პირგასამტეხლოს დაბეგვრა (გადაუხდელი და აუღიარებელი პირგასამტეხლო შემოსავალში) N 2107

2107 პირგასამტეხლოს დაბეგვრა (გადაუხდელი და აუღიარებელი პირგასამტეხლო შემოსავალში) - (ძალადაკარგული) 27.08.2010
№ დოკუმენტი 2107
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

პირგასამტეხლოს დაბეგვრა N 2107

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმოსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის 2009 წელს გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირობის დამრღვევს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით

•საწარმომ ერთობლივ შემოსავალში ასახა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა, ხოლო გადაუხდელი პირგასამტეხლოს თანხა არ შეიტანა ერთობლივ შემოსავალში

•მომსახურება გაწეულია სსკ–ის 124–ე მუხლის მე–2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დადგენილი პირობების ფარგლებში

შეფასება

•სსკ-ის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კუთვნილი გადაუხდელი პირგასამტეხლოს თანხა უნდა მიეკუთვნოს ერთობლივ შემოსავალს

ღონისძიებები

•დაზუსტდება შესაბამისი წლის ერთობლივი შემოსავალი (მოგება/ზარალი)

•მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში, საწარმოს დაერიცხება გადასახადის ძირითადი თანხა, ამასთან საგადასახადო კოდექსის 124-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით სანქცია არ დაერიცხება

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით