
პირველი
15
1181
10
1182
15
1183
5
119-ე
პირველი
5
მე-2
5
21
5
34
10
35
20
36
30
მე-5
30
მე-6
15
მე-7
5
71
10
72
20
მე-8
20
120-ე
პირველი
15
11
20
მე-2
10
21
15
22
20
მე-3
10
31
20
მე-4
40
121-ე
მე-2
15
მე-3
25
მე-4
30
122-ე
პირველი
10
მე-2
20
მე-3
25
მე-4
30
მე-5
30
მე-6
35
1221
პირველი
30
მე-2
30
მე-3
30
123-ე
პირველი
15
მე-2
50
მე-3
20
მე-4
35
მე-5
40
125-ე
პირველი
10
11
10
12
20
მე-2
25
მე-4
30
მე-5
40
51
10
52
15
მე-6
5
61
10
62
20
63
5
66
30
მე-7
15
71
10
72
20
73
30
81
15
91
20
92
20
93
30
მე-10
25
მე-11
30
მე-12
15
121
20
122
30
123
30
მე-17
30
1271
პირველი
10
11
20
14
10
15
15
მე-2
25
მე-6
20
61
20
62
25
მე-7
15
1291
15
.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,25 ივნისი 2026 წ.
N1837-Vმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე