N 2364 - 08/02/2024 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 08.02.2024
№ დოკუმენტი 2364
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №2364

2024 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №6):

ა ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი2“ ქვეპუნქტი:

„ი2) „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ურთიერთშეთანხმების პროცედურის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 4 ივლისის №258 ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;“;

ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი:

„ვ2) „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ურთიერთშეთანხმების პროცედურის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 4 ივლისის №258 ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვა, გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;“.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი

ლევან კაკავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე