ბრძანება N 14537
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14537
23.06.2023
შპს „---------” (ს/ნ -------)
(მის.: ----------)
2023 წლის 7 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „--------” (ს/ნ --------) №81533/1/2023, №81534/1/2023, №81531/1/2023 და №81532/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 აპრილის №002-53 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:
არ ეთანხმება შემოწმების მიერ დადგენილ განკარგვად თანხასა და სესხად გაცემულ თანხებს შორის გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვას. ასევე, არ ეთანხმება კრედიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმებას წარუდგინა უცხოურ კომპანიებთან გაფორმებული შედარების აქტები, რომლითაც მომწოდებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა წერილობით ადასტურებს, რომ მათ მიმართ კრედიტორული დავალიანება არ გააჩნიათ და თანხები სრულად არის ანაზღაურებული. აცხადებს, რომ უცნობია აუდიტის დეპარტამენტის დასაბუთება, კერძოდ რა პროცედურებს მიმართა შედარების აქტების არასარწმუნოდ ცნობისთვის. საჩივარში წარმოდგენილი აქვს ადამიანის ევროპული სასამართლოს, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან განმარტებები და აცახადებს, რომ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები არის კანონიერი და სრულყოფილი და არ არსებობს მათი მტკიცებულებად არ ცნობის არანაირი მიზეზი. ასევე მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურისთვის მკაფიოა და ცნობილია მათი საქმიანობის სფროში მოქმედი კომპანიების საქმიანობის პრაქტიკა. ასევე ისიც, რომ არცერთი რუსი მომწოდებელი არ ყიდის ხორბალს შემდგომი გადახდის პირობით. მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული ,,კრედიტორული დავალიანების შესახებ’' (დანართი N8) მეთოდურ მითითებაზე და აცხადებს, რომ აღნიშნული მითითება არ ითვალისწინებს შედარების აქტების ნოტარიულად დამოწმებას. მიუთითებს, რომ შედარების აქტების ნოტარიული დადასტურება წინააღმდეგობაში მოდის ,,დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის’’ 45-ე მუხლთან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლების გათვალისწინებით, ითხოვს მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 მარტის №7740 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 16 ნოემბრის №002-327 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 13 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,, 1. შპს „-------” (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმები განხილული იქნას ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 მარტის №7740 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 4 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 104 594 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 69 262 ლარით და ჯარიმა 35 332 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 24 აპრილის №002-53 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 მარტის №7740 ბრძანების აღსრულების მიზნით, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში შპს ,,--------’’ (ს/ნ ------) მიერ 2022 წლის 16 და 17 მაისს წარმოდგენილ იქნა საჩივარში მითითებულ არგუმენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, კერძოდ, შედარების აქტები უცხოურ კომპანიებთან (ნოტარიული დადასტურების გარეშე). აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ იქნა მიღებული მტკიცებულებად. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად. შედეგად, შემოწმებით შემცირებულ იქნა გამოყენებადი თანხები 289 775 ლარამდე (348 596 ლარით), საიდანაც კრედიტორულ დავალიანებას წარმოადგენს 116 199 ლარი. შედეგად, შემცირდა 2019 წლის 31 დეკემბრისთვის გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლილი თანხა და შესაბამისად, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შესაბამისად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადი 7 747 ლარის ოდენობით და დარიცხული მოგების გადასახადი 61 517 ლარის ოდენობით. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე, განსაზღვრული ჯარიმა განხილულ იქნა ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნა გაფრთხილება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შპს ,,--------’’ (ს/ნ -------) მიერ წარმოდგენილ იქნა საჩივარში მითითებულ არგუმენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, კერძოდ, შედარების აქტები უცხოურ კომპანიებთან (ნოტარიული დადასტურების გარეშე). აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია შემოწმებით არ იქნა მიღებული მტკიცებულებად. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად და გადაანგარიშების შედეგად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------” (ს/ნ --------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ: არ ეთანხმება შემოწმების მიერ დადგენილ განკარგვად თანხასა და სესხად გაცემულ თანხებს შორის გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვას. ასევე, არ ეთანხმება კრედიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 მარტის №7740 ბრძანების აღსრულების მიზნით, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში მომჩივნის მიერ 2022 წლის 16 და 17 მაისს წარმოდგენილ იქნა საჩივარში მითითებულ არგუმენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, კერძოდ, შედარების აქტები უცხოურ კომპანიებთან (ნოტარიული დადასტურების გარეშე). აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ იქნა მიღებული მტკიცებულებად. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად. შედეგად, შემოწმებით შემცირებულ იქნა გამოყენებადი თანხები 289 775 ლარამდე (348 596 ლარით), საიდანაც კრედიტორულ დავალიანებას წარმოადგენს 116 199 ლარი. შედეგად, შემცირდა 2019 წლის 31 დეკემბრისთვის გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლილი თანხა და შესაბამისად, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შესაბამისად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადი 7 747 ლარის ოდენობით და დარიცხული მოგების გადასახადი 61 517 ლარის ოდენობით. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე, განსაზღვრული ჯარიმა განხილულ იქნა ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნა გაფრთხილება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).
სიტუაციური სახელმძღვანელო N 0256.