ბრძანება N 530

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 18.01.2023
№ დოკუმენტი 530
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 530

18.01.2023

ი/მ ------- (ს/ნ --------------)

(იურ. მის.: -------------------------)

2022 წლის 19 აგვისტოსა და 30 აგვისტოს საჩივრების

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) იმსჯელა ი/მ ------- (ს/ნ --------------) 2022 წლის 19 აგვისტოს №151243/21-11 და 30 აგვისტოს №157292/21-11 საჩივრებზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივლისის №064-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

ი/მ ------- (ს/ნ --------------) 2022 წლის 28 დეკემბერს წარმოადგინა №237544/21-11 განცხადება, რომლითაც დგინდება, რომ მომჩივანი ი/მ ------- (ს/ნ --------------) გარდაიცვალა 2022 წლის 30 ოქტომბერს (№------- გარდაცვალების მოწმობა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი გარდაიცვალა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ი/მ ------- (ს/ნ --------------) 2022 წლის 19 აგვისტოსა და 30 აგვისტოს საჩივრები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.ი/მ ------- (ს/ნ --------------) საჩივრები დარჩეს განუხილველი;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.