ბრძანება N 3036
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3036
13 თებერვალი 2024
ბრძანება
შპს „------“ (ს/ნ „------“ )
(მის.: „------“ )
2024 წლის 18 იანვრის, 23 იანვრის და 24 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 1 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „------“ ) 2024 წლის 18 იანვრის №86873/1/2024, 23 იანვრის №87134/1/2024 და 24 იანვრის №87083/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №083-55 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1.გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ კომპანიას უცხოური საწარმოსგან აღებული ჰქონდა სესხი 2009 წლიდან 450 000 აშშ დოლარი, რომელიც მიღებულია ბანკით და აღნიშნული თანხის დაბრუნებას საწარმო ახორციელებდა როგორც შესამოწმებელ პერიოდამდე, ასევე თანხის ნაწილს იხდის შესამოწმებელ პერიოდშიც. გადამხდელი საჩივარზე წარმოადგენს ურთიერთშედარების აქტს და კომპანიასთან გაფორმებულ ანგარიშსწორების ბარათს და ითხოვს სესხის დასაფარად გადახდილი თანხების გათვალისწინებას ნაღდი ფულის ნაშთის გამოთვლისას.
2. გადამხდელი ითხოვს ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №18438 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------- -ის “ (ს/ნ „------“ ) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------- -ის “ (ს/ნ „------“ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის, სათანადო წესით დამოწმებული, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №18438 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 29 დეკემბრის №083-55 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელმა მიღებულ სესხთან დაკავშირებით წარმოადგინა ურთიერთშედარების აქტი, რომელიც წარმოდგენილი ჰქონდა შემოწმების პროცესშიც, ხოლო დამატებით სხვა დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. აღნიშნული შედარების აქტი გაფორმებულია არარეზიდენტ კომპანიასთან ("-------" INC) და მითითებულია სესხის მიღების და დაბრუნების გრაფიკი. კერძოდ, სესხი მიღებულია 2009-2010 წლებში ღირებულებით 450 000 დოლარი, ხოლო დაბრუნება ხორციელდება 2010, 2012, 2013 წლებში, შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში სესხის დაბრუნება არ ხორციელდება და გრძელდება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან (2019 წელი). შედარების აქტის თანახმად შესამოწმებელ პერიოდში დაბრუნებულია სულ 314 150 დოლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების მიხედვით დგინდება, რომ ხანდაზმულ პერიოდში სესხის დაბრუნება ხორციელდებოდა საბანკო გადარიცხვით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაბრუნება არ ფიქსირდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს დავის ეტაპზე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულება არ წარმოადგენს გაანგარიშებული ფულის ნაშთის შემცირების საფუძველს, შემოწმებით დარიცხული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა ურთიერთშედარების აქტი, რომელიც ასევე წარმოდგენილი ჰქონდა შემოწმების პროცესშიც. აღნიშნული შედარების აქტი გაფორმებულია არარეზიდენტ კომპანიასთან და მითითებულია სესხის მიღების და დაბრუნების გრაფიკი. კერძოდ, სესხი მიღებულია 2009-2010 წლებში ღირებულებით 450 000 დოლარი, ხოლო დაბრუნება ხორციელდება 2010, 2012, 2013 წლებში, შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში სესხის დაბრუნება არ ხორციელდება და გრძელდება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან (2019 წელი). შედარების აქტის თანახმად შესამოწმებელ პერიოდში დაბრუნებულია სულ 314 150 დოლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების მიხედვით დგინდება, რომ ხანდაზმულ პერიოდში სესხის დაბრუნება ხორციელდებოდა საბანკო გადარიცხვით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაბრუნება არ ფიქსირდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელის მიერ დამატებითი მტკიცებულება არ იქნა წარდგენილი, შემოწმებით დარიცხული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ „------“ ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
2. გადამხდელი ითხოვს ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა მიღებულ სესხთან დაკავშირებით წარმოადგინა ურთიერთშედარების აქტი, რომელიც წარმოდგენილი ჰქონდა შემოწმების პროცესშიც. აღნიშნული შედარების აქტი გაფორმებულია არარეზიდენტ კომპანიასთან და მითითებულია სესხის მიღების და დაბრუნების გრაფიკი. სესხი მიღებულია 2009-2010 წლებში, ხოლო დაბრუნება ხორციელდება 2010, 2012, 2013 წლებში, შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში სესხის დაბრუნება არ ხორციელდება და გრძელდება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან.გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების მიხედვით დგინდება, რომ ხანდაზმულ პერიოდში სესხის დაბრუნება ხორციელდებოდა საბანკო გადარიცხვით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაბრუნება არ ფიქსირდება. გადამხდელს დავის ეტაპზე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულება არ წარმოადგენს გაანგარიშებული ფულის ნაშთის შემცირების საფუძველს, შემოწმებით დარიცხული ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
269(7),304(21).