ბრძანება N 24558
📄 სრული ტექსტი
N 24558
05 .10. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს “-------------ის“ (ს/ნ ----------------)
(მის.: ---------------------------------------)
2023 წლის 12 სექტემბრის საჩივრების
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 22 სექტემბრის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №99) განიხილა შპს “-------------ის“ (ს/ნ ----------------) №83546/1/2023 და N83547/1/2023 საჩივრები შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 აგვისტოს №001096 და N001097 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების თაობაზე.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში განმარტავს, რომ არსებული ობიექტები არ მიეკუთვნება არც სავაჭრო ცენტრს და არც ბაზრობას. აქედან გამომდინარე, ამბობს, რომ არ ეკისრება მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება და ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც №001096 სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსიდან ირკვევა, 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შპს “-------------ის“ (ს/ნ ----------------) მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წლის 29 მარტის N177 დადგენილება. კერძოდ „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“, რაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 31 აგვისტოს შედგენილ იქნა №001096 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და პირი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით.
როგორც №001097 სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსიდან ირკვევა, 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შპს “-------------ის“ (ს/ნ ----------------) მიერ დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წლის 29 მარტის N177 დადგენილება. კერძოდ „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“, რაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 31 აგვისტოს შედგენილ იქნა №001097 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და პირი დაჯარიმდა 900 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციის შედეგად მოსახლეობის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებიდან განსაზღვრავს მასობრივი თავშეყრის ობიექტებს და ადგენს მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესს.
„მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად:
1. მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ამ წესით დადგენილი პირობებით;
2. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა მასობრივი თავშეყრის ობიექტის ფუნქციონირების სრული პერიოდის განმავლობაში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა:
ა) სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
ბ) სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის მიერ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისათვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის მფლობელის დაჯარიმებას ობიექტში ფუნქციონირებადი დაუზღვეველი კომერციული ობიექტების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა) რაოდენობის 100 ლარზე ნამრავლის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მოხსენებით ბარათზე, რომლის თანახმად კონტროლის პროცედურის დროს, ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე, სრულყოფილად ვერ მოხერხდა ობიექტის სტატუსის დადგენა, შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ ობიექტი ექვემდებარებოდა სავალდებულო დაზღვევას, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით შედგენილი იქნა სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ამასთან, როგორც შემდგომ დადგინდა, შპს “-------------ის“ ობიექტი არ ექცევა „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალადებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის N177 დადგენილებით გათვალისწინებული თავშეყრის ობიექტების კატეგორიაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები უნდა გაუქმდეს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს “-------------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 აგვისტოს №001096 და N001097 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები;
3. დაევალოს მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში განმარტავს, რომ არსებული ობიექტები არ მიეკუთვნება არც სავაჭრო ცენტრს და არც ბაზრობას. აქედან გამომდინარე, ამბობს, რომ არ ეკისრება მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება და ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
როგორც №001096 სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსიდან ირკვევა, გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წლის 29 მარტის N177 დადგენილება. რაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და პირი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით.
როგორც №001097 სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსიდან ირკვევა, 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მომჩივანის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წლის 29 მარტის N177 დადგენილება. რაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2 შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და პირი დაჯარიმდა 900 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები უნდა გაუქმდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა შემდეგ ნორმებს:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი; 33;17714 (1 „ა“ „ბ“ ); 219; 278;
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი;
„მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლი;