N 5445-IIს - 22/06/2016 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის მომენტი.“.
3. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის შემთხვევაში − ზარის ხანგრძლივობის მიხედვით.“.
4. 188-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
5. 189-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს.
6. 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი;“.
7. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 97-ე ნაწილი:
„97. ამ კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განაკვეთი 2017 წლის 1 იანვრამდე არის 8 პროცენტი, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე − 3 პროცენტი.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-6 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-6 ნაწილები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,22 ივნისი 2016 წ.
N5445-IIს